საგვარეულო პრაქტიკების სემინარები თბილისში; 23 -24 მარტს | Jolo.ge


საგვარეულო პრაქტიკების სემინარები თბილისში; 23 -24 მარტს

საგვარეულო პრაქტიკების სემინარები თბილისში; 23 -24 მარტს

როგორც პარაფსიქოლოგებისგან ცნობილია ახლო ნათესავებს ერთმანეთთან „უხილავი ძაფები“ აკავშირებთ, ეს არის ის ენერგეტიკული კავშირი, რომელიც წინაპრებისგან გაუცნობიერებელი პროგრამირების სახით, ჩვენდა უნებურად, მემკვიდრეობით გვერგო. ხშირ შემთხვევაში ეს გაუცნობიერებელი პროგრამირება — რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა პრობლემისა თუ ბლოკის სახით იჩენს თავს. რასაც მოყვება უენერგიობა, გაურკვევლობა და წუხილი — „რატომ არ მიმართლებს“, „ისევ მარტო ვარ“, „ისევ უფულოდ ვარ“, „არაფერი გამომდის“  … 

პარაფსიქოლოგების აზრით  გარკვეული სახის წინააღმდეგობები, შეიძლება საგვარეულო ფესვებიდან მოდიოდეს. რადგან ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას სწორედ ჩვენი ფესვებიდან ვიღებთ…

23-24 მარტს საგვარეულო პრაქტიკების სემინარები, რომელსაც უკრაინიდან მოწვეული ტრენერი ევგენია დრონი ატარებს, პირველ რიგში თაობებიდან გადმოსულ პრობლემებს შეეხება.

საგვარეულო პრაქტიკები ახდენენ უძრაობის ტრანსფორმაციას, როგორც ენერგიის ისე ურთიერთობების. ეს არის  იმ რთული სიტუაციებიდან გამოსავალი, რომელიც საგვარეულო ხაზით გვექმნება.

შედეგად ვიღებთ:

ენერგიის აღდგენა,

ჰარმონიული ურთიერთობა

 წინაპრებთან და შთამომავლებთან „ურთიერთობების დალაგება“ …

ევგენია დრონი ენერგეტიკული და სულიერი პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი გახლავთ.

ევგენია დრონი: ამ სემინარის ამოცანაა ქალებს ვასწავლოთ კონცენტრირება მოახდინონ დადებითზე, შეიქმნან ბედნიერი ცხოვრებისთვის სასურველი მდგომარეობა და ამით გამოათავისუფლონ ტკივილი. ტკივილებისგან და უარყოფითი მუხტისგან განთავისუფლებულ ქალს იმის ძალა და ენერგია გახსნას გზა ბედნიერებისკენ და ააყვავოს, როგორც თავისი ოჯახი, ასევე საგვარეულოც.

საგვარეულო პრაქტიკები გეხმარებათ იპოვოთ გამოსავალი და მიიღოთ გადაწყვეტილება ყველაზე  რთულ სიტუაციებშიც კი.

ხშირად ერთი ყველაზე ეფექტური საგვარეულო პრაქტიკის გამოვლენა ახდენს ფინანსური შემოსავლის დალაგებას ოჯახში. საგვარეულო პრაქტიკები ეს არ არის მაგია, ან რიტუალი, მორწმუნე ადამიანებს შეუძლიათ ლოცვებით მიმართონ მფარველ ანგელოზებს დახმარებისთვის…

საგვარეულო პრაქტიკები არის კონცენტრირებული განზრახვა, რომ ოჯახი და ახლობლები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ…

ევგენია დრონს ახალი დროის მკურნალს უწოდებენ. ის კიევში ცნობილი გახლავთ, როგორც სულიერი მასტერი და ,,ქალურობის სტუდიის“ მფლობელი, რომელიც 10 წლის წინ დააფუძნა და რომლის დამსახურებითაც დღემდე უამრავმა ქალმა აღმოაჩინა მასში დაფარული შესაძლებლობები. ამის საშუალება 2017 წელს საქართველოში მცხოვრებ ქალბატონებსაც მიეცათ. ევგენია დრონის სემინარებზე, რომელიც თბილისში ჩატარდა ქართველი გოგონები დაეუფლნენ სხვადასხვა ტექნიკებს, რაც ემსახურებოდა:

ქალურობის გაღვიძებას, საკუთარი თავის ჰარმონიულად აღდგენას, საკუთარ თავში ქალური მომხიბვლელობის აღმოჩენას, ეჭვების მოშორებას, საკუთარი თავისა და სხეულის სიყვარულს…

ამჯერადაც საგვარეულო პრაქტიკებთან ერთად თითოეული მიიღებს იმ ინსტრუმენტებს, რომლის გამოყენებითაც ქალურ ბედნიერებას ეზიარება…

ასე რომ გიწვევთ ყველას, განურჩევლად ასაკისა და ოჯახური მდგომარეობისა, როგორც გათხოვილებს, ასევე იმ გოგონებსა და ქალბატონებს, რომლებიც სამომავლოდ აპირებთ ოჯახის შექმნას. რადგან სემინარზე მოცემული პროგრამები, რაც დამწყებთათვის გახლავთ, ძალიან დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ თითოეულის ცხოვრებაში.

ამჯერად სემინარი ჩატარდება კომფორტულ და წყნარ გარემოში 23-24 მარტს

მისამართი: ვაზისუბანი, პირველი მკ/რ ქ. დავით კვაჭანტირაძე, (პოლიციასთან, 117-ების ბოლო გაჩერებასთან.)

თბილისის სემინარების ორგანიზატორი ანა ვეფხვაძე, ტელ: 599404987

სემინარის ღირებულება არის 43 დოლარი (110 ლარი),

წინასწარი გადახდის ღირებულება  15 მარტამდე არის 37 დოლარი (95 ლარი)

ხოლო, უკვე ჩატარებული სემინარის მონაწილეებისთვის ღირებულება  შეადგენს 34 დოლარს (88 ლარი)

სემინარში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ამ ნონრის მეშვეობით

 ტელ: 599404987 — ანა ვეფხვაძე, ორგანიზატორი

სემინარის პროგრამებთან ან სემინარში მონაწილეობასთან დაკავშირებით თუ გაქვთ დამატებით კითხვები მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშრიდებით.

ვუსურვებთ თქვენს ოჯახებს სიხარულს და სიუხვეს ყველაფერში!

https://www.youtube.com/watch?v=F78DU1zmdFk&t=360s

(საგვარეულოს განკურნების პრაქტიკა)

ნანახია:(203)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოზარდთა პიროვნული ზრდის ტრენინგი თქვენი შვილებისთვის — ,,გაიცანი საკუთარი თავი“

საბედნიეროდ პიროვნული ზრდის საკითხებით დაკავება დღეს საქართველოში აქტუალური გახდა და ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, უამრავი


შენ ხარ ფსიქოლოგი ან ქოუჩი?

შენ ხარ ფსიქოლოგი ან ქოუჩი? მაშინ შენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვითარდებოდე და შენს კლიენტებს უახლეს და თანამედროვე ქოუჩნგ-ტექნოლოგიებს სთავაზობდე… ვიცი, გეცოდინება


გახდი სიტყვის ძალის ოსტატი

„ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ოდესღაც დგება მომენტი, როდესაც თავისი ცოდნა და გამოცდილება უნდა სხვასაც გაუზიაროს… და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*