საგაზაფხულო ფესტივალი «წიგნი და მუსიკა» იწყება | Jolo.ge


საგაზაფხულო ფესტივალი «წიგნი და მუსიკა» იწყება

საგაზაფხულო ფესტივალი «წიგნი და მუსიკა» იწყება

მათ ვისაც წიგნი და მუსიკა გიყვართ, ან ერთად, ან ცალ-ცალკე, ოცდაერთი აპრილიდან ფილარმონიაში საგაზაფხულო ფესტივალი «წიგნი და მუსიკა» იწყება. უამრავ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად, თქვენ გელოდებათ ქართველი შემსრულებლების ცოცხალი კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა. საბავშვო ღონისძიებები. იქნება ავტორებისა და წიგნების წარდგენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მუსიკალური პერფომანსების პარალელურად. მკითხველებთან შეხვედრას გამართავენ მწერლები, მთარგმნელები და რედაქტორები, ისინი ისაუბრებენ თავიანთ წიგნებზე და უპასუხებენ მკითხველის შეკითხვებს.ფესტივალის ფარგლებში თქვენ შეხვდებით: ლაშა ბუღაძეს, დათო ტურაშვილს, ეკატერინე ტოგონიძეს, თამთა მელაშვილს, დავით დეფი გოგიბედაშვილსა და სხვა ავტორებს. ჩვენი მუსიკალური განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ მუსიკოსები და შემსრულებლები: რეზო კიკნაძე, შოთა ადამაშვილი, დათო ლომიძე, «წერილი», «blue sun», «the window», «the bearfox» და სხვა მუსიკალური ჯგუფები. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. მაშ ასე, წიგნისა და მუსიკის მოყვარულებო, თქვენთვის სამ დღიანი ნამდვილი დღესასწაული იწყება და რაც ყველაზე მთავარია დასწრება თავისუფალია.

ნანახია:(42)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
cigni da musika

Related Articles

„თედო რეხვიაშვილი ახალი სახელი ქართულ ხელოვნებაში“ …

ხელოვნებით ცხოვრება უმისამართო მოგზაურობას ჰგავს, ამოუწურავია, საზღვრების, ფორმატებისა და ჩარჩოების გარეშე. იყო ხელოვანი რთული მისიაა … იზრდები, ვითარდები და ირჩევ


ბრიტანელი მომღერალი ტონი ომელი ქართულად ამღერდა

ბრიტანელი მომღერალი ტონი ომელი ქართულად ამღერდა. youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოში, ბრიტანელი ვარსკვლავი ბორის ბედიასთან ერთად «ქართველების ერთად ყოფნა»-ს ასრულებს. ნანახია:(88)-ჯერ FacebookLinkedinComments


ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“

  11-13 მარტს ბევრს მიეცემა საშუალება აჭარის სილამაზით დატკბეს. შუახევის მუნიციპალიტეტი ლიტერატურულ ფესტივალს “ზე-კართან” მეხუთედ უმასპინძლებს. ფესტივალი „ზე–კართან“ შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*