საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდებისთვის — სოფლის და ქვეყნის სიძლიერე | Jolo.ge


საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდებისთვის — სოფლის და ქვეყნის სიძლიერე

საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდებისთვის — სოფლის და ქვეყნის სიძლიერე

აბაშის რაიონში არის სოფელი სამიქაო, სადაც  ქალთა საინიციატივო ჯგუფია შექმნილი. ამ ჯგუფმა ეკა გაბუნიას თაოსნობით განათლებისა და განვითარების ცენტრი ,,მაკრონი“ დააფუძნა და წლებია უკვე  სოფლის გაძლიერებაზე ზრუნავს.

ეკა გაბუნიას, ლარისა მიქაძის და ელენე ქურდობაძის მიერ დღემდე განხორციელებული პროექტები ახალგაზრდების განვითარებისა და  განათლების ხელშეწყობას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას ემსახურება. ქალები არა მარტო თავიანთ სოფელს, არამედ სხვა სოფლებსაც ეხმარებიან.

ამჯერადაც ახალგაზრდებითვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაისახეს მიზნად.

ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე და მათ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა უნდა იყოს, ამიტომ როდესაც მათი ხელშეწყობის შესახებ ისტორიას ისმენ, ინტერესდები. მითუმეტეს, თუ ეს, რომელიმე სოფელში ხდება და ამ საჭირო საქმის სათავეში ქალები დგანან.

ეკა გაბუნია, «მაკრონის» დამფუძნებელი: მიზნად დავისახეთ მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული მექანიზმების დანერგვა-განხორციელება და ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ინფორმაცია ყველასთვის ღია და საჯაროა, მოსახლეობაში მაინც ვაწყდებით არაინფორმირებულობის პრობლემას. სოფლის მაცხოვრებლები არ არიან აქტიურად ჩართულნი  სოფლის  საჭირბოროტო საკითხის განხილვაში. უმეტესობას არც კი აინტერესებს –  რა კეთდება, რა რაოდენობის თანხა იხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, როგორ კეთდება … განსაკუთრებით ახალგაზრდები არ ესწრებიან მსგავს შეხვედრებს. ჰგონიათ, რომ ეს მათი საქმე არ არის და ვიღაც სხვამ უნდა მოაგვაროს. ამიტომაც გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა ისეთი პროექტი, რაც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობდა ხელს.

— ამ პროექტის ფარგლებში რა გაკეთდა და რა შედეგები მიიღეთ?

— განათლების და განვითარების ცენტრი «მაკრონის» ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტში შერჩეულ 15 ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: ლიდერობა და გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია, ადვოკატირება და სამოქალაქო ჩართულობა. ,,მზიანი სახლიდან“ მოვიწვიეთ ტრენერები — ნინო ცეცხლაძე და დიანა კურტანიძე.

ტრენინგების ციკლმა საკმაოდ  საინტერესოდ ჩაიარა და ახალგაზრდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოახდენდნენ ადვოკატირებას თავიანთ თემში და სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, წარუდგენენ მუნიციპალიტეტს პრეზენტაციის სახით.

პროექტის მომზადების ეტაპზე ჩავატარეთ მცირედი მოკვლევა თემში და გამოვლინდა, რომ ახალგაზრდებს წარსულში არასოდეს ჰქონიათ მსგავს ტრენინგებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. არადა. ეს აუცილებელია, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ გადამზადებულმა ახალგაზდრებმა მიიღეს საჭირო ცოდნა, ტრენინგების გავლის შემდეგ თავიანთ თემებში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები გამოავლინეს და მათ გადაჭრაზე ზრუნვა მიზნად დაისახეს. ახალგაზრდების ასე ამოქმედება კი არა მარტო მათ  და სოფელს წაადგება, არამედ ქვეყნის სიძლიერესაც შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

ნანახია:(120)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სვანეთში გადაღებულ ნუდისტურ ფოტოს ქართველების აღშფოთება მოჰყვა

„ინსტაგრამზე“ გამოჩნდა ფოტო, სადაც რამდენიმე ტურისტი შიშველი დგას სვანეთში, უშბის ძირში. ფოტო Nastiagooz-ს ეკუთვნის, „ინსტრაგრამზე“ ის განათავსა მომხმარებელმა, სახელით Nastia


„ჩემსავით“ — მამა პეტრე თავისი წილი სიკეთით

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) — საზოგადობისთვის კარგად ცნობილი თავისი პოზიტივით, სარწმუნოების თავისებური ხედვით და უამრავი ლამაზი ლექსით თავის წილ


მაიკო კაჭკაჭიშვილი: ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება…

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ძალიან რთულია ეს ყველაფერი გადმოვცე ისე როგორც მე ვფიქრობ, ეს დღეებია სულ ვწევარ ადგომის სურვილიც არ მაქვს არც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<