საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია ქ. ბაქოში — „მსოფლიო თეატრალური პროცესები XXI საუკუნეში“ | Jolo.ge


საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია ქ. ბაქოში — „მსოფლიო თეატრალური პროცესები XXI საუკუნეში“

საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია ქ. ბაქოში — „მსოფლიო თეატრალური პროცესები XXI საუკუნეში“

ბაქოში (აზერბაიჯანი), მე-5-ე საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, მეცნიერების ეროვნული აკადემიისა და თეატრალური მოღვაწეების კავშირის პატრონაჟით  ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 150-ზე მეტმა ექსპერტმა.

ქ. ბაქოს V საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას ესწრებოდა დიდი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა. გამოჩენილ თეატრმცოდნეებთან, რეჟისორებთან და თეატრების ხელმძღვანელებთან ერთად, აღმასრულებელი მდივანის შაიგ საფაროვის მიწვევით საქართველოდან ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული  პროფესიული დრამატული თეატრის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

ქ. ბაქოს მე-5-ე საერთაშორისო თეატრალური კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა  აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურისმის მინისტრი აბულფაზ კარაევი.

წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა „თეატრის ფილოსოფია XXI საუკუნეში“.

არგენტინის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბაჰრეინის, ბელორუსის, ბულგარეთის, ეგვიპტის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, იაპონიის, იორდანიის, ყაზახეთის, ქუვეითის, ლიეტუვას, მაკედონიის, მოროკოს, ნიდერლანდის, ყატარის, რუმინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სერბეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ესპანეთის, სუდანის, შვედეთის, სირიის, თურქეთის, უკრაინის, არაბეთის გაერტიანებული საემიროების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უზბეკეთის დელეგაციებთან ერთად კონფერენციას ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო თეატრალური ორგანიზაციების ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ, როგორებიცაა ITI (თეატრის საერთაშორისო ინსტიტუიტი), ASSITEJ (ბავშვთა და ახალგაზრდობის თეატრების საერთაშორისო ასოციაცია), IATC (თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაცია), IFTR (თეატრის მკვლევართა საერთაშორისო ფედერაცია), UNIMA  (მარიონეტების საერთაშორისო კავშირი) და სხვანი.

ნანახია:(14)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე“ — გიორგი კეკელიძე

… „და მივხვდი, რომ არსებობს გადაკვეთის წერტილები, რომლებსაც სიტყვები უნებურად ქმნიან, სადაც სიკვდილი და ქორწინება, სიცოცხლე და დაკრძალვა თანაბრდება. ეს


ნიკოლოზ რაჭველის თხოვნა 5000 FB მეგობარს

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს და  FB მეგობრებს დახმარებას სთხოვს. ნიკოლოზ რაჭველი: „ჩემს 5000 FB-მეგობარს შორის ჩვენი


მიშა მესხი:,,მეძინა, ხომ არ ჩავიფსი»

ლოს ანჯელესიდან დაბრუნებული მიშა მესხი, ეკა ხოფერიას თოქ- შოუში,»ოსკარის»ცერემონიალზე საუბრობს. მესხის ჩაძინებამ ცერემონიალზე, საზოგადეობაში დიდი  აჟიოტაჟი გამოიწვია. მსგავსი პრეცენდენტი «ოსკარის»


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*