სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც … | Jolo.ge


სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც …

სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც …

ყველაფერი, რასაც დიდ ენერგიას ვახმართ, დიდ ყურადღებას ვუთმობთ, მრავლდება, იფურჩქნება, დიდდება, იზრდება. მცენარეც კი უკეთ იზრდება, თუ მას ჩვენი ყურადღებით «ვკვებავთ».
სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია.
და ახლა რას «კვებავს» მთელი მსოფლიო?
რას ახმარს მთელ თავის ენერგიას?
🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔

გამოცანა გერგებათ😏😏😏

ამიტომ:
გამორთეთ ეს ოხერი ფბ, მიაყოლეთ საინფორმაციო საიტები, ტელევიზორი, (დღეში ერთხელ საკმარისია სიახლეების მოსმენა. თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, ისედაც გაიგებთ) გამორთეთ რადიო, მეზობლის ქალი, რომელიც პანიკობს, ტელეფონზე დააყენეთ ზუმერი — «თუ რამე ცუდზე აპირებ საუბარს, სჯობს შენ თვითონ «დაახვიო » 😀😀

მარტივი და სასარგებლო ტექნიკა
აიღეთ კალამი და ფურცელი, (არავითარი კომპი და კლავიატურა,) და დაწერეთ ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი რაც ახლა თავში გაქთ. ყველა ფიქრი, ყველა აზრი, სიტყა წინადადება გულწრფელად, ყოველგვარი დალაგების, შელამაზების, კორექტირების და რედაქტირების გარეშე. თუნდაც უცენზურო სიტყვები მოგივიდეთ თავში, დაწერეთ.
ტვინს აქვს ძალიან კარგი თვისება — ფურცელს რომ მიანდობს ყველაფერს, თვითონ აღარ აკავებს აქტიურ მეხსიერებაში.
ნახეთ, როგორ დაგიმსუბუქდებათ თავი. შეიძლება კარგი იდეებიც მოგივიდეთ.

ანუ
1. ჩავეხსენით ნეგატიურ ინფორმაციას.

2. გავათავისუფლეთ ტვინი მეტნაკლებად.

3. პანიკას იწვევს გაურკვევლობა. ტვინს ჭირდება წესრიგი.

დაიწყეთ დილა წესრიგით. ელემენტარული საწოლის გასწორება და ოთახის დალაგებაც კი ამშვიდებს გონებას. დაგეგმეთ რამე. მოაწესრიგეთ ყოველდღიურობა და ცხოვრების რომელიმე სფერო მაინც, რათა იგრძნოთ, რომ თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას და ტვინიც დამშვიდდეს.

გაეცით ბრძანება: აბა, გვეყო ნეგატივის და წუწუნის ტკბილ ჭაობში ყოფნა!!!
ადგა, წავიდა, რამე გააკეთა😊😊

დაგეგმეთ აუცილებლად!!! თუნდაც, სხეულის მიხედვა, თუნდაც ვარჯიში, თუნდაც წყლის პროცედურები, თუნდაც კითხვა, ხატვა, ქსოვა, კერვა, გემრიელობების კეთება, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება სახლში.
უცხო ენის შესწავლა. დღეში 20 სიტყვა რომ ისწავლოთ, წარმოიდგინეთ, ვირუსი რომ გაივლის რამდენი სიტყვა გეცოდინებათ.😊
შეიძლება ისედაც აკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე დაგეგმვაზე გელაპარაკებით.
შეგრძნებაზე, რომ ცხოვრების ამ ნაწილს თქვენ გეგმავთ.
ასე საკუთარ თავსაც და სამყაროსაც უცხადებთ, რომ — თქვენი, ჩემი და კიდევ ყველა იმ ადამიანის ენერგია, ვინც ამას გააკეთებს, გამოაკლდება ენერგიამჭამელ ვირუსს.

მორალი: პანიკა და შიში დამღუპველია. შიში აქვეითებს იმუნიტეტეს, კლავს პირდაპირი გაგებით. გინდათ იცოცხლოთ? გამოდით გაქვავებიდან და რამე სასიამოვნო და სასარგებლო აკეთეთ.

თუ გაგვიზიარებთ, თქვენ რას აკეთებთ ახლა ამისათვის, ან რას დაგეგმავთ და გააკეთებთ ამ პოსტის მერე, მადლობელი ვიქნებით. ასე უფრო მხარს დავუჭერთ და გავაძლიერებთ ერთმანეთს და სამყაროს პოზიტიურ ნაწილს, რომელიც მინიმალურ უმცირესობაშია ახლა 😍🌞🌸🌹💐🙏

თამარ საგინაშვილი, ქოუჩი

ნანახია:(1065)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

პაატა ქურდაძის პერსონალური „საბაია“ გურული კოსმიური როკნროლით(ვიდეო)

„ბანკირებს და მწერლებს რატომღაც არ ვუყვარვარ… არა და საწყენია“, — წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  მწერალი და პუბლისცისტი პაატა ქურდაძე და


მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)

მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)   ნანახია:(128)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


«ძალიან მზარავს, როცა ქართველი გოგონები სეირნობენ ხელჩაკიდებულები ერაყელ, თურქ და ფერადკანიანებთან»…

ფილოლოგი და პოეტი თამუნა ხელაძე სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: «ძალიან მზარავს, როცა ქართველი გოგონები სეირნობენ ხელჩაკიდებულები ერაყელ, თურქ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<