სად ინახება თქვენი ოცნებების გასაღები | Jolo.ge


სად ინახება თქვენი ოცნებების გასაღები

სად ინახება თქვენი ოცნებების გასაღები

***

თავისუფლება — გასაოცარი და განუზომელი მცნებაა…
ისევე როგორც «მინდა და ვაკეთებ»…

და, ყოველთვის, როცა გვინდა და ვაკეთებთ, ხანდახან რასაც ვაკეთებთ სულ არ გვინდა…ანუ…

ვინმეს იცნობთ, რომ ქირურგიული ოპერაციის გაკეთება უნდოდეს საკუთარი ნება სურვილით?
როგორც წესი შედეგი უნდათ ხოლმე — ანუ ჯანმრთელობა და არა თავად ოპერაცია:)

მაგრამ ხშირად ადამიანების გონება ჩიხში შედის და პროცესის ნდომა არ ნდომას, თავად მიზანში ირევა….

ამიტომ ….დაფიქრდით:)
მარჯვენა ხელის თითებზე მიზნები გადათალეთ და ხელი მაგრად ჩასჭიდეთ…
მარცხენა ხელის თითებზე ის, ქმედებები, რომლებიც არ გინდათ, მაგრამ შედეგი გინდათ…
უსურვეთ საკუთარ თავს წარმატებები, ძალა მოიკრიბეთ და გადადგით ნაბიჯი…

„გადადგი ნაბიჯი და გზა გამჩნდებაოოო» — ეს ფრთიანი ფრაზაა მათთვის ვისაც ნაბიჯი არ გადაუდგამს…იმისათვის რომ გზა გამოჩნდეს ან ურემი უნდა გადაბრუნდეს ან ნაბიჯი გადადგა:)
არჩევანი შენზეა:)

***

იღებთ ნაგვის დიდ პარკს ( სასურველია გამძლეს)),
ძალით და ყოველგვარი შეცოდების გარეშე ტენით მასში
«ეჭვი მეპარებას»,
«ახლა არ მცალია, მერეს»,
«რა ღა დროს ჩემი ეგ არის»,
«მე ამის საშუალება არ მაქვს»
«მე მაგას ვინ მომცემს»
«საწყალი კაცი — პატიოსანი კაცია»
«ბედი უნდა ყველაფერს — ბედის»
«ორშაბათიდან დავიწყებს»

…ტენით რაც ძალი და ღონე გაქვთ….
უკრავთ თავს და ნაგავს ატანთ…

გაფრთხილება 1.
ძალიან სწრაფები და მოძრავები არიან და სანამ პარკს თავს მოუკრავთ დარწმუნდით, რომ ყველა ფრაზა ადგილზეა, ანუ სანაგვე პარკში…

გაფრთხილება 2.
მათ ძალიან კარგი ორიენტაცია აქვთ და შესაძლოა სანაგვიდან უკან დაბრუნდნენ 🙂

გაფრთხილება 3.
ცხოვრება არც ისე გრძელია, რომ თავი ეჭვებით გამოიტენოთ, შეგრძნებები შიშებით და მარტოობასთან გეძინოთ 🙂

***

ეჰ, საკუთარ თავზე მუშაობა და პიროვნული ზრდა, პრაქტიკაა ჩემო ძვირფასებო და არა თეორია….

და ეს «პრაქტიკა» ხშირად სწორედ იმაზე გადის, რომ რაც არ გინდათ, სწორედ იმის კეთება უნდა ისწავლოთ….

შეგახსენებთ, რომ თქვენი ოცნებების გასაღები სწორედ იმ გამოქვაბულში ინახება, სადაც თვქვენი შიშები და კომპლექსები ცხოვრობენ…

ოღონდ ეს, ისევ პრაქტიკაა და არა თეორია….უნდა შეხვიდეთ ამ გამოქვაბულში, დაცინოთ შიშებს, სურვილის ძალით გაანათოთ წყვდიადი და რწმენის კელაპტარი დაანთოთ….და ეს რჩევაც, როგორ «პროზაულადაც» არ უნდა ჟღერდეს, ისევ პრაქტიკაა 🙂

ბედნიერებაც, ჯანმრთელობაც და წარმატებაც, უნდა შექმნა !
დიახ…
დაიკაპიწო მკლავები და შექმნა!

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(127)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სიცილის ჯადოსნური ძალა — ტრენინგი მაგნო შავდიასთან ერთად

09 – 10 მაისი,  12:00 დან 18:00საათამდე. რუსთავი კოსტავას 22.  გაიცემა „სიცილის თერაპიის ლიდერის“ საერთაშორისო სერთიფიკატი.     უკანასკნელი სამეცნიერო კვლევებით


„თუ მოგეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა“ — ხათუნა მუზაშვილი

ცხოვრება გრძელდება … ის გრძელდება მაშინაც, როცა თქვენ მის მაჯაზე ხელი არ გიდევთ… გრძელდება დიდი ტრაგედიის შემდეგაც — როცა თქვენ გიწევთ


“თუ გიყვარს უნდა გაუშვა, თუ შენია დაბრუნდება”- მარკესის 57 ოქროს წესი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ცხოვრებისეული წესები 1, ენდე მას, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია 2. არასოდეს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ 3. ოცნებას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*