სად არის გამოსავალი? — შინაგანი ძალის საიდუმლო | Jolo.ge


სად არის გამოსავალი? — შინაგანი ძალის საიდუმლო

სად არის გამოსავალი? —  შინაგანი ძალის საიდუმლო

სიყვარული და სულერი სიმშვიდე განუყოფელია. სიყვარული არ ნიშნავს მარტოგიყვარდეს ვიღაც. სიყვარული სამყაროსთან, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა, — ამბობს ქოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში, თამარ კვარაცხელია.

თუ ჩვენ ვეძებთ სიყვარულს, ვპოულობთ სიმშვიდეს. თუ ვისწრაფით სულიერი სიმშვიდისკენ – შევიგრძნობთ სიყვარულს.

სიმშვიდეეს წონასწორობაასიმშვიდეარის ძალის მართვა და არა წინააღმდეგობის გაწევა.

სიმშვიდეარის ხედავდე სრულ სურათს და არა წვრილმანებზე ამახვილებდე ყურადღებას.

იყო მშვიდი, დღევანდელ აფორიქებულ სამყაროში, ადვილი არ არის. გარემოცვა, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები გვიშენენ ( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)  ნეგატიურ ინფორმაციებს. რომლებიც ილექება ჩვენს ტვინში, განცდებით გადეცემა ქვეცნობიერს, ის კი ამ ყველაფერს ცნობიერში აბრუნებს და დავდივართ “ცხვირჩამოშვებულნი”, ცხოვრების ხალისდაკარგულები, უიმედოები.

სად არის გამოსავალი?  სულიერი სიმშვიდე, შეგვიძლია მოიპოვოთ შინაგანად. ის გარედან არ შემოვა. სამყარო დიდია თავისი პრობლემებით. ჩვენ კი ვართ პაწაწინა ნაწილაკი, რომელსაც არაფრის შეცვლის ძალა არ შესწევს გარდა საკუთარი თავისა.

სიმშვიდის მოპოვება შეიძლება – თუ ვისაუბრებთ საკუთარ თავთან, გამოვიტანთ დასკვნებს. დავსვამთ კითხვებს და ვიპოვით მათზე პასუხებს (რაც ჩვენ ძალიან, ძალიან გვეზარება). მოველაპარაკოთ  საკუთარ თავს:   „თუ მე სამსახურიდან დამითხოვენ, ვიშოვი უკეთესს“ ან “თუ მე ხვალ ქუჩაში, აგური დამეცემა და მოვკვდები, მერე რა? დედამიწა ადგილია, სადაც ადამიამები იბადებიან და კვდებიან“. 🙂

გაგეცინათ? 🙂

რას ვიზამთ ეს რეალობაა. არ არის აუცილებელი ვიცხოვროთ კურდღელივით, მუდმივ შიშსა და აპოკალიპსის მოლოდინში.

სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად საჭიროა, ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა. მსოფლმხედველობის შეცვლა ლოცვით ან მედიტაციით არის შესაძლებელი. კარგია ყოველ დღე 20 წუთის განმავლობაში( სასურველია დილა, საღმოს) დავრჩეთ საკუთარ თავთან მარტო, გვქონდეს ჩვენი კუთხე, სადაც არ იქნება არც ტელევიზორი, არც ტელეფონი, არც კომპიუტერი. ეს შეიძლება იყოს  საძინებელი ან აივნის ნაწილი ან თუნდაც სკამი სკვერში, ბუნებაში.

არ ვიცი, გიგრძვნიათ თუ არა განსხვავება ბუნებაში სეირნობასა და სავაჭრო ცენტრში ყოფნას შორის. როცა ვსეირნობთ ტყეში, ვგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და დროც სწრაფად გარბის. სავაჭრო ცენტრში, რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, იმდენად ვიღლებით – თითქოს ლიმონივით გამოგვწურეს.

ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, გამოსცემს ვიბრაციას. იქნება ეს – ბალახი, “ბეტონი”, პლასმასი…  ეს ყოველივე, გადმოდის ჩვენში. თუ ხეებს და ბალახს აქვს სამკურნალო გამაჯანსაღებელი ენერგია. “ბეტონის”  ვიბრაცია – ეს სხვა ტიპისაა, ის გვაცლის ენერგიას. სალოცავებში ვიბრაცია მიმართულია გუმბათისკენ, მაღლა. კლუბებსა და ბარებში კი ვტოვებთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის დიდ ნაწილს.

არ არის საჭირო ვიყოთ გენიოსი რომ მივხვდეთ:  ჯანმრთელობა და სამყაროს შეგრძნება დამოკიდებულია იმ უხილავ ენერგიასთან, რომელიც გვახვევია გარშემო. როცა სავსე ვართ ენერგიით, გვიადვილდება უარყოფით გარემოსთან და ავადმყოფობასთან გამკლავება. როცა  დაცლილი ვართ ენერგიისგან, ვიზიდავთ დეპრესიასა და ავადმყოფობას.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და  სასიცოცხლო ენერგიის ამ გზით შევსება, ეს საუკუნეებით გამოცდილი მეთოდია. რაც მთავარია, ჩვენში მომხდარი ცვლილებები, შეცვლილი მსოფლმხედველობა გვაპოვნინებს სიმშვიდეს და სიყვარულს, რომელიც შემდეგ მთლიანად სამყაროს მშვენიერების აღქმაში გამოვლინდება. ადამიანის ზრდა  შეუწყვეტელი პროცესია, რომელიც მან უნდა აწარმოოს, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.

მოვიყვან ერთ იგავს:

ახალგაზრდა ჩავიდა იაპონიაში, რათა შეხვედროდა  იაპონური ბრძოლის ოსტატს. შეხვედრისას ახალგაზრდამ ჰკითხა: მე მინდა გავხდე საუკეთესო, რამდენი წელი დამჭირდება ამისთვის?

ოსტატმა უპასუხა:  ათი წელიწადი.

ახალგაზრდა:   ოსტატო, ამდენი დრო არ მაქვს. ძალიან ნიჭიერი ვარ და მაქვს  მონაცემები. თუ დღე და ღამ ვივარჯიშებ,  რამდენ ხანში ვისწავლი?

ოსტატი:  ოცი წელი!

სიყვარულით და პატივისცემით  

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში

თამარ კვარცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

 

 

 

                                                                 

 

ნანახია:(1603)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იყავი ბედნიერი აქ და ახლა …

* არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სადღაც უფრო კარგია, ვიდრე აქ; * არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოდესღაც უფრო კარგი


ყოველდღიური ბედნიერება თქვენს ხელთაა…  

  თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი ყოველდღე, უბრალოდ ამ ბედნიერებას შემჩნევა სჭირდება. მთავარი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ არის ის, რომ


„ეს ერთი მიზეზიც საკმარისია იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ სიცილს“

ჩვენი ავადმყოფობების აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად გამოწვეულია არასწორი სუნთვქვით. ჩვენ ჩავისუნთქვათ სიცოცხლისთვის აუცილებელ ჟანგბადს, ხოლო ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს რომელიც ერთგავრი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*