„საბას” 2017 წლის ფინალისტები ცნობილია | Jolo.ge


„საბას” 2017 წლის ფინალისტები ცნობილია

„საბას” 2017 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის «საბა» ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა.  300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, “საბას” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე. 

წლის საუკეთესო რომანი

აბო იაშაღაშვილი, “ძველი ტფილისის დამნაშავენი” (გამომცემლობა „ქოლგა“)
ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ტორესა მოსი, „იყო“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ცირა ყურაშვილი, „ჟამსა თამაშობისასა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ეკატერინე ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლია ლიქოკელი,  „გოგოობის კანონი“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
ლია სტურუა, „მგლის საათი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ“ (გამომცემლობა „საუნჯე“)
ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

თამარ ბართაია, „პიესები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
დათო ტურაშვილი, „სელიმის პროცესი“ (საბა.ცომ.გე)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ბექა ახალაია,  „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ (გამომცემლობა „ ინტელექტი“)
გიორგი შონია, „ფაბრიკაცია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
გურანდა ფაჩულია,  ჟოზე ლუიშ პეიშოტუს «გალვეიაშის» თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ზურაბ აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
სოფიო ჯაფარიძე, „სულის პური“ (ჩვენი მწერლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ანდრო ბუაჩიძე, „ინტერიერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
მაია ჯალიაშვილი, „ზნეობის გარდამოხსნა“ (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა“ (გამომცემლობა „კალმოსანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
გიორგი კეკელიძე, „გურული დღიურები-2“ (გამომცემლობა „სიესტა“)
დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ეთერ თათარაიძე, „დევიღუპეთ!“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:

ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში“ (საბა.ცომ.გე)
თამაზ კვაჭანტირაძე. „მოგზაურობა შოთას სამყაროში“ (საბა.ცომ.გე)
მარიამ წიკლაური, „დაჯერებისთვის“(საბა.ცომ.გე)
ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე!“ (საბა.ცომ.გე)

წლის საუკეთესო თარგმანი

დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის  «წვრილმანების ღმერთი» (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის «მიდი, დააყენე დარაჯი» (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი“)
სალომე ბენიძე, სალმან რუშდის «ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე» (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.

პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციის „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ. მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, 2 თვის განმავლობაში, „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.

მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს „საბა“ კვლავ გაიცემა საუკეთესო პიესისათვის. როგორც ცნობილია, 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესის ნომინაციაში პრემია არ გასცა, რაც პიესების ხარისხით ახსნა. საბედნიეროდ, წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტები დასახელდა, საიდანაც საუკეთესო პიესა გამოვლინდება და „საბას“ პრემიით დაჯილდოვდება.

ნანახია:(15)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

წარმატების რამდენიმე ფორმულა წარმატებული ბიზნესლედისგან

როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი და რა არის საჭირო იმისთვის რომ ოცნება რეალობად აქციო. ამის შესახებ უამრავ რჩევას ამოიკითხავთ ინტერნეტში, მაგრამ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„მისი დიდი წვლილია იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ“…

თქვენ მოისმენთ დღეს საკმაოდ ცნობილი ბრენდის, — „ჭი—ტას“ დამფუძნებლის  ხათუნა ჩხიკვაძის ისტორიას და შეიტყობთ თუ, როგორ გადაიქცა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ბავშვობის ახდენილი ოცნება და წარმატების პრინციპები „ჭიტას“ ახალგაზრდა მენტორისგან

8 წელზე მეტია რაც ამ კომპანიაშია, „ჭიტა“ სახლივით არის ჩემთვისო, ამბობს. 17 წლისამ კონსულტანტად დაიწყო მუშაობა და 10 თვის შემდეგ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*