საახალწლო სიურპრიზი | Jolo.ge


საახალწლო სიურპრიზი

საახალწლო სიურპრიზი

ვინც ქართულ ენას ბარბარიზმით დაამახინჯებდა, 20 თეთრი სამლიტრიან ქილაში უნდა ჩაეგდო, რომლის პლასტმასის სახურავსაც მონეტის ჩასაგდები ჭრილი ჰქონდა.

ასე მოილაპარაკეს თემქის მესამე მიკრორაიონში მცხოვრებმა მეზობლებმა.
პირობის მიხედვით, შეგროვილი ფულით ახალ წელს იქეიფებდნენ.
თავიდან ხურდა ფული სწრაფად იყრებოდა. მერე შენელდა, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში ქილა ისე დამძიმდა, რომ ხელში დაჭერდა ჭირდა.
დაითვალეს მეზობლებმა და 614 ლარი შეგროვილიყო.
რესტორანზე მსჯელობა დაიწყეს. ის იყო, შეთანხმდნენ, რომ უცებ ლექსომ თქვა, ეს ქეიფი არც რამეს შეგვმატებს და არც დაგვაკლებს, მოდით, ვინმეს საახალწლო საჩუქრები ვუყიდოთო.
ამ წინადადებით ყველა აღფრთოვანდა და მიდი, ეგრე ვქნათო.
ფული კიდევ დაამატეს, იყიდეს საახალწლო საჩუქრები და საგურამოს ბავშვთა სახლის ბავშვებს მიუტანეს. თან, თოვლის პაპაც მიუყვანეს.
ცალკე ბავშვებმა გაიხარეს, ცალკე თემქაზე მცხოვრებლებმა.
გამოვიდნენ გარეთ და ფულის შესაგროვებლად ახალი პირობა დადეს.
შეგროვილი თანხით კი ახლა სხვა ბავშვებს ისევ საახალწლო საჩუქრებით გაახალისებდნენ.

#თბილისი აქ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით ახალისებენ

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი

ნანახია:(34)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჯიმ რონი: როგორ იწყება ცვლილების პროცესი

როგორც წესი, ცვლილება ორ შემთხვევაში იწყება. პირველი მიზეზი, შესაძლოა, სასოწარკვეთა გახდეს. ზოგჯერ, გარემო ფაქტორები შეიძლება იმდენად უკონტროლო გახდეს, რომ პასუხების


„ორი დიდი ქართველიდან ერთ-ერთი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა“ — ისტორიული ფაქტი

ამ ისტორიულ ფაქტზე ბერი ილია ვაშაკიძე ჰყვება და ქართველებს ერთმანეთის გატანასა და სიყვარულზე მოუწოდებს.  „არსებობს ისტორიული ფაქტი, როდესაც ილია ჭავჭავაძესა


ადამიანთა ტიპები, რომლებსაც კოღოები განსაკუთრებით ემტერებიან

  ეს პატარა მწერი ზაფხულის მთავარი პრობლემაა, ასე ძალიან გვიხარია დათბობა, თუმცა სისხლისმწოველი კოღოების გამოჩენა ნამდვილად არავის ახარებს. არსებობს ადამიანთა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*