გამოფენა შვეიცარიაში — ვინ მოხიბლა ქართველმა ხელოვანმა საათების ქვეყანაში | Jolo.ge


გამოფენა შვეიცარიაში — ვინ მოხიბლა ქართველმა ხელოვანმა საათების ქვეყანაში

გამოფენა შვეიცარიაში — ვინ მოხიბლა ქართველმა ხელოვანმა საათების ქვეყანაში

„გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ, აქ თითოეული საათი ხელოვნების ნიმუშია, ყოველი მათგანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა“ — ასე აფასებს ნიჭიერი შემოქმედის ქმნილებებს უცხოელი დამთვალიერებელი. რომელმაც განსხვავებული და ორიგინალური საათი ერთ-ერთ კაფე-რესტორანში აღმოაჩინა და მალევე მის შემქმნელსაც მიაგნო. ამ უცხოელი სტუმრის დახმარებით ლელა კაციაშვილის უჩვეულო სამყაროში ჩვენც აღმოვჩნდით და გავიცანით ადამიანი, რომელიც მსოფლიოში განსხვავებულ და ორიგინალურ საათებს ქმნის, საათებს ციფრების გარეშე.

 

%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90

საათი, რომელიც თქვენი ისტორიით შეიქმნება

სახელოსნოს, სადაც ლელა კაციაშვილის მიერ შექმნილი საათები იდებენ ბინას „თავისუფალი დრო“ ჰქვია. აქ ჩვეულებრივი საათი არაჩვეულებრივად გადაიქცევა და დამთვალიერებელს თავისი ორიგინალობით ხიბლავს.

ლელა კაციაშვილი: „თავისუფალი დრო, ანუ თავი, უფალი და დრო, ეს სამი განზომილება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი… მთავარია არ დაკარგო თავი, უფალი და დრო და საქმე საათივით აეწყობა… საათში ძალიან დიდი თავისუფლებაა, იმ მონაკვეთში რომელიც მოგვეცა. დრო გველოდება და გვემორჩილება თუ ჩავერევით და სათანადოდ გამოვიყვენებთ.“

სახელოსნოში განთავსებული საათები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს. მსურველთა მიერ მოთხრობილი ამბები შემოქმედის ხედვაში ტარდებიან და საოცარ განწყობასა თუ ფერებს იძენენ.

თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ორიგინალური საათის მფლობელი, საათის, რომელიც მხოლოდ  თქვენი ისტორიით შეიქმნება. როგორც გავიგეთ ფასებიც ხელმისაწვდომია.

მასალა სხვადასხვაგვარია:  რკინა, მინანქარი, ხე, მინა, სარკე, ფაიფური…ძველი  ნივთი, ნამტვრევი … ფერთა შერწყმა, თემა, განწყობა შემოქმედის ხედვა და ჯადოსნური საათიც მზადაა.

სწორედ ამით მოიხიბლა წლების წინ საქართველოში მყოფი ერთ-ერთი შვეიცარიელი და შემდეგ ხელოვანს გამოფენაც მოუწყო საათების ქვეყანაში. სადაც ლელას მიერ შექმნილი საათები სამმა დიზაინერმა და ერთმა კოლექციონერმა შეიძინა, ამ დიზაინერებს შორის ერთ-ერთი შვეიცარიის საათების ქარხნის დიზაინერი გახლდათ. ხოლო ყველაზე დიდი მოწონება წილად ხვდა ღუმელის მილის თავისგან გაკეთებულ საათს.

სახელოსნოში მისული კი ვერცერთს გამოარჩევ. ყოველი მათგანი განწყობას გიქმნის და გაოცებულს გტოვებს, — მიზეზი უამრავია. თუნდაც იმ  განცდის შეგრძნება თუ როგორ შეიძლება ყოვლად ჩვეულებრივი ნივთი აქციო არაჩვეულებრივად.

გაიფერადეთ ცხოვრება, დაუკავშირდით ლელას და თქვენც გახდით ორიგინალური საათის მფლობელი

599704741 ლელა კაციაშვილი

https://www.facebook.com/lelastime/

 

%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98

%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%901

lll

l1

https://www.facebook.com/lelastime/

 

ნანახია:(390)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 საუკეთესო მხატვრული ფილმი, რომელიც ცნობიერებას აფართოებს — Magma

1. დასაწყისი http://srulad.com/movie/160-inception-dasawyisi.html 2. ინტერსტელარი http://net.adjara.com/Movie/main?id=8384 3. მატრიცა (ტრილოგია) http://net.adjara.com/Movie/main?id=2645 4. ტრუმენის შოუ http://www.imovies.cc/movies/2844/The-Truman-Show 5. საით მივყავართ ოცნებებს http://net.adjara.com/Movie/main?id=1082 6.


ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!

როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს.


აირჩიეთ ფინჯანი ყავა — ტესტი

ყავაზე მეტწილად მკითხაობენ, ჩვენ კი ტესტს გთავაზობთ. გააკეთეთ არჩევანი და შეიტყვეთ სიმართლე საკუთარ თავზე… ფინჯანი №1 თქვენ სხვა ადამიანებთან კავშირს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*