რწმენის ძალა | Jolo.ge


რწმენის ძალა

რწმენის ძალა

მინდა რწმენის ძალაზე გაგიზიაროთ ორი ნამდვილი ამბავი. ერთ-ერთი თავად მე გადამხდა, დაახლოებით რამდენიმე ათეული წლის წინ, მაშინ როცა საბავშვო ბაღში დავდიოდი…

ჩემს ჯგუფში ერთი ჩემსავით პატარა ბიჭი დადიოდა, რომელიც სიმაღლით ყველაზე მაღალი იყო, ერთხელ ვკითხე, — როგორ გაიზარდე ასე მაღალი? არ დანანებია საიდუმლოს გამხელა 🙂  ჩემს მეზობლად მისი ნათესავები ცხოვრობდენენ. მათ სახლის სახურავზე ჯოხზე რკინის მავთულებით მიმაგრებული მზის ფორმის კონსტრუქცია იდგა, ამ «რაღაცას» ვთხოვე და ასე გავიზარდეო…

მეც გულმოდგინედ ვთხოვდი ამ «რაღაც» მაღალ ჯოხზე დამაგრებულს, თქვენ წამოიდგინეთ და სიმაღლეში მოვიმატე, ისე რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე მაღალი გოგონა ვიყავი.

ერთ მშვენიერ დილას აღმოვაჩინე რომ ჩემს მეზობლებს ეს «რაღაც» ჯოხზე დამგრებული მოუხსნიათ სახურავიდან  და აივანზე დაუმაგრებიათ, მაშინ დავინტერესდი «რაღაცა» რეალურად რა იყო ტელევიზორის ანტენა აღმოჩნდა…

მეორე ისტორია ალა პუგაჩოვას საუბილეო კონცერტზე მოვისმინე, პრიმადონას ტრადიცია წამყვანმა მაქსიმ გალკინმა გაამხილა, თურმე, წლების განმავლობაში, იურმალაში, ფესტივალზე ჩასული ალა, ყოველ დილით ტერასაზე გადიოდა, სადღაც შორს ეკლესია მოჩანდა და ალაც უთქვამდა სურვილებს და ლოცულობდა, ეს ტრადიცია თურმე წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მისი სურვილებიც ყოველთვის სრულდებოდა.

გასულ წელს კი მეუღლე შეშფოთებულმა გააღვიძა. აი რას ჰყვება  მაქსიმი: „დილით მაღვიძებს ალა და მეუბნება ამ ტრადიციაზე, წელს პირველად სათვალეებით გავედი ტერასაზე ტრადიციულად მოვემზადე სურვილებისა ჩასაფიქრებლად და აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში თურმე სასტუმრო «მაიორის» ფლუგერზე ვლოცულობდიო…:) «

გესმით რა ძალა აქვს რწმენით ლოცვას? ….. არ აქვს მნიშვნელობა სად ლოცულობ, რაზე  ლოცულობ, რა სიტყვებს იყენებ ლოცვის დროს… მთავარია რწმენით დგომა, რწმენით არსებობა და რწმენით ლოცვა …..

 

დონარი სამადაშვილი

წყარო: http://donarisamadashvili.blogspot.com/

ნანახია:(660)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

1. გააღვივე შენში განწყობა, რომელიც სავსე იქნება იმ საქმისადმი სიყვარულით, რითაც დაკავებული ხარ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2.


ნებისმიერს შეუძლია სასურველის მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ …

ამ ინტერვიუში ბევრ საინტერესო კითხვაზე იპოვით პასუხს. ასევე გაეცნობით წარმატების მისაღწევად საჭირო და აუცილებელ, სამ მთავარ პირობას … ჩვენი სტუმარი


„ის აუცილებლად მოგცემთ ყველაზე ტკბილ და გემრიელ ნაყოფს — ეს სამყაროს კანონია! “

სამყარო გიგზავნით იმ იმპულსებს, რასაც თქვენ უგზავნით მას. სამყარო დიდი სარკეა, რომელიც ირეკლავს თქვენს „გზავნილებს“ (აზრებს, ემოციებს, სიტყვებს, მოქმედებებს). ასე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<