რწმენის ძალა და ლოცვა, რომელიც სასწაულებს ახდენს | Jolo.ge


რწმენის ძალა და ლოცვა, რომელიც სასწაულებს ახდენს

რწმენის ძალა და ლოცვა, რომელიც სასწაულებს ახდენს

თუ აზრებში წესრიგი და ჰარმონიაა, სულიერი ძალა რეალობად აქცევს სურვილებს, რომელსაც სიმდიდრე, წარმატება და სიმშვიდე მოაქვს. ისწავლეთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უარყოთ ნებისმიერი უარყოფითი აზრი, აღიარეთ სულიერი ძალის არსებობა და ითხოვეთ დახმარება თქვენი სურვილების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად.

სურვილის ასრულებას შეიძლება ერთი წუთი, საათი, კვირა ან თვე დასჭირდეს, ყველაფერი დამოკიდებულია რწმენის სიძლიერესა და გონების მდგომარეობაზე.

იყავით მზად რომ თავს დაგესხმებიან დამანგრეველი აზრები და განწყობა, ნუ ეცდები მათ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ მიუბრუნდი ლოცვას და თითოეული სიტყვა სიყვარულითა და რწმენით აავსე. გაიმეორე მტკიცედ და გამუდმებით, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში.

„სადაც არ უნდა ვიყო, თითოეულ წუთს ვგრძნობ უფლის თანადგომას და ვიცი, რომ იგი უზრუნველყოფს ყველა ჩემს საჭიროებებსა და სურვილებს, როგორც მატერიალურსა და ფინანსურს, ასევე სულიერს. მიგზავნის შემოსავლებს და ღვთიურ ლოცვა კურთხევას.“

ლოცვის დროს ლოცვითვე განიწმინდეთ ეჭვებისგან, შიშისგან და ურწმუნოებისგან, გაერიდეთ გარე სამყაროს და გათიშეთ ცნობიერება. სიჩუმეში და სიმშვიდეში წარმოიდგინეთ, რა საოცარია მიიღოთ პასუხი ლოცვაზე.

მალე იგრძნობთ შინაგან რწმენას, ანუ ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოიდგინეთ. დაგეუფლებათ გრძნობა,  რომ უკვე გაქავთ ის რისი მიღწევაც გინდათ და დადგება დრო, როდესაც გახდებით ერთი მთლიანი მიზნისა, რომლის მიღწევაც ასე ძალიან გსურთ.

ჟოზეფ მერფი

„ჟოლო“ წარმატებას გისურვებთ <3  

არ დაგავიწყდეთ რომ „რწმენა სასწაულებს ახდენს“

 

ნანახია:(6745)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ არ გიმართლებს? — წაიკითხეთ, დასვით სწორი კითხვები და …

საკუთარ თავში უნდა ეძებო მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს. მიზეზი რომ იპოვო, სწორი კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს. ყველაზე რთულია


„ აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ“ …

ზოგიერთი ადამიანი იმასაც ვერ ხვდება, რატომ და რისთვის იტანჯება. თეორიულად კეთილი ადამინებით გაივსო ქვეყანა. გაშმაგებული იდეების ქურდობით გააქვთ თავი და


„ნუ დაელოდებით მეორე შანსს, დააფასეთ დრო“…

„2007 წელს, როდესაც კომიდან გამოვედი, სწორედ მაშინ მივხვდი რამდენად ძვირფასია ცხოვრება, ადამიანები, გრძნობები და საერთოდ სამყარო… უფრო მეტად დავაფასე ყველა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*