რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მკურნალი | Jolo.ge


რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მკურნალი

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მკურნალი

ვინ არის რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქართველი მკურნალი, რომლის სასწაულებრივ ტექნიკაზეც საქართველოში უკვე საუბრობენ?

რა მეთოდებით ახდენს აუტანელი ტკივილის მოხსნას და 25 წლიანი განშორების შემდეგ რატომ გადაწყვიტა  საქართველოში დაბრუნება?

ამ კითხვებით ვესტუმრეთ გურამ პირველს და იმ ტექნიკის სასწაულებრივი ძალა, რომელსაც იგი ფლობს, საკუთარ თავზეც გამოვცადეთ.

30 წლის ახალგაზრდა, რომელიც ქართულად ვერ საუბრობს, აცხადებს რომ საქართველოში იმ მიწის ძახილმა დააბრუნა, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევდა.

გურამ პირველისაქართველო ძალიან პატარამ დავტოვე, 4-5 წლის თუ ვიქნებოდი. ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა რაღაცებს ბუნდოვნად ვიხსენებ,. რაღაცები კი ყოველგვარი გახსენების გარეშე ჩემშია.. ეს ალბათ ის ქართული სითბო და სიყვარულია, რომელიც ჩემში ცხოვრობს და არც არასოდეს დამვიწყებია.. ალბათ ეს ის ქართული ტემპერამენტიცაა, რომლითაც ყველასგან ასე ძალიან გამოვირჩეოდი.

ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებოდი და აი დავბრუნდი კიდეც.

— რამდენი ხნით რჩებით?

— ზუსტად ვერ გეტყვით, მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიყო.

— ტექნიკით, რომელსაც ფლობთ, ნამდვილად ხდება დაბერების პროცესის შეჩერება?

— არამარტო დაბერების პროცესების შეჩერება, ამ ტექნიკით ხდება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა, დაძაბულობისა და ტკივილების მოხსნა, იმუნიტეტის გაძლიერება, ასევე სხეულის სხვადასხვა უბანში შექმნილი სტრესული ბლოკების ჩახსნა, რაც ხელს უწყობს ახალი ენერგიების შემოდინებას. ამ ტექნიკით ადამიანები ინკურნებიან..

— სად და როგორ დაეუფლეთ ამ ტექნიკას?

— საერთოდ 10 წლიდან ვმკურნალობ ხალხს, ახლა 30 წლის ვარ. 10 -ის როცა ვიყავი, ინდოეთიდან რუსეთში დაბრუნებულმა მკურნალებმა ნახეს ჩემი ბიოენერგეტიკის ძალა და მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძლიერი ენერგეტიკა გამანადგურებდა. სწორედ მაშინ განვკურნე დედა სასიკვდილო დაავადებისაგან..

6 წლის წინ თავადვე გავემგზავრე ინდოეთში და ძალიან ბევრ საჭირო ტექნიკას დავეუფლე , სწორედ იქ გავაცნობიერე, თუ რაშია ჩემი დანიშნულება, ვსწავლობდი შამანებთან, ექიმებთან, ექიმბაშებთან, დავეუფლე იოგასა და მასაჟს.

მინდოდა რეალურად დავხმარებოდი ხალხს.

რასაც ვაკეთებდი, ძალიან სასიამოვნო იყო და ხალხიც კმაყოფილი რჩებოდა. მე მათ ახალ ემოციურ მდგომარეობას ვაძლევდი და ისინი იღებდნენ სიმშვიდესა და შვებას.

მერე კი ერთ-ერთ მონასტერში მასწავლებელმა  გამიზიარა და  მასწავლა ტექნიკა, რომლითაც მან ავტოკატასტროფის შემდეგ სახლის პირობებში  დამოუკიდებლად შეძლო გამოჯამრთელება და რომლითაც მე დღეს ადამიანებს სტრესების მოხსნასა და ახალი ძალების აღდგენაში ვეხმარები. მოსკოვსა და პეტერბურგში ძალიან ბევრი მადლიერი „პაციენტი“ მყავს და ეს მაბედნიერებს. მინდა აქაც დავეხმარო ბევრს.

— იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ ამ ტექნიკის შესახებ?

— ეს არის ქსოვილის „გადახვევის“ ტექნიკა, რის შედეგადაც  ხდება ტოქსინებისგან განთავისუფლება და, როგორც უკვე ავღნიშნე,  ადამიანს ეძლევა განკურნების შესაძლებლობა უამრავ ავადმყოფობისგან. ქსოვლის გაწმენდის  პროცესი მხოლოდ შიმშილობით ან სხვა მეთოდით ძალიან ხანგრძლივი და ძნელია, ჩვენ კი ამ გადახვევის ტექნიკით მალევე ვაღწევთ შედეგს, ხოლო წამლების მოქმედება უფრო ძლიერი და ეფექტური ხდება უკვე გადახვეულ ქსოვილზე. ნებისმიერ წამლის, ანტიბიოტიკის 1-2–ჯერ მიღება საკმარისი ხდება

— კიდევ რა ტექნიკებს ფლობთ?

— იმ ტექნიკებს შორის, რომლებსაც ვფლობ, შემიძლია გამოვყო ე.წ. „ტრიგერული წერტილების“ ტექნიკა. ეს ტექნიკა აღმოჩენილია 1942 წელს, პრეზიდენტ კენედის პირადი ექიმების მიერ, აგრეთვე თეთრი სახლის ექიმებისა და პროფესორების მონაწილეობით. მაგრამ ჩვენ მას დავუმატეთ მიოფასციური „გადახვევა“, გადახვევა ქსოვილის შიგნით.

ანუ ამგადახვევისშედეგად ანახლებთ ქსოვილს

— შეიძლება ასეც ითქვას. ასაკთან ერთად ჩვენი ქსოვილი სხვა ფორმას იძენს, ხდება მისი გამოშრობა და დაბერება.

ჩვენ სხეულში 600-700-მდე  კუნთია. დაძაბულობისა და სტრესების შედეგად ხდება კუნთის დამოკლება. თითოეულ კუნთში არის ტრიგერული წერტილი. მე სწორედ ამ წერტილების აღდგენით ვარ დაკავებული.

ჩვენი სხეულის 20% დაფარულია მიოფასციური ბოჭკოთი. იგი ფარავს ჩვენ ძვლებს, ორგანოებს და კუნთებს.

ქსოვილის გადახვევით  იცვლება ცილის და უჯრედის აგებულება და ადამიანი ინკურნება. მხოლოდ ერთი გადახვევით  შესაძლებელია გულძმარვის, ქოლესტერინის, შაქრის, ვირუსების და  სხვა მრავალი ავადმყოფობის განკურნება.

ქსოვილის გადახვევით ორგანიზმიდან ხდება ტოქსინების გამოდევნა წერტილებიდან, რის შემდეგაც თითოეულ წერტილზე კეთდება არხი. ჩვენ სხეულში სულ 72 000 არხია. ჩვენ კი ვიყენებთ მხოლოდ 10 000 არხს, რის გამოც  ვერ ვგრძნობთ ნამდვილ და სავსე ცხოვრებას და ვერც ვიცვლებით. მე ვხსნი არხს, რომელიც იძლევა ახალ შეგრძნებებს.  ახალი შეგრძნება ცვლის ხასიათს და გარშემო სამყაროს. რის შედეგადაც ადამიანს ეძლევა ცხოვრების შეცვლის უნარი და ახალ, ბევრად უფრო გაცნობიერებულ დონეზე გადადის. ის უკვე აკონტროლებს თავის ენერგეტიკას.

პირველ სეანსზე 2.5 საათი ვმუშაობ სხეულზე, შემდეგ კი 1.5 საათი.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჰიმალაიში ექიმბაშებთან და ოსტატებთან ერთად ცხოვრებამ და იმ სწავლებამ, რომელიც მათგან მივიღე დამარწმუნა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არის აუცილებელი ექიმებთან სირბილი და ქიმიური პრეპარატებით გაჭყეპვა, ან ოპერაციების კეთება.

დეა თავბერიძე

ტელ: 591 513 764 გურამი

 

ნანახია:(1015)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კინო-ლეგენდა სოფი ლორენი ივნისში თბილისს ეწვევა

„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაგიზიაროთ“ — წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მომღერალი ნინო სურგულაძე.  ნინო სურგულაძე: ფონდ ”ნატვრის ხის”


«ახლა საით წავიდეთ»_ახალი მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

9 ივლისს, საღამოს 9 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებები წარმოგიდგენთ ლიბანელი რეჟისორის, ნადინ ლაბაკის ფილმს _»ახლა საით წავიდეთ». ეკრანზე ნაჩვენები კონფლიქტისა


მერილ სტრიპი: ბედნიერებისათვის საჭიროა — სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი

მერილ სტრიპი: წარმოუდგენელია! 60-ს გადავაბიჯე და მაინც მთავარ როლებს ვასრულებ. კარგად მახსოვს, 38 წელი რომ შემისრულდა მეუღლეს ვუთხარი: «უნდა მოვიფიქრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<