რუანდელების რეცეპტი დეპრესიის წინაღმდეგ: მზე, დრამები, ცეკვა …

by admin | Ноябрь 30, 2019 12:13

მზე, დრამები, ცეკვა და კომუნა

— ადგილობრივი რუანდელი ესაუბრება მწერალ ენდრიუ სოლომონს მათ გამოცდილებაზე დასავლელ სპეციალისტებთან მუშაობისას.

,,ჩვენ პრობლემები გვექმნებოდა დასავლელ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან, რომელბიც აქ გენოციდის დამთავრებისთანავე ჩამოვიდნენ. ზოგიერთ მათგანს ვთხოვეთ, რომ ჩვენთან მუშაობაზე ხელი აეღოთ.

მათი პრაქტიკა არ მოიცავდა გარეთ მზეზე ყოფნას, სადაც თავს მაშინვე უკეთ გრძნობ. არ იყენებდნენ მუსიკას, ან დრამებს რომლებიც სხეულში სისხლს გიჩქროლებს. არ ჰქონდათ აღქმული განკურნების პროცესში კომუნის ჩართულობის მნიშვნელობა, როდესაც ყველა თავის საქმეს გვერდით გადადებს და ერთად იკრიბება, რომ განწყობა აგიმაღლონ და უკან, სიხარულში დაგაბრუნონ. არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ დეპრესია ინვაზიური(აგრესიული) და გარეგანი მოვლენაა, რომლის თავიდან არიდებაც ასევე გარეგნული ჩარევით არის შესაძლებელი.

ამის ნაცვლად ამ პატარა ჩეკეტილ ოთახებში თითო-თითოდ შეჰყავდათ ადამიანები. სადაც მთელი საათი ისხდნენ და იმ ცუდ რაღაცეებზე ალაპარაკებდნენ რაც მათ თავს გადახდათ. იძულებულები გავხდით მათთვის ამ ადგილის დატოვება გვეთხოვა.»

 

თარგმნილია გვერდიდან: underthebluedoor.org[1]

ლილა[2]

 

ნანახია:(794)-ჯერ


Endnotes:
  1. underthebluedoor.org: http://underthebluedoor.org/?fbclid=IwAR0O2TNSP4cgnMjvPUOFRBhRocThwFgyVv3JiXcAQiGNPCj7uGvSvjv4g64
  2. ლილა: https://www.facebook.com/MaDevaLeela9/?__tn__=kC-R&eid=ARBxUNwIYqNd0cqP-BlRFEtV7F35aGxHF-AM_WjexL84DPwWg_kg1_QjowfJU1QHu8g6jkSC3VmHplX_&hc_ref=ARTYj24mSXVArOTBt6tcwDyKb67o1m9TRnBU7xhojZBuRPWWnYYYqZZP1Za9BcbozZU&fref=nf&__xts__%5B0%5D=68.ARC5R7iuowpsBGUQrgFLbOZlZuRoGO5YxGnlR4pNGiB479w5jqcSFuiXIh3Pssiv9m5_JEv4WXDeRm8BNcyMFN3i1S-b4J2u4piWNuStORHlwTL3G_irWNbqiQrhut1E1g8We-fPhk0-1oi8q7-3EgojAPv42S0in2KjGIBjNu3xzdkg-D4f61TBmtfEkf2tZh_kGyNeIt44VtQU6AXaBf6ptO9Pj4YYF0yBlV-O9BKXn3hgigh6x0FKNV0T5-oJX04Z5TSXe3Vvtrdsjf8juf02ae447JlPetbe8w0P6feqEySL_GxiooPGzVnT_dSoUTNDljlNKfN72LYd_HbKcVq3XNXkuGHPs-eWdsLXoNIZm9VviUg5p1roIQ

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ruandelebis-recepti-depresiis-winaagmdeg/