თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ! | Jolo.ge


თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

▪ ცხოვრება ყველაზე კარგი მოკრივეა, ის გირტყამთ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. ვინც ერთხელ მაინც მდგარა რინგზე, მაინც იცის მწვრთნელის შეძახილი: „გაუძელი!“

თქვენ უნდა გაუძლოთ, რადგან საბოლოო ბრძოლა თქვენია.

გახსოვდეთ, ცხოვრებაც იღლება თქვენთან ბრძოლაში და თქვენ:

* თუ ბოლომდე გაუძლებთ;

* თუ გადაწყვეტთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალა საბოლოოდ გამოგელიათ, არ წაიქცეთ;

* თუ გადაწყვეტთ, რომ წაქცევის წინ ძალა მოიკრიბოთ და ცხოვრებას დარტყმები იქით მიაყენოთ.

ამ დროს ცხოვრება ასწევს ხელებს და დაიყვირებს: „მორჩა, გნებდები!“

თქვენამდე ეს ბევრს გაუკეთებია. ეს თქვენც შეგიძლიათ.

იბრძოლეთ, რომ მოიგოთ და არა იმისათვის, რომ არ წააგოთ.

ეს სხვა და სხვა რამე. იბრძოლეთ მოგებისთვის.

თქვენს გონებაში გამარჯვებული ადამიანის აზრები უნდა იყოს.

თქვენ შეგიძლიათ გამარჯვება!

თქვენ უნდა გაიმარჯვოთ!

თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

▪„როდესაც ღმერთს უნდა სიყვარულზე გველაპარაკოს,

ის ადამიანის სახეს იღებს!“ ომრაამ მიქაელ აივანჰოვი

▪ წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნად გაქრა ყველა ადამიანი და მხოლოდ თქვენ დარჩით. მთელი მსოფლიო დაცარიელდა ადამიანებისგან. თქვენ დაგრჩათ მთელი მსოფლიოს სიმდიდრე — შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში იცხოვროთ, ნებისმიერი ქალაქში, ნებისმიერ სახლში, რადგან დედამიწაზე მხოლოდ თქვენ ხართ. ფაქტობრივად თქვენ ხართ დედამიწის მფლობელი! ბედნიერი იქნებით? არა ხომ?!

თურმე ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანები ყოფილან…

ამიტომ, დააყენეთ ყველაფერზე წინ ადამიანები, დაუთმეთ ყველაზე მეტი დრო და ენერგია ადამიანებს და უპირველესად თქვენს ახლობელ ადამიანებს. გაუღიმეთ და თბილი სიტყვები უთხარით მათ. ყველას გაქვთ საქმე, ჰობი, აკეთებთ უამრავ რაღაცას, მაგრამ უპირველესად ადამიანები გიყვარდეთ და გახსოვდეთ.

ადამიანები!

რამაზ გიგაური

ნანახია:(251)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
რამაზ გიგაური

Related Articles

 სიამაყე

სიამაყე ყოველთვის დაკავშირებულია საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებასთან. ის ცბიერი და ქვემძვრომია. ის ყოველთვის ეცდება თქვენს ცდუნებას თქვენი მნიშვნელობის ცამდე


„ამიტომ არ არის საჭირო ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება… არამედ“…

„ყველაფერი იცვლება. იცვლება სივრცე. იცვლება დედამიწა. იცვლება დრო. იცვლებით თქვენ… მომავლის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. და თქვენ გაინტერესებთ რა იქნება და


ეს პასუხი მიგახვედრებს, სწორად ცხოვრობ თუ არა…

რაც ცხოვრებაში გემართება, არის შენი ქვეცნობიერის და ცნობიერის ანარეკლი. გართობით, ხელოვნურად გამოიწვიო პატარ-პატარა სიხარულები, შენში არ რჩება, უარესიც, მას ენერგია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*