«რონალდ რეიგანის პირადი წერილები ცოლისადმი» | Jolo.ge


«რონალდ რეიგანის პირადი წერილები ცოლისადმი»

«რონალდ რეიგანის პირადი წერილები ცოლისადმი»

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანს არ შეუძლია შეინარჩუნოს ბედნიერების განცდა ხანგრძლივად. რომელსაც მე რამდენიმე წუთზე დიდი ხანია ვგრძნობ და ეს შეგრძნება კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენ 20 წელია დაქორწინებულები ვართ. ამას არ დაგვიჯერებენ ჩვენი ეგერეთ წოდებული მეგობრები, კალენდრის შემდგენლები და თვით ჩვენი შვილებიც კი.

20 წუთი შეიძლება, მაგრამ 20 წელი, არა!.

თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის.

მე ვერ წარმომიდგენია როგორ ვიყავი უშენოდ და ისიც ვიცი, რომ 20 წუთის წინ არ დავბადებულვარ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დანარჩენი 20-ის გატარებაც არ მსურს უშენოდ, არც 40-ის, არც… რამდენიც უნდა იყოს. მე მივეჩვიე ბედნიერებას და არ მინდა მის გარეშე ყოფნა. ძალიან მიყვარხარ! – წერდა რონი ნენსის.

ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს.

არადა, სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.
ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს.

ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე, როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები…

ნანახია:(669)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ… გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ“…

მინდოდა ერთი ჩემი მეგობრისთვის მეთქვა ეს, მაგრამ მოდი ხმამაღლა ვიტყვი: მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საშინელებაა, როცა არაფერი


„სანამ მოვლენებს არ შეხედავთ მისი მხრიდან“…

ერთხელ პროფესორმა, სოციალური პრობლემის განხილვის ლექციაზე, ასწია შავი წიგნი და და თქვა: „ეს წიგნი წითელია“ და სტუდენტებმა ერთხმად — „არა“,


საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*