„რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?“ | Jolo.ge


„რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?“

„რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?“

რაც წლები მემატება, მით ნაკლებად მინდება — ურთიერთობების გარკვევა, რამის დამტკიცება ან კამათიდან ჭეშმარიტება, აწეული, გაღიზიანებული ხმის ტემბრის მოსმენა…

ეს უკვე ჩემი არ არის. არ შემიძლია…
როცა მსგავსი რამ ხდება, გარშემო ყველაფერი ერთ დიდ დუდუნად იქცევა ხოლმე, არაფერი მესმის და ვმუნჯდები…. ვეთიშები და ვხდები დამკვირვებელი, თავის და სხვების. არა აქვს მნიშვნელობა შინ თუ გარეთ. მგონი ვბერდები.

მსგავს სიტუაციებში, სურვილი მიჩნდება ავდგე, ვუსურვო ყველას და ყველაფერს კარგი და წ ა ვ ი დ ე!!!! და ჩემთვის დავფიქრდე:
რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?
მივაგნო, დავბერტო და განვთავისუფლდე, რომ მომავლაში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

ადამიანებს განსაზღვრული ენერგია გვაქვს, არ მსურს დავხარჯო სხვის შეცვლაზე, ერთადერთი ვისი აზრების შეცვლაც ძალმიძს — ჩემი აზრებია.

ბედნიერებაა ყოველდღიურობა
საჩუქარია ცხოვრება
ყველაფერი გენიალური მარტივია, გასაგიჟებლად მ ა რ ტ ი ვ ი. არ მსურს გართულება და „იარლიყები“.

თქვენ რას ფიქრობთ?

წარმატებები!!!

სექტემბრის ბოლოს იგეგმება #ზრდისფაქტორი მე-3-ე ნაკადი. შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

ავტორი: თამარ კვარაცხელია

ნანახია:(223)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ არასოდეს გვყოფნის ფული? 

„ნუთუ, ამდენი დავხარჯე…“ „რა უცებ იხარჯება ეს ფული…“ „სულ ეს დამრჩა ხელფასიდან?“ „სად წავიღე ამდენი ფული, 1 კვირის წინ არ


«განგება ყოველთვის გიგზავნის ადამიანებს, რომლებმაც შენი ცხოვრება სასიკეთოთ უნდა შცვალონ» …

ვიღაცისთვის გასულ წელს სიცოცხლე დამთავრდა. ვიღაცისთვის გასულ წელს სიცოცხლე დაიწყო. ვიღაცისთვის გასული წელი წარუმატებელი იყო. ვიყღაცისთვის გასული წელი წარმატებული იყო.


ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე! დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

ადამიანს არ სჭირდება იძულებით რამის გაკეთება, თუ შთაგონება მასთანაა. მაგალითად — მანდილოსნების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდებათ აიძულონ საკუთარ თავს, საშოპინგოდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*