„რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?“ | Jolo.ge


„რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?“

„რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?“

რაც წლები მემატება, მით ნაკლებად მინდება — ურთიერთობების გარკევევა, რამის დამტკიცება ან კამათიდან ჭეშმარიტება, აწეული, გაღიზიანებული ხმის ტემბრის მოსმენა…

 ეს უკვე ჩემი არა არის.
არ შემიძლია…
როცა მსგავსი რამ ხდება, გარშემო ყველაფერი ერთ დიდ დუდუნად იქცევა ხოლმე, არაფერი მესმის და ვმუნჯდები…. ვეთიშები და ვხდები დამკვირვებელი, თავის და სხვების. არა აქვს მნიშვნელობა შინ თუ გარეთ. მგონი ვბერდები 

 მსგავს სიტუაციებში, სურვილი მიჩნდება ავდგე, ვუსურვო ყველას და ყველაფერს „სულ კარგად იყავით“ და წ ა ვ ი დ ე!!!!
და ჩემთვის დავფიქრდე:
რომელმა ჩემმა აზრებმა მომახვედრა ამ სიტუაციაში?
მივაგნო, დავბერტყო და განვთავისუფლდე, რომ მომავლაში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

ადამიანებს განსაზღვრული ენერგია გვაქვს, არ მსურს დავხარჯო სხვის შეცვლაზე, ერთადერთი ვისი აზრების შეცვლაც ძალმიძს — ჩემი აზრებია.

 ბედნიერებაა ყოველდღიურობა
 საჩუქარია ცხოვრება
 ყველაფერი გენიალური მარტივია, გასაგიჟებლად მ ა რ ტ ი ვ ი. არ მსურს გართულება და „იარლიყები“.

თქვენ რას ფიქრობთ?

წარმატებები!!!

თამარ კვარაცხლია

გაიარე რეგისტრაცია თამარ კვარაცხელიასთან ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიაზე და მიიღეთ ერთი ონლაინ ქოუჩ-სესია საჩუქრად http://kvaratskhelia.pro/

ნანახია:(186)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ უნდა გაზარდო სიყვარული საკუთარ თავში?

საკუთარი თავის სიყვარული რომ მნიშვნელოვანია ამაზე ბევრს ვწერთ და ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მდგომარეობას, როგორ უნდა გამოვიწვიოთ


„ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება გაცილებით ჰარმონიული და სიხარულით სავსე ხდება“…

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყველა ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა — ძალიან ძვირფასი და


საოცრად მსუბუქი ხდება ცხოვრება ამ დროს …

ერთხელაც დაიღალა ქალაქის ჩქარი რიტმისგან, ფორიაქისგან, შფოთისგან და ხმაურისგან. გადავწყვიტა ეპოვნა სრული სიმშვიდე. არ იცოდა როგორ, რანაირად, მაგრამ იცოდა, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*