«რომ შემეძლოს მეტ შეცდომას დავუშვებდი და იმაზე ბრიყვი ვიქნებოდი ვიდრე სინამდვილეში ვარ.» | Jolo.ge


«რომ შემეძლოს მეტ შეცდომას დავუშვებდი და იმაზე ბრიყვი ვიქნებოდი ვიდრე სინამდვილეში ვარ.»

«რომ შემეძლოს მეტ შეცდომას დავუშვებდი და იმაზე ბრიყვი ვიქნებოდი ვიდრე სინამდვილეში ვარ.»

არგენტინელმა მწერალმა და პოეტმა ხორხე ლუის ბორხესმა 85 წლის ასაკში ბევრისთვის უცნაური ფრაზები დაწერა. ფრაზები, რომლებიც ჩაგვაფიქრებს….

კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ცხოვრება, ვეცდებოდი, რომ უფრო მეტი შეცდომა დამეშვა, არ ვეცდებოდი, რომ უფრო სრულყოფილი ვყოფილიყავი და ყველაფერს მარტივად შევხედავდი.

ვეცდებოდი, რომ იმაზე უფრო ბრიყვი ვყოფილიყავი, ვიდრე ეს სინამდვილეში გამოვიდა…

სერიოზულად ცოტა რამეს აღვიქვამდი…

სისუფთავის ასეთი ზედმეტად მოყვარული არ ვიქნებოდი, მეტს გავრისკავდი და უფრო ბევრს ვიმოგზაურებდი…

უფრო ბევრ მზის ჩასვლას დავესწრებოდი და მეტ მთაზე ავიდოდი…

ბევრ მდინარეს გადავცურავდი და უფრო მეტ ნაყინს შევჭამდი…

მექნებოდა უფრო მეტი რეალური და ნაკლები გამოგონილი პრობლემა….

თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრება ნაკადულის პირას უფრო ხშირად ვივლიდი ფეხშიშველა…

უფრო ბევრჯერ შევიხედავდი მყუდრო ადგილებში და მეტ მზის ამოსვლას ვიხილავდი…

უფრო მეტს ვითამაშებდი ბავშვებთან….

მე რომ კიდევ ერთხელ შემეძლოს ცხოვრება.. მაგრამ… მაგრამ მე უკვე 85 წლის ვარ და მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე აღარ ვიქნები…

ხორხე ლუის ბორხესი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა…

 

არგენტინელი მწერალი და პოეტი, მე-20 საუკუნის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა.

დაიბადა 1899 წლის 24 აგვისტოს, არგენტინაში. სწავლობდა ჟენევაში, გარკვეული დრო გაატარა იტალიასა და ესპანეთში. 1921 წელს კი ბუენოს-აირესში დაბრუნდა და მრავალმხრივ კულტურული მოღვაწეობა დაიწყო: დააარსა ჟურნალი, თარგმნა კაფკასა და ფოლკნერის ნაწარმოებები, გამოაქვეყნა ლექსები და ესეები.

1930-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მოთხრობებისა და ნოველების წერა. მალევე გამოაქვეყნა მსოფლიო მზაკვრობის ისტორია, რომელმაც მაშინვე გაუთქვა სახელი. ამ პერიოდში გადატანილი სერიოზული ტრავმის შედეგად, ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტია.

1955 წელს ბორხესი დაინიშნა ბუენოს-აირესის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. 1961 წელს სემუელ ბეკეტთან ერთად აიღო ფორმენტორის პრემია. 1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგნა ინგლისურად, 1979 წელს კი დაააჯილდოვეს სერვანტესის პრემიით.

ხორხე ლუის ბორხესი ავტორია საქვეყნოდ ცნობილი წიგნებისა: მსოფლიო მზაკვრობის ისტორია (1935), ალეფი(1949), გამოგონილი არსებების წიგნი (1954), ქვიშის წიგნი(1975), შვიდი საღამო (1980) და სხვ.

 

 

ნანახია:(5744)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იქ, სადაც ღიმილი და სიყვარულია, ყოველივე ლამაზდება!!!

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს არის ის, რომ სახლიდან გამოსულებს, ნეგატივით თუ პოზიტივით დამუხტულებს, გვავიწყდება გაღიმება,


«შემთხვევითი შეხვედრა, ყველაზე დიდი არაშემთხვევითობაა სამყაროში»

”როდესაც ადამიანს ტალახს ესვრით, გახსოვდეთ-შეიძლება ტალახმა ვერ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, თქვენს ხელებზე კი დარჩება ის.” ”ადამიანს არაფერი ისე არ ამჟღავნებს,


წარმატება დისციპლინაა — მოიშორეთ მავნე ჩვევები…

ამჩნევთ, რომ საქმის გადადება ან გაჭიანურება ჩვევაში გაქვთ, ღამით ცუდად გძინავთ, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ყავას სვამთ, კრიტიკას კი თავდაცვით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*