„რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ“ – ქართული გარემო ბრიუსელში | Jolo.ge


„რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ“ – ქართული გარემო ბრიუსელში

„რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ“ – ქართული გარემო ბრიუსელში

ემიგრანტ პოეტ ქალბატონს, სოფო ფოცხვერაშვილს „ჟოლოს“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს; ინტერნეტ-ჟურნალში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ პატარებს თავისივე წიგნებით ასაჩუქრებს. ამჯერად შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებთან გაიმართება.  „ჟოლო“,  ამ შეხვედრის ორგანიზატორს, ხატია ოზაშვილს ბრიუსელში დაუკავშირდა.

ხატია ოზაშვილი: ბავშვობიდან ემიგრაციაში ვარ და სულ მაკლდა ქართული გარემო, მითუმეტეს პოეზია და საზოგადოება… ვთვლი, რომ საინტერესო, სახალისო და სასარგებლო იქნება ბელგიაში მცხოვრები ქართველი ბაშვებისთვის ეს ღონისძიება. მინდა ეზიარონ ქართულ პოეზიას და ბევრად უფრო გაღვივდეს მათში ყველაფერი ის რაც ქართულია… რომ არ დავივიწყოთ „რანი ვართ“ .

ეს ბავშვები ხომ ჩვენი საქართველოს მომავალია…

ღრმად გვჯერა ემიგრანტებს რომ ჩვენს სამშობლოს რაღაცაში მაინც ვადგებით შორიდან…

ამის ერთ-ერთი მაგალითი ქალბატონი სოფოც გახლავთ. ძალიან თბილი და პატრიოტი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, რომელმაც თავისი სითბო და სიყვარული რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებ პატარებს უკვე გაუზიარა და ახლა აქაც ველით, როგორც პატარები ასევე დიდებიც.  რადგან საბავშვო ლექსებთან ერთად ამ პოეზიის საღამოზე იქნება ის ლექსებიც, რომლითაც ქალბატონი სოფო თავისივე ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

შეხვედრა და პოეზიის საღამო გაიმართება ბრიუსელში, კვირას, 10 დეკემბერს. 14:00 საათზე, ქართული ეკლესიის შენობაში, Rue Gendebien 9, 1020 Bruxelles  

წარმოდგენილი იქნება:

1. სოფო ფოცხვერაშვილის საბავშვო ლექსების კრებულის „დედამიწა რაზე დგას” პრეზენტაცია. ამ წიგნიდან ლექსებს წაიკითხავენ ბელგიაში მცხოვრები პატარა ქართველები.

2. აგრეთვე შედგება ამ ლექსებზე დაწერილი სიმღერისა და კლიპის ჩვენება. შემდეგ კი ავტორი  პატარებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს.

3. ანტვერპენის წმინდა ნინოს სახ. ეკლესიასთან არსებული მხატვრული კითხვის წრე, მანანა ხორბალაძის ხელმძღვანელობით წარმოგიდგენთ ეპიზოდებს “კაცია ადამიანიდან”.

მოგვიანებით კი ჩატარდება პოეზიის საღამო დიდებისთვის.

ნანახია:(100)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ცამდე მართალი რომ იყო, შენი საქციელი არის ამორალური საქციელი! “

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბარიტონი მიშა ქირია ოპერის თეატრის „ყოფილი“ სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედებამ გააბრაზა. კერძოდ კი იმ პირადი მიმოწერების (თამარ ივერი,


‘’იბუპროფენის’’ ყოველდღიურად მიღება ახალგაზრდობას 12 წლით გაგიხანგრძლივებთ

არსებობენ ქვეყნები, სადაც ნებისმიერი ტკივილისა თუ უბრალოდ გაციების დროს ადამიანები ერთ პრეპარატს იყენებენ – ესაა იბუპროფენი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ეს


„ვინც არ შეგვიშვა, არშეშვებაც არ გვაკმარა და ღირსებაც აგვყარა“

„ოპერის ხუდრიკი გაუგდიათ“ – ასე იწყებს სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს რეჟისორი და ჟურნლისტ-კრიტიკოსი რევაზ შატაკიშვილი და ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort