როკფელერი, 500 000 $ და ფულზე მეტი | Jolo.ge


როკფელერი, 500 000 $ და ფულზე მეტი

როკფელერი, 500 000 $ და ფულზე მეტი

მეწარმე ჩაფლული იყო ვალებში და გამოსავალს ვერ ხედავდა. კრედიტორები, აწუხებდნენ გამუდმებით. მიმწოდებლები, თხოულობდნენ ანაგრიშსწორებას. ის იჯდა პარკში თავზე ხელებშემოწყობილი, ფიქრობდა, რას შეეძლო მისი შველა, რომ არ გამოეცხადა თავი ბანკროტად.

უეცრად, მის წინ აღმოჩნდა  მოხუცი.

— ვხედავ, რაღაც გაწუხებთ – მიმართა მან.

მოხუცმა, მას მერე რაც მოისმინა მეწარმის ამბავი, უთხრა:

—  ვფიქრობ, მე შევძლებ თქვენს დახმარებას.

მეწარმეს ჰკითხა სახელი,  გამოუწერა ჩეკი და როდესაც, ხელში აჩეჩებდა უთხრა:

— აიღეთ ეს ფული. ერთი წლის მერე,, ზუსტად ამ დროს და ამ ადგილას შევხვდებით და თქვენ შესძლებთ დამიბრუნოთ თანხა.

ამის მერე, ის გატრიალდა და გაუჩინარდა ისევე სწრაფად, როგორც გამოჩნდა.

მეწარმემ დახედა ჩეკს,  დაინახა ციფრი $500 000 და ის ხელმოწერილი იყო მსოფლიოში, იმ დროს, ყველაზე მდიდარი კაცის ჯონ როკფელერის სახელით!

„ჩემს პრობლემებს ერთ წამში მოვაგვარებ!“ – გაიფიქრა მან. თუმცა ამის ნაცვლად, მან მიიღო გადაწყვეტილება, გაუნაღდებელი ჩეკი შეენახა სეიფში. მხოლოდ, იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩეკი არსებობდა, აძლევდა მას ძალას, შეენარჩუნებინა და განევითარებინა ბიზნესი.

გაზრდილი ოპტიმიზმით, მან დადო მომგებიანი კონტრაქტი და გააფართოვა გადახდის პირობები. მან შეძლო განეხორციელებინა რამოდენიმე დიდი გაყიდვა. რამდენიმე თვეში  გამოძვრა ვალებიდან და ხელახლა დაიწყო დიდი ფულის გამომუშავება.

ზუსტად ერთი წლის მერე,  დაბრუნდა პარკში გაუნაღდებელი ჩეკით ხელში. დათქმულ დროს, მოხუცი ისევ გამოჩნდა. იმ დროს, როდესაც მეწარმეს უნდოდა დაებრუნებინა მისთვის ჩეკი და მოეყოლა თავისი წარმატების ისტორია, მოირბინა ექთანმა ქალმა და დაიჭირა მოხუცი.

— როგორ მიხარია, რომ დავიჭირე! – წამოიძახა მედდამ – იმედს ვიტოვებ, მას თქვენ არ შეუწუხებიხართ. ის ყოველთვის იპარება სახლიდან და ყვება, რომ ის არის ჯონ როკფელერი.

მეწარმე დარჩა გაოგნებეული. წარმოგიდგენიათ, სრული ერთი წლის მანძილზე არ გაჩერებულა და აკეთებდა ბიზნესს, ყიდულობდა და ყიდდა, დარწმუნებული იმაში, რომ მას ჰქონდა ნახევარი მილიონი დოლარი.

მოულოდნელად ის მიხვდა, რომ  ეს ფულმა, რეალურმა ან წარმოსახვითმა, კი არ გადაატრიალა მისი ცხოვრება, ეს იყო მისი ახალი თავდეჯერებულობა, რომელმაც მისცა ძალები, მიეღწია ყოველივე იმსთვის, რაც ამჟამად გააჩნდა.

უნდა აიღოთ თქვენს თავზე ინციატივა და დაიწყოთ თქვენი თამაში. გადამტეხ მომენტში, თვითდაჯერებულობა ითამაშობს გადამწყვეტ როლს.

 

თარგმანი:  თ. კვარაცხელია

ნანახია:(5695)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დაიჯერეთ საკუთარი თავის და მიენდეთ მას, გაიმყარეთ ფრთები“…

როგორ ფიქრობთ, ფრინველი რომელიც ჯდება ტოტზე უკმაყოფილებას აცხადებს ხის, ტოტის, წვიმის, თოვლის… ან სხვა ნებისმიერი მოვლენის მიმართ თუ ტოტმა ვერ


რამდენიმე გზა გახდეთ საუკეთესო ლიდერი

ლიდერობა ყველა ადამიანისთვის არ არის, ასეთებად იბადებიან, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ერთია იყო ლიდერი და მეორე, იყო კარგი ლიდერი.


იბრძოლე შენი მიზნისთვის! დაიწყე დაწყებით

უკეთესად ვერ იცხოვრებ, თუ არ ეცადე, უკეთესი გახდე და არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ხდები უკეთესი!


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*