როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ განვითარების ახალი ეტაპი ესაჭიროება? | Jolo.ge


როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ განვითარების ახალი ეტაპი ესაჭიროება?

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ განვითარების ახალი ეტაპი ესაჭიროება?

ყველა ადამიანს სჭირდება განვითარება. განვითარება ეტაპობრივად ხდება. განვითარების რა ეტაპები არსებობს და რისთვის არის საჭირო თვითგანვითარება – გადაცემის 7 რჩევა ფსიქოლოგისგან სტუმარი, ფსიქოლოგი ინგა ბლესია.

განვითარების  რამდენი დონე არსებობს?

ადამიანების განვითარების რამდენიმე დონე არსებობს:

1.ადაპტაციური – გადარჩენაზე ორიენტირებული, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ დონეზე იმყოფება.

2.სოციალიზაციის დონე – სოციუმში სასურველი ადგილის დაკავება და სასურველი ცხოვრების დონის დამკვიდრება.

3.ეგზისტენციალური – თვით დამკვიდრება, რალური დამოუკიდებლობის მოპოვება.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ განვითარების ახალი ეტაპი ესაჭიროება?

დაუსვით თქვენს თავს კითხვა, ცხოვრების ყველა სფეროთი კმაყოფილი ხართ თუ არა. მაგალითად, მატერიალური სფეროთი, კარიერული წინსვლით და პირადი ცხოვრებით. აქედან გამომდინარე მიხვდებით სად გჭირდებათ განვითარება.

სულიერ და ფიზიკურ თვითგანვითერებას ერთმანეთთან უშუალო კავშირი აქვს. ხშირად ადამიანები საკუთარ პრობლემებს აბრალებენ სხვას, სიტუაციას ან ადამიანებს, სინამდვილეში სულიერად განვითარებული ადამიანისთვის საკუთარ თავზე დაყრდობაა დამახასიათებელი. თუ ცხოვრებაში ერთი და იგივე პრობლემას აწყდებით, ეს არის ნიშანი იმისა, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გადაწყვიტოთ. ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ან არ გადადგით ნაბიჯი ან, არასწორი ნაბიჯი გადადგით. აუცილებელია საკუთარ თავთან იყოთ კომფორტულად, საჭიროა თვითანალიზი და არა საკუთარი თავის დადანაშაულება. თვითდადანაშაულებით შედეგს ვერ მიაღწევთ.

7 რჩევა ინგა ბლესისგან:

1.განვითარება არასოდეს არ წყდება, სწავლა და განვითარება არ სრულდება სკოლის/ინსტიტუტის დამთავრებით, ან თუნდაც კარგი სამსახურით და სასურველი სოციალური მდგომარეობის დამკვიდრებით.

2.თუ ადამიანი თვითონ არ არის მომართული განვითარებისკენ, მაშინ მას ცხოვრება აიძულებს (სხვადასხვა პრობლემების წამოჭრით) განვითარებისკენ.

3.განვითარება შესაძლებელია არა მხოლოდ პროფესიის და ფინანსების მხრივ.

4.აუცილებელია განავითაროთ ურთიერთობების სფერო.

5.განვითარებისთვის გჭირდებათ ჯანსაღი ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

6.ნებისმიერი მინუსი, პრობლემა, დაბრკოლება – ეს არის მინიშნება, განვითარების უახლოესი სივრცე. გახსოვდეთ! – ნებისმიერ ნეგატივში ჩადებულია უდიდესი რესურსი, ნებისმიერი მინუსი შეგვიძლია ვაქციოთ დიდ პლიუსად!

7.გაბედეთ ოცნება და დაისახეთ გრანდიოზული მიზნები – სამყარო უხვია!

წყარო: www.fortuna.ge

ნანახია:(323)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა არის ფსიქოსომატიკა — თამარ კვარაცხელიას სასარგებლო პოსტი

…თუ ვინმე გეტყვის – მინდა ვიყო ჯანმრთელი… ჯერ ჰკითხე მას: არის თუ არა ის მზად დაემშვიდობოს თავის ავადმყოფობის მიზეზებს. მხოლოდ


„არ უნდა აყვე ნეგატიურ ფიქრს, თორემ ჩათრევა იცის“…

ხანდახან ცხოვრებამ აზრი თუ დაკარგა, არაუშავს, ყუდაღება არ მიაქციოთ. ეს ემოცია მოსდით ხოლმე ადამიანებს. ამ დროს სული სიცარიელეს განიცდის. თუ


მოწოდება ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისკენ! — 43 რჩევა

მოწოდება ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისკენ! დალიეთ ბევრი წყალი. დაიძინეთ იმდენი, რამდენიც საჭიროა ენერგიის აღდგენისთვის. მედიტაცია. დაკავდით სპორტით. აირჩიეთ ის ვარჯიშები,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*