როგორ წავიკითხოთ წიგნები, თუ ამისათვის საკმარისი დრო არ გვაქვს | Jolo.ge


როგორ წავიკითხოთ წიგნები, თუ ამისათვის საკმარისი დრო არ გვაქვს

როგორ წავიკითხოთ წიგნები, თუ ამისათვის საკმარისი დრო არ გვაქვს

ხშირად, დროის უქონლობის გამო, საყვარელი საქმის გვერდზე გადადება გვიწევს ხოლმე. ეს პრობლემა წიგნის კითხვის მოყვარულებისთვის ნაცნობია. რა თქმა უნდა, ყველა წიგნის წაკითხვა შეძლებელია. მაგრამ ამ სტატიით გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ დრო ისე, რომ საყვარელი წიგნი გვერდზე არ გადადოთ.

წიგნი ყველგან
წიგნის ყველგან წაღება ნიშნავს იმას, რომ მის წაკითხვას მაშინვე შეძლებთ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ: მგზავრობისას, შესვენებისას და ა.შ.

ნაკლები დრო ინტერნეტთან
ინტერნეტი გართობის კარგი საშუალებაა, თუმცა მასთან დრო ისე შეუმჩნევლად გადის, რომ დღის განმავლობაში შეიძლება კითხვაც კი გადაგვავიწყდეს.

გაღვიძებისთანავე კითხვა
დილით, რასაც პირველად გააკეთებთ, ეს წიგნის გადაფურცვლა და მისი, თუნდაც ხუთი გვერდის, წაკითხვაა.

კითხვა ძილის წინ
თუ დილით კითხვა არ გიყვართ, მაშინ ღამით, ძილის წინ წაიკითხეთ.

აუდიოწიგნი
აუდიოწიგნი, შეიძლება ბევრისათვის სრულფასოვანი წიგნი სულაც არ არის, მაგრამ თუ მას დასახმარებლად მიმართავთ, უარით არ გაგისტუმრებთ.

სწრაფი კითხვა
მართალია სწრაფად კითხვა ბევრს არ შეუძლია და არც მოსწონს, მაგრამ დიდი რაოდენობით წიგნის წასაკითხად, ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.

მკითხველთა კლუბი
მკითხველი მარტო არ უნდა იყოს. მას გაზიარების საშუალება უნდა ჰქონდეს, ამიტომ მკითხველთა კლუბში გაწევრიანება კარგი იდეაა.

მოტივაცია
დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი, მას შემდეგ რაც კითხვას მორჩებით. ეს შეიძლება იყოს ნებისიერი რამ, მათ შორის ახალი წიგნის შეძენა.

ეს სასარგებლო რჩევები, დროის სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ და მეტი წიგნის წაკითხვას შეძლებთ.

ნანახია:(143)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„მეტი მაინც არაფერი გიშველის, სხვა დანარჩენი სისულელეა და ილუზია“ …

ცხოვრება თვითონ შთანთქავს უსარგებლო ადამიანებს, თუნდაც ამ ეტაპზე ისინი ჩვენი მეგობრები გვგონია. დროზე მეტი მე არ ვიცი სხვა მკურნალი, მთავარია,


როგორ დავიწყოთ ბიზნესი — ცუკერბერგის საქმიანი რჩევები

„ფეისბუქის» დამაარსებელი და მფლობელი მარკ ცუკერბერგი 29 წლის არის, თუმცა, კარგა ხანია, მილიარდიან ქონებას უდგას სათავეში. ამჟამად მისი ქონება 28,6 მლრდ დოლარია. 


„ნუ გაჩერდებით, უბრალოდ იარეთ და თან დატკბით ამ ყველაფრით“…

როდესაც ძალიან სწრაფად გარბიხართ წარმატებისკენ ან ცდილობთ მაინც სწრაფად გაქცევას, ამ დროს ვერ ამჩნევთ აყვავებულ ჭერამს, ვერ გრძნობთ ცხელი ყავის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<