როგორ ვიყოთ კარგ განწყობაზე? | Jolo.ge


როგორ ვიყოთ კარგ განწყობაზე?

როგორ ვიყოთ კარგ განწყობაზე?

კარგი ხასიათი მაღლა წევს შრომისუნარიანობას, მოქმედებს თვითშეგრძნებებზე, გმატებთ თავდაჯერებას. ოპტომისტურად განწყობილი ადამიანი უფრო ეფექტურად ებრძვის პრობლემებსა და რთულ სიტუაციებს, ასევე მარტივად გადაიტანს წარუმატებლობას. ყურადღებამისაქცვია ისიც, რომ პოზიტიურ ადამიანთან ყველას სურს ურთიერთობა. როგორ ვიყოთ კარგ ხასიათზე თითქმის სულ? ამას უნდა სწავლა. არსებობს შემოწმებული მეთოდები ამის მისაღწევად.

1. დილიდანვე განაწყვეთ საკუთარი თავი პოზიტივისკენ 

მაშინაც კი როცა თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიხელიათ თვალები და საწოლში წევხართ გაიღიმეთ და უსურვეთ თქვენს თავს კარგი დღე. შემდეგ მშვიდად იწექით, გაიწელეთ, ნელა წამოდექით და გაივარჯიშეთ თუნდაც რამდენიმე წუთი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ის გაფხიზლებთ და დადებითი ენერგიით გმუხტავთ. არ თქვათ უარი მსუბუქ საუზმეზე. დაე იყოს ეს ომლეტი ან 1ჭიქა მწვანე ჩაი. დღის მანძილძე თუ გაქვთ საშუალება გაანებივრეთ თავი პროდუქტებით, რომლებიც შეგიქმნით კარგ განწყობას. ასეთი პროდუქტებია: თხილი, შავი შოკოლადი, ბანანი, ყველი, თევზი, წიწიბურა და ასე შემდეგ…

2. გახადეთ თქვენი დღე განსხვავებული, გააკეთეთ სურპრიზები თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის.  მაგალითად შაბათ-კვირას დაგეგმილი «უბორკის» ნაცვლად ინახულეთ მეგობრები და თუ არის შესაძლებელი მათთან ერთად გადით სადმე ბუნებაში ქალაქგარეთ. შეიცვალეთ გარემო — გადაადგილეთ ავეჯი, შეიცვალეთ იმიჯი. თვეში ერთხელ მაინც მიეცით თავს იმის ფუფუნება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოთ და ის დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. ესტუმრეთ სილამაზის სალონს, მიაკითხეთ საუნას ან ცხელი აბაზანა მიიღეთ სახლში. გაანებივრეთ საკუთარი თავი საყვარელი კერძით.

3. შეაქეთ საკუთარი თავი თითო წვრილმანის გამოც კი. დაივიწყეთ თქვენი ნაკლოვანებები, როგორიც არ უნდა იყოთ მაინც უხვად გექნებათ! ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ იფიქრებთ გამუდმებით  ყველა სერიოზული მიღწევის შემდეგ გაუკეთეთ თქვენს თავს საჩუქარი. ხშირად გაიღიმეთ, გაიხსენეთ სასიამოვნო მომენტები თქვენი ცხოვრებიდან, სასაცილო ისტორიები. ნუ იფიქრებთ გამუდმებით ცუდზე. არასასიამონო სიტუაციებისას წარმოიდგინეთ თუ როგორ დაილექება ეს თქვენში რაღაც დროის შემდეგ. ერთ-ერთი ცნობილი 45 მცნებიდან ამერიკელი ჟურნალისტის რეჯინა ბრეტი გვარიგებს «ყოველი, ეგრეთწოდებული, კატასტროფისას დაუსვი შენ თავს კითხვა: იქნება თუ არა ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის 5 წლის შემდეგ?». გამოიყენეთ ეს იარაღი, დამიჯერეთ ხშირად გამოგადგებათ, რომ წვრილმანებზე არ მოცდეთ ზედმეტი განცდით.

4. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით: გამორიცხეთ ალჰოკოლი და თამბაქო, დაკავდით ფიტნესით, გამუდმებით აკონტროლეთ საკუთარი შეგრძნებები. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგიით დამუხტვაში. მზის სხივები, სუფთა ჰაერი, ნაზი და გრილი ნიავი დადებითად მოქმედებს ადამიანების აღქმაზე და ემოციურ შეგრძნებებს აუმჯობესებს.

5. დაიცავით ფერების წესები. თქვენს გარემოში გაავრცელეთ ყვითელი ფერი — ის აგიმაღლებთ განწყობას. მწვანე ფერი ამშვიდებს, იისფერი კი ენერგიით მუხტავს. ტანსაცმელიც ღია, ნათელი ფერების ატარეთ.

არ დაიზაროთ და გამოიყენეთ ეს მცირე ინსტურქცია თქვენი განწყობის ასამაღლებლად, გისურვებთ ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს!

წყარო: http://www.rogor.ge

ნანახია:(170)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მიზნის ძიება

ადამიანების ცხოვრების  გასავლელი გზა ერთმანეთს ჰგავს. თითქოს, ვიღაცას დაუწაესებია – საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი… ამ გზას ის გადის ” ავტოპილოტის”


„გზა ჩემკენ “ — როდის ხდება მსუბუქი ცხოვრება

ერთხელაც დაიღალა ქალაქის ჩქარი რიტმისგან, ფორიაქისგან, შფოთისგან და ხმაურისგან. გადავწყვიტა ეპოვა სრული სიმშვიდე. არ იცოდა როგორ, რანაირად, მაგრამ იცოდა რომ


ეს ნიშნავს რომ ჩიხში შ ე გ ყ ა ვ ს ჭეშმარიტი „მე“, რომლის ბოლო გაჩერება ხიბლია …

 როდის იწყებაო პიროვნული დეგრადაცია?- მკითხეს.  პიროვნების დეგრადაცი იწყება მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ხარ ან გახდი სხვებზე უკეთესი! … და საერთოდ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<