როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული | Jolo.ge


როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული

დღეს, ხშირად გავიგონებთ: საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება, საკუთარ თავს პატივი უნდა სცე და ა.შ მაგრამ, დაფიქრებულხართ, თითქოს ამ უკვე გაცვეთილი მოწოდებების უკან რა დგას? რა არის საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა?

დღეს, გადავწყვიტე ამ თემას შევეხო. ჩემი ინსპირატორი ამ თემაზე სფერული განათლების დამფუძნებელი, ელიზაბეტ ბაბანოვა იყო.

პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ ორი რამ, საკუთარი თავის სიყვარული და თვითშეფასება.

იმისათვის, რომ ცხოვრებაში მაღალი თვითშფასება გვქონდეს, რწმენებს  და მიზნებს ვაღწევდეთ, საკუთარი თავი უპირობოდ უნდა გვიყვარდეს. საკუთარი თავის სიყვარული ეს არის საბაზისო დონე, ეს არის ფუნდამენტი,  რომლის გარეშეც ვერაფერს ააშენებთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ქალი წარმატებულია, აღწევს დიდ შედეგებს, მაგრამ  თუ მას საკუთარი თავი არ უყვარს, ის არასოდეს იქნება ბედნიერი. რადგან ასეთ ქალებს მაღალი სტანდერტები აქვთ და ისინი იშვიათად არიან საკუთარი თავით კმაყოფილები, მაგრამ როდესაც ხარ საკუთარი თავის სიყვარულის მდგომარეობაში, მაშინ შედეგი სულ სხვაა და ასეთი ქალის მდგომარეობაც გაცილებით სასიამოვნო.

საკუთარი თავის სიყვარული ეს არა არის  მხოლოდ მიღწევები, ეს არის თუ რას ვფიქრობ საკუთარ თავზე და როგორ ვზრუნავ მასზე.

ამიტომ ხშირად  ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს, რომ ძალიან გიყვართ და იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს.

ძალიან ბევრი ქალი მოდის წყენით ბავშობიდან. მესმის არ არის მარტივი აპატიო ყველას, მაგრამ გამოსავალი ორია. შეგიძლია დადგე მსხვერპლის მდგომარეობაში ან უბრალოდ გააცნობიერო, რომ მშობლებს, უფროსებს არ ჰქონდათ აზრად  შენთვის გამიზნულად ეტკინათ. (და თუ ფიქრობ, რომ შენთან და,ოკიდებულებაში შეცდომას უშვებდნენ, ესეც უნებლიე იყო, ეხლა ხომ უკვე დიდი ხარ და შეგიძლია, საკუთარ თავს თავად მისცე ის რაც ბავშობაში დაგაკლდა.)

აი, ეს აფირმაცია ძალიან  დაგეხმარება „მე ვწყვეტ დამნაშავის ძებნას ჩემს ცხოვრებაში და და ვიღებ პასუხისმგებლომას იმაზე, თუ რას ვგრძნობ. მე ვგრძნობ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ “. თუ  შენ ისწავლი საკუთარ თავში სიყვარულის გენერირებას,  ეს მოგცემს ძალას უფრო და უფო მეტი სიყვარული განავითარო და უპირობოდ შეიყვარო საკუთარი თავი.

როდესაც გიყვარს საკუთარი თავი აღარ გეკარგება ძალა ეჭვებზე და სინანულზე, აღარ გაქვს სურვილი დაუმტკიცო ვიმნეს რაიმე, კარგად გრძნობ შენს და სხვის საზღვრებს და არ გადადიხარ ამ საზღვრებს. არ გიჩნდება ფიქრები, რომ რაღაც გაკლია, უბრალოდ აკეთებ დასკვნას და აგრძელებ ჯანსაღ და  სიყვარულით სავსე   გზას და ურთიერთობას.

ქვემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკები დაგეხმარებათ გააძლიეროთ საკუთარი თავის მიმართ სიყვარული.

მედიტაცია შინაგანი ბავშვი.  გააკეთეთ ეს მედიტაცია  ხშირად და ყოველჯერზე დარწმუნდით, რომ თქვენი შინაგანი ბავშვი ძლიერდება და  რომ თქვენ ის გიყვართ: http://bit.ly/2VbrAip

საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ ადგილზე დააყენეთ, მაგალითად ვარჯიშები, კითხვა, ის რაც გიყვართ. ამისთვის შესაძლოა ადრე მოგიწიოთ ადგომა, მაგრამ ეს უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდერ ძილი და შემდეგ საწოლიდან  ადგომისთანავე ოჯახზე ზრუნვა, როდესაც  დილის პირველ საათებს საკუთარ თავს დაუთმობ,  ეს ენერგიას მოგცემს და მერე ოჯახზე ზრუნვა მოვალეობა კი არა სიხარული გახდება.

დაწერე წერილი წარსულში 🙂 ყველა ადამინს აქვს მომენტი რომ წარსულში რაღაც გააკეთა და უჭირს საკუთარი თავის პატიება, დაწერე წერილი მომხდარზე და შეეცადე აპატიო საკუთარ თავს. ამის გაკეთების  მიზეზი მანდვილად გქონდა და სწორედ ამიტომ აპატიე ეს საკუთარ თავს და მომავალში შეეცადე ბევრი ამ მოქმედების საპირისპირო მოქმედება გააკეთო და ამით პატიებაც გაგიადვილდება. ეს პრაქტიკა მანამ შეასრულე, სანამ მიხვდები,  რომ სიატუაცია  გაუშვი. ზემოთ  მოცემული სამი პრაქტიკა აუცილებელი და ფუნდამენტალურია საკუთარი თავის სიყვარულისთვის. მათი გაკეთება ყოველდღე რეკომედირებულია. მომდევნო პრაქტიკები ნებაყოფლობითია, მაგრამ ძალიან ეფექტური.

კვირაში ან თვეში და ან კვარტალში გამოყავით საკუთარი თავისთვის ერთი დღე და გააკეთეთ ის, რაც გიყვართ, ეს შეიძლება იყოს სპა, სალონი, ან სახლში მოვლის საშუალებები ან წადით,  გაისეირნეთ მოკლედ შეეცადე ეს ერთი დღე გამოჰყო და დაისვენოთ.

შეწყვიტეთ იმის კეთება რაც გართმევთ ენერგიას, გამოათავისფლეთ დრო და ეს დრო დაახარჯეთ იმის შეცვლას, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ. ყოველი 4 სთ დაუთმეთ სწავლას  და 5 წელიწადში იქნებით მაღალ ანაზღაურებადი საქმის პროფესიონალი.

ჩამოწერეთ რა გიყვართ თქვენს თავში

შეაჩერეთ თვითკრიტიკა, ყოველთვის როდესაც გესმით რაღაც შინაგანი ხმები თქვენ საკუთარ თავზე, გააცნობიერეთ, რომ ეს არის ფიქრები წარსულის , როდესაც არ გიყვარდა საკუთარი თავი. გააცნობიერე, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და უშეცდომო არავინ არ არის.

უთხარი გარშემომყოფებს ბევრი კომპლიმენტი და საკუთარ თავსაც ადვილად ეტყვი შემდეგ და მიიღებ კიდეც.

არ გააკრიტიკო სხვა,  რადგან ეს დესტრუქციული ფიქრების სახით აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან.

 

გაუზირეთ მეგობრებს, შევაგრძნობინოთ რაც შეიძლება ბევრს ადამიანს სიხარული ყოველდღე.

 

სატ ნამ:-)

მარინა კვატაია

 

 

 

 

ნანახია:(1269)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არასოდეს გაასამართლოთ საკუთარი თავი ჩადენილი საქციელის გამო — ბედნიერი ცხოვრების 23 ოქროს წესი

 მეცნიერული განმარტებით- ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა.    1. გახსოვდეთ შინაგანი გარეგანს


„ცხოვრებისადმი ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც ზეიმისადმი, რადგან“…

— ცხოვრების აზრი რა არის? — ცხოვრება – გზა, მიზანი და ჯილდო არის. ცხოვრება – სიყვარულის ცეკვაა. თქვენი დანიშნულება –


ხუთი ნაბიჯი ლიდერობისკენ

 წარმატებას 85%-ით განსაზღვრავს ეფექტური ურთიერთობის უნარი. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაღწევთ ცხოვრებაში, გარკვეულწილად ადამიანებთანაა დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*