fbpx

როგორ ვისუნთქოთ სწორად ?..

ავტორი ჟოლო
1,610 ნახვა

როგორ ვისუნთქოთ სწორად და როგორ გავლენას ახდენს ღრმა და ცნობიერი სუნთქვა ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ?!

დააყენეთ საათი ისე, რომ ყოველ ერთ საათში დარეკოს და ამ დროს ცნობიერად ისუნთქეთ.

3 – ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

შეიძლება საათმა ისეთ დროს დარეკოს, რომ გაიფიქრებთ – ახლა ამის დროა?! მაგრამ იცოდეთ, ცნობიერ სუნთქვაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ.

საბედნიეროდ ჩვენი ორგანიზმი ისე არის აწყობილი რომ სუნთქვის გარეშე ვერ ვცოცხლობთ რაც არ უნდა დაკავებული ვიყოთ, მაგრამ ცნობიერი სუნთქვა უფრო სასარგებლო და აუცილებელიც კი არის.

იცოდით თუ არა რომ 40% სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ, თუკი დღეში 11 წთ მაინც ცნობიერად არ ვსუნთქავთ? ცნობიერი სუნთქვა ხელს უწყობს გააკონტროლოს ჩვენი ემოცია და ქცევა.

ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად ჩვენ პრანასაც ვისუნთქავთ ანუ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ენერგეტიკული არხებით ორგანიზმში გადადის. პრანას გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ის განსაზღვრავს თქვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, შესაძლებლობებს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეინახოთ პრანა და საჭიროების შემთხვევაში სხეულს ადვილად მიაწოდოთ. ქვემოთ მოცემული სავარჯიშოს დახმარებით თქვენ გაარკვევთ თუ რამდენი პრანაა თქვენს ორგანიზმში.

30 წამის განმავლობაში დაიწყეთ ღრმად ჩასუნთქვა, შემდეგ ჰაერი მთლიანად ამოტუმბეთ ფილტვებიდან და სუნთქვა შეიკავეთ, მანამ სანამ შეგეძლებათ. ჯანმრთელობა 30 წამიდან იწყება. თუ კი 1 წთ შეგეძლებათ სუნთქვის შეკავება ეს ნიშნავს რომ საუკეთესო ფორმაში ხართ. ცნობიერი სუნთქვით, იოგით და მედიტაციის შეგიძლიათ პრანას რაოდენობა ორგანიზმში გაზარდოთ.

ადამიანთა 1/3 მკერდით ანუ ზედაპირულად სუნთქავს, რის გამოც სისხლს ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება და თავს დაღლილად და დასტრესილად გრძნობენ. მოჭერილი ტანსაცმელი, ცუდი დგომა, სიგარეტი და ჭარბი წონა ხელს უშლის ცნობიერი სუნთქვას და ბუნებრივია საწინააღმდეგოს უწყობს ხელს.

თუკი ჯერ არ იცით, გეტყვით რომ სუნთქვის ხარისხი თქვენი ცხოვრების ხარისხს განაპირობებს. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერი სუნთქვა.

თუკი სულ ცოტას შეეცდებით, სუნთქვა გააუმჯობესოთ, ანუ იმაზე ცნობიერად ისუნთქოთ ვიდრე ახლა სუნთქავთ, მკაფიო ეფექტს დაინახავთ. როდესაც სუნთქვის ტექნიკებს გაეცნობით და შეასრულებთ, დაელოდეთ ენერგიის მოჭარბებას.

რატომ ?

მშვიდ და ღრმა სუნთქვა აქვს დამამშვიდებელი და სასიცოცხლო ენერგიის ეფექტი. ის კარგია თქვენი იმუნიტეტისთვის, გაძლევთ ძალას და ცნობიერებას.

რაც უფრო ძლიერად სუნთქავთ მით უკეთესია. ამგვარად ის სტიმულაციას უკეთებს ლიმფურ ჯირკვლებს და სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს.

ყოველთვის როდესაც მუცელი ამოსუნთქვისას დაბლა ჩადის, ორგანოები სასიამოვნო მასაჟს ღებულობენ.

ცნობიერი სუნთქვა ასტიმულირებს ენდორფინების ანუ სიხარულის ჰორმონის გამომუშავებას.

ცნობიერი სუნთქვა ხელს უწყობს თავიდან ავიცილოთ და ადვილად გავუმკლავდეთ ნეგატიური ფიქრების შემოტევას( მაგ. შიში და თავდაუჯერებლობა). გვეხმარება ასევე შევინარჩუნოთ მოთმინება ყველა სიტუაციაში.

ღრმა, ცნონიერი სუნთქვა გეხმარებათ იყოთ აქ, აწყმოში, იმის მაგივრად რომ ფიქრებით სადღაც წარსულში ან მომავალში დახეტიალობდეთ.

რაც უფრო კარგად ამოისუნთქავთ მით უფრო მეტი სუფთა ჰაერი შევა ფილტვებში. იქმნება ვაკუუმი, რომელიც სწრაფადვე ივსება და ასეა ცხოვრებაც, როდესაც ცხოვრებიდან ვიღაცას ან რაღაცას ვუშვებთ სამყარო ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს.

6 ნაბიჯი

1. დაწექით ზურგზე, ხელები მუცელზე დაიწყვეთ ისე, რომ თითები ერთმანეთს ეხებოდეს. მოდუნდით!

2. ღრმად ჩაისუნთქეთ, ჩასუნთქვისაას მუცელი წინ გამოიწევა, ფილტვები ჰაერით ივსება და თითები ერთმანეთს შორდება.

3. შეავსეთ ფილტვები ბოლომდე ჰაერით და მოადუნეთ მხრები.

4. კიდევ დაამატეთ ჰაერი ფილტვებს და მხრები ოდნავ ზემომოთ წამოწიეთ.

5. ამოისუნთქეთ ცხვირით ისე, რომ ჰაერი მთლიანად ამოიტუმბოს ფილტვებიდან, მუცელი ჩადის ძირს და თითები ერთმანეთს ეხება.

6. კვლავ ღრმა ჩასუნთქვა…

დააკვირდით სუნთქვის პროცესს თუკი გიჭირთ ბოლომდე ღრმა ჩასუნთქვა, ჰაერის მიღება ან გიჭირთ ამოსუნთქვა, ე.ი ცხოვრებდან რაღაცის გაშვება გიჭირთ. ხოლო მათ, ვისაც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა თანაბრად კარგად შეგიძლიათ – ადვილად შემოგაქვთ ცვლილებები ცხოვრებაში.

სათ ნამ

მარინა კვატაია

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment