fbpx

როგორ ვიპოვოთ ბედნიერება საკუთარ თავში?

ავტორი ჟოლო
160 ნახვა

თითოეულ ჩვენგანში დიდი შინაგანი ძალაა, რომ ბედნიერება, სიმშვიდე, ჰარმონია საკუთარ თავში ვიპოვოთ და საკუთარ თავს თავადვე მივანიჭოთ. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამ ძალას ვერ ვაცნობიერებთ და ბედნიერებას გარეთ ვეძებთ – სხვა ადამიანებში, სიტუაციებში, ნივთებში და ა.შ. ასეთ დროს ყოველ ჯერზე ახალი განმამტკიცებელი გვჭირდება გარედან, რომ ბედნიერების შეგრძნება შევინარჩუნოთ…

საბედნიეროდ არსებობს შესაძლებლობა, რომ ბედნიერების წყარო საკუთარ თავში ვიპოვოთ, შიგნიდან შევივსოთ და ბედნიერება თავადვე გამოვასხივოთ. ბედნიერება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა ხდება, როდესაც ყველაფერი ზედმეტისგან ვთავისუფლდებით და საკუთარ თავს (ნამდვილს) ვუერთდებით.
პირადად მე ამაში მეხმარება ბაირონ ქეითის „სამუშაო“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური მეთოდია. „სამუშაო“ პირადად ბაირონ ქეითთან შევისწავლე, ქართულად ვთარგმნე და საქართველოში ჩამოვიტანე.

ლექციაზე მოგიყვებით ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ დახმარებით როგორ გავთავისუფლდეთ სტრესული ფიქრებისგან, წარმოდგენებისგან, გამოცდილებებისგან და როგორ ვიპოვოთ ბედნიერება საკუთარ თავში.
სიყვარულით, თინი ბასილაია

თინი ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტია, ის ფსიქოლოგიის, ქოუჩინგის და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ გამოყენებით ადამიანებს შინაგანი ძალის პოვნაში ეხმარება. თინის მისიაა მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შინაგანი ძალის პოვნაში დაეხმაროს.

დასწრება თავისუფალია

Generator 9.8 / გენერატორი 9.8საჯარო ლექცია: როგორ ვიპოვოთ ბედნიერება საკუთარ თავში @g 9.8

მსგავსი სტატიები

Leave a Comment