სად და როგორ “ვიპოვოთ” ახალი შესაძლებლობები — თამარ საგინაშვილის „კოდური სიტყვები“ | Jolo.ge


სად და როგორ “ვიპოვოთ” ახალი შესაძლებლობები — თამარ საგინაშვილის „კოდური სიტყვები“

სად და როგორ “ვიპოვოთ” ახალი შესაძლებლობები — თამარ საგინაშვილის „კოდური სიტყვები“

„მე ბიზნესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რაც ბევრმა ბიზნესმენმა შეიძლება არ იცოდეს — მე ვიცი „კოდური სიტყვები“, რომელთაც ნებისმიერი ადამიანში გენიალური და ამოუწურავი შესაძლებლობების საგანძურის გახსნა შეუძლია.“ — ამბობს „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი თამარ საგინაშვილი და იმ მამოძრავებელ კითხვებს, გვთავაზობს რომლებიც ჩვენს გონებას სწორ მიმართულებას აძლევენ, შესაძლებლობების დანახვა ბევრად უფრო გვიადვილდება.

 

თამარ საგინაშვილი, წარმატების ქოუჩი: „დიახ, პასუხების საგანძური და ყველა შესაძლებლობა ერთად არის თავმოყრილი თქვენს თავში. ოღონდ, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, სადაც საგანძურია, იქ ცხრაკლიტულიც არის და ცხრაკლიტულს კიდევ კოდური სიტყვის ცოდნა სჭირდება, მაგალითად, «სეზამ, გაიღე»-ს მაგვარი…

როგორც ცნობილია, ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანს ძალუძს ისეთი რამ გააკეთოს, რისი გაკეთებაც მას ნორმალურ მდგომარეობაში არაფრით შეუძლია.

მე დიდი ხანია არ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს და საერთოდ ტელევიზორს, არ ვყვები მასობრივ პანიკას, არასოდეს ვვარდები უიმედობაში, არ ვიძლევი რჩევებს თუ არ მთხოვენ და საერთოდ  არ მაინტერესებს პოლიტიკა.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარ გულგრილი იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება.

თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, ჯერ აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი პრობლემას და ასე ვთქვათ, «სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ».

ჩვენი დღევანდელი » სიმართლის თავლებში» კი ჩანს პესიმიზმი და უიმედობა, რომელიც სრულიად კონკრეტული და რეალური მიზეზებით არის გამოწვეული.

ამ სიტუაციაში «ვაიმე, რა ვქნა» და  «რატომ ვართ ამ დღეში» ზუსტად ის კითხვებია, რომლებსაც კარგად შეუძლია კიდევ უფრო დაამძიმოს მდგომარეობა.

სამაგიეროდ არსებობს ასე ვთქვათ, მამოძრავებელი კითხვები, რომლებიც ჩვენს გონებას სწორ მიმართულებას აძლევენ და ამუშავებენ არა ნეგატივზე, არამედ შესაძლებლობების დანახვაზე.

როგორც ყველა პრობლემას, კრიზისსაც სირთულეებთან ერთად შესაძლებლობებიც მოაქვს ადამიანებისთვის და ახალი გამოწვევებიც. კრიზისი ბიზნესისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ფერი და ჯოკია ცაავასთვის — გინება:)))) რომელმაც რეკორდი დაამყარებინა ამ მშვიდ ადამიანს.

ასეთი რადიკალური ხერხების გამოყენების აუცილებლობამდე რომ არ მივიდეთ:))))) ამიტომ სჯობს დროულად გამოვიყენოთ უფრო ცივილიზებული მეთოდი, რომელსაც კოუჩინგი ქვია.

104(1)

როდესაც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში მკითხეს, რას ურჩევდით ბიზნესმენებსო,  გულწრფელად ვთქვი, ბიზნესის მე არაფერი გამეგება და ამიტომ ვერაფერს ვურჩევ-მეთქი.

თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ პასუხი არასწორი იყო:))) მე ბიზნესი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რაც ბევრმა ბიზნესმენმა შეიძლება არ იცოდეს — მე ვიცი «კოდური სიტყვები», რომელთაც ნებისმიერი ადამიანში გენიალური და ამოუწურავი შესაძლებლობების საგანძურის გახსნა შეუძლია.

ამ ინსტრუმენტს, რომელსაც სწორი კითხვების დასმის ხელოვნება ქვია, ფლობს ყველა კარგი კოუჩი. და მის საოცარ  შესაძლებლობებში დარწმუნებულია ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ქონია შესაძლებლობა კოუჩის დახმარებით ესარგებლა.

კოუჩ-სესიის შედეგად მიღებულ შედეგებს ყველა თავისებურად აღწერს, ზოგი თავისუფლების შეგრძნებას უწოდებს ამას, ზოგი — განახლებას, ზოგი — გონების განათებას… მე ძალიან მომწონს როგორ აღწერა სამოტივაციო ტრენერმა და სპიკერმა, ავტორმა ბლოგისა «პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება» www.mebonia.com  ხვიჩა მებონიამ თავისი შეგრძნებები ერთ-ერთი სესიის შემდეგ. მისი გამოხმაურება ( და სხვებისაც) შეგიძლიათ აქვე, საიტზე, კოუჩინგის გვერდზე ნახოთ.:))) წაიკითხეთ, მოგეწონებათ:)))

საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის ისევე აუცილებელია ყავდეს საკუთარი კოუჩი, როგორც იურისტი ან ბუღალტერი. ზოგან მათ თანამშრომლების ბედნიერების მენეჯერს უწოდებენ, ზოგან — პროექტების წარმატების მენეჯერს:))))

მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატუსს მიანიჭებთ მათ. მთავარია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც გეხმარებათ გახსნათ ფარული უნიკალური პოტენციალი ( რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ჩანს) თქვენში, თქვენს თანამშრომლებში და თქვენს კომპანიაში და იპოვოთ გენიალური გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან.

თუ მილიონერების აზროვნებაზე წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ რაიმე, აუცილებლად გეცოდინებათ, რა პასუხს მიიღებთ წარმატების ექსპერტებისგან კითხვაზე: თუ მაქვს უკანასკნელი 100 ლარი და მეტი არაფერი, რა ვქნა?რასაკვირველია, უნდა დააბანდოთ საკუთარ ზრდაში — აიღოთ ინდივიდუალური სესია კოუჩთან ან იყიდოთ რაიმე სამოტივაციო კურსი…

ასე რომ, კითხვაზე, რას ვურჩევდი ბიზნესმენებს, სწორი პასუხი იქნებოდა: მე საერთოდ ვერ ვერკვევი ბიზნესში, მაგრამ სამაგიეროდ არაჩვეულებრივად ვერკვევი ადამიანების შესაძლებლობებში. ამიტომ თუ პრობლემები აქვთ, ვურჩევდი, იპოვონ კარგი კოუჩი და კარგი სამოტივაციო ტრენერი.

ეს შეიძლება არალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ  თუ თქვენ პრობლემების წინაშე დგახართ და ლოგიკურად ვერ პოულობთ გამოსავალს, მაშინ ისღა დაგრჩენიათ ან დანებდეთ ან არალოგიკური წინადადება მიიღოთ და სცადოთ მაინც:)))))

და როდესაც თქვენ პრობლემაში ახალ შესაძლებლობებს დაინახავთ, დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად კრიზისის «საჩუქარია», რომლის აღმოჩენაც თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში შეგეძლოთ.

წყარო: http://tamarsaginashvili.com/

ნანახია:(396)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

იაპონიის ერთ—ერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს


„თუ თქვენ ხშირად „იკვებებით“ Fast food ინფორმაციით“ — რამაზ გიგაური

ადამიანი ენერგიის ძირითად ნაწილს იღებს ჰაერისგან, წყლისგან და საკვებისგან. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სუფთა ჰაერს სუნთქავს, რამდენად სუფთა წყალს


როგორ მოვიპოვოთ სოციალური სტატუსი საზოგადოებაში?

XXI საუკუნეში თითქმის არ არსებობს სფერო, სადაც კონკურენტული გარემო არ სუფევდეს. სოციალური ადგილის მოპოვება ამ გარემოში დამხმარე არამატერიალური საშუალებების გარეშე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*