როგორ ვაქციოთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ 10 რჩევა | Jolo.ge


როგორ ვაქციოთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ 10 რჩევა

როგორ ვაქციოთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ 10 რჩევა

1) ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ენთუზიაზმს

ენთუზიაზმი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია საქმის დასაწყებად, მაგრამ მხოლოდ ის არ კმარა საქმის ხანგრძლივად გასაგრძელებლად. იმისთვის რომ ჩვენთვის საინტერესო საქმიდან შემოსავალიც მივიღოთ, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ თავდაუზოგავად ვიშრომოთ ჩვენი საქმის წინსვლისათვის. ამასთანავე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბაზრის კვლევა, თუ რამდენად არის მოთხოვნა ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროდუქტსა და/თუ მომსახურებაზე. გავარკვიოთ მთლიანი ბაზრის რა პროცენტს შეადგენს ის სეგმენტი, ვინც შეიძლება იყოს ჩვენი პოტენციური მყიდველი (მომხმარებელი).

2) მზად იყავით იმისთვის, რომ ბიზნესი მოითხოვს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს

თქვენ თუ გინდათ ბიზნესის დაწყება, იცოდეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ მის დასაწყებად გარკვეული ფინანსები. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იქნება: ინვენტარის შეძენა, მანქანა-დანადგარების შეძენა, ადამიანების დაქირავება. ბიზნესის დაწყებამდე უნდა გააკეთოთ ზუსტი სია იმ ხარჯებისა, რომელიც საჭიროა ამ ბიზნესის დასაწყებად. თუ გინდათ მიიღოთ შემოსავალი, მზად უნდა იყოთ ხარჯებისთვის.

3) ჩართულობა

რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს თქვენი ბიზნესის დაწყებიდან, უნდა იყოთ მუდმივად ჩართული პროცესებში, განსაკუთრებით კი მის საწყის ფაზაში. უნდა შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს სწრაფი და კომფორტული მომსახურება. თქვენ უნდა გამოირჩეოდეთ საუკეთესო სერვისით. თუ თქვენ პირადად არ ემსახურებით მომხმარებელს, აუცილებლად აკონტროლეთ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ.

4) კადრების შერჩევა

ბიზნესში მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული კადრი. აუცილებლად აიყვანეთ: კომპეტენტური, მონდომებული, ენერგიული და პასუხისმგებლიანი ადამიანები.

5) მოძებნეთ თანამოაზრენი

ხშირად ისაუბრეთ თქვენს გეგმებზე მეგობრებში, ნაცნობებსა და ნათესავებში. იქნებ გამოჩნდნენ თქვენი მოაზრენი, რომელთაც თქვენნაირი მიზნები აქვთ და ერთად გააკეთოთ დაგეგმილი ბიზნესი და მარტივად გადაინაწილოთ ფუნქციები.

6) დაგეგმეთ თქვენი ბიზნესი პატარ-პატარა ეტაპებად

თავიდან დაისახეთ მიზნად, რომ თქვენი დღიური მოგება იყოს ვთქვათ დღეში 100 ლარი. ხშირად დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ბიზნესიდან მივიღო მოგება დღეში 100 ლარი? რაც შეიძლება ხშირად დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა და ფოკუსირდით მასზე. თქვენი ტვინი იმდენად უნიკალური ფენომენია, რომ აუცილებლად გაგცემთ ამ შეკითხვაზე პასუხს, აუცილებლად მოგაწვდით იდეათა იმ გეგმას, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ თქვენს მყიდველს თქვენი პროდუქცია თუ მომსახურება, რომ მიიღოთ დღეში 100 ლარი მოგება და თქვენი მოვალეობაა ეს გეგმა სრულყოფილად შეასრულოთ. როცა მიაღწევთ 100 ლარიან ზღვარს, დაგეგმეთ 200 ლარი და ა.შ

7) გააფართოვეთ თქვენი ბიზნესის საზღვრები

როცა მე დავიწყე ჩემი ბიზნესის კეთება, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს არ იქნებოდა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისთვის შექმნილი მომსახურება, მინდოდა, რომ ჩვენი მომხმარებლები ყოფილიყვნენ რეგიონებიდანაც და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ესარგებლა ჩვენი სერვისით.

8) 1 წლიანი პერიოდი

მზად იყავით იმისთვის, რომ მინიმუმ 1 წელი თქვენი ბიზნესიდან მოგებას არ უნდა ელოდოთ, თუ ამისთვის არ ხართ მზად, მაშინ ნუ დაიწყებთ ბიზნესს. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიონერი რობერტ კიოსაკი ბიზნესის ასაწყობად საჭირო ვადად 3 წელს ასახელებს, მაგრამ ჩემი აზრით ამ ბოლო წლებში, იმდენად განვითარდა რეკლამის სხვადასხვა საშუალებები, რაც ხელს უწყობს ბიზნესის სწრაფ დამკვიდრებას ბაზარზე, რომ ეს ვადა შეგვიძლია 1 წლამდე შევამციროთ.

9) იბრძოლეთ თქვენი მიზნისთვის

თქვენ თუ შეგაშინათ პირველივე წინააღდეგობამ ან ხარჯების სიმრავლემ, მაშინ ბიზნესი თქვენი საქმე არ არის და აჯობებს დარჩეთ ისევ დაქირავებულ თანამშრომლად, რომელსაც გარანტირებული აქვს სიმშვიდე და ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. ხოლო თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი ყოველთვიური ხელფასი და გინდათ, რომ შემოსავლები გაზარდოთ და თანაც იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი, მაშინ მზად უნდა იყოთ წინააღმდეგობებისთვის, კონკურენციისთვის ბაზარზე, ძიებისთვის, თუ როგორ და რა სახით შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს თქვენი პროდუქცია, რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. მზად იყავით, რომ ბიზნესი მუდმივ მოქმედებათა ჯაჭვია.

 

10) მუდმივად იმუშავეთ თვითგანვითარებაზე

თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია თქვენივე დამოკიდებულება მის მიმართ, თუ რამდენად სერიოზულად უდგებით თქვენს საქმიანობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ” მაინც არ გაამართლებს” ან “მგონი შეცდომას უშვებთ”, მაშინ თქვენ არ დახარჯავთ ამ საქმის წინსვლისთვის დიდ დროს და ენერგიას, ამიტომ ეს ბიზნესი მართლაც დროებითი აღმოჩნდება და კრახით დამთავრდება, ხოლო თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწორ გზას ადგახართ და კიდევ უფრო მეტი ძიების პროცესში ხართ, მეტი შემოსავლის მისაღებად, მაშინ თქვენი იმედი გამართლდება. გახსოვდეთ, რომ განმსაზღვრელი ფაქტორი თქვენი საქმიანობის წარმატებისა ხართ თავად თქვენ და თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ. თქვენ უნდა იყოთ მუდმივ ძიებაში, მოიძიოთ ინფორმაციები რით შეიძლება დააინტერესოთ ადამიანები, რა გარემო ფაქტორები განსაზღვრავენ, მათ მსყიდველობით უნარს, რა ფსიქოლოგიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოთ მათზე. რა უფრო მოთხოვნადია ბაზარზე, რა არის ის ნიშა, რითაც თქვენი კონკურენტი ფირმები აინტერესებენ მყიდველებს. უნდა მოიძიოთ ყველა ეს მასალა, არსებობს ინტერნეტ სტატიები, კვლევები, სტატისტიკური მონაცემები, თუნდაც უბრალო გამოკითხვები. მოიძიეთ ლიტერატურა მენეჯმენტზე, ბიზნესზე, მარკეტინგზე. გაეცანით მათ და გაანალიზეთ ის რჩევები, რომელთაც ამ მასალიდან მიიღებთ. გაატარეთ ამ რჩევების უმრავლესობა, თქვენს ბიზნესში, რომ გაზარდოთ თქვენივე შემოსავალი.

ეს თემა ძალიან ფართოა და მოიცავს ათასობით ასეთ სტატიას და წიგნს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორები იმისა, თუ როგორ უნდა აქციოთ თქვენი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ. თუ ფიქრობთ რომ ძალიან ბევრია ეს ჩამონათვალი თქვენთვის, იცოდეთ, რომ ეს ასე არ არის. მერწმუნეთ ამ ყველაფერს დიდი სიხარულით, ენთუზიაზმით და ინტერესით გააკეთებთ, თუ წამოიწყებთ ბიზნესს იმ სფეროში, რომელიც მოგწონთ და გაინტერესებთ. ჩემი რჩევა იქნება, არ დაიწყოთ ბიზნესი, მანამ სანამ არ მიხვდებით თუ რომელ სფეროში გრძობთ თავს, როგორც “თევზი წყალში”.

 

გისურვებთ წარმატებას!

სტატიის ავტორი: მაია ხავთასი

წყარო: maiakhavtasi.wordpress.com

ნანახია:(113)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

30 დღიანი ექსპერიმენტის ძალა

„შეუძლებელია გადავწყვიტოთ პრობლემა აზროვნების იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა“ /ალბერტ აინშტაინი/ ადრე თუ გვიან, ალბათ ადამიანთა უმრავლესობა მიდის იმ ეტეპამდე,


რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ?

„ქალი თუ ბედნიერია, ის თავისი სიყვარულით ამშვენებს და ანათებს სამყაროს“ — ამბობს, „ქალურობის სტუდიის“ მფლობელი და ენერგეტიკული პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი ევგენია დრონი.  ევგენია დრონი: მიყვარს ენერგიებთან


„ეს ყველა წარმატებული ადამიანის არჩევანია!» — ხათუნა მუზაშვილი

„სანამ გეშინიათ შეცდომების დაშვების, ისინი( შეცდომები) თქვენი მტკივნეული თანამგზავრები იქნებიან….  ნუ ეცდებით იყოთ „შეუცდომელი“…. უბრალოდ მიიღეთ და გაითავისეთ“ – წერს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<