როგორ უნდა ვიპოვოთ მიზანი? | Jolo.ge


როგორ უნდა ვიპოვოთ მიზანი?

როგორ უნდა ვიპოვოთ მიზანი?

ადრე, ბლოგზე გაგაცანით ნ. ჰილის მიერ შემოთავაზებული მიზნის დასახვის ხერხი. არ ვიცი რამდენად დაგეხმარათ, მაგრამ დღეს, მინდა ჩაიხედოთ საკუთარ თავში და გასცეთ კითხვას პასუხი — გაქვთ თუ არა ოცნება?

თუ გაქვთ, ძალიან კარგი, გილოცავთ და გისურვებთ განხორციელებას.

და თუ არა, მაშინ შემოგთავაზებთ პრაქტიკას.

უფრო გასაგები და მკაფიო რომ გახდეს, თუ რა არის ოცნება? საჭიროა, გავაკეთოთ პრაქტიკული სამუშაო.

რას იტყვით, გადავიდეთ პრაქტიკაზე?

გავაკეთოთ სწრაფად!

სანამ, უშუალოდ პრაქტიკულ სამუშაოზე გადავალთ გავიაროთ შემდეგი ტესტი:

ტესტი N1:

თქვენ გაქვთ 30 წამი პირდაპირ ახლავე ჩამოწერეთ 3 რამ — ყველაზე მეტად, რა გინდათ ცხოვრებაში.

დავიწყეთ: 30. 29, 28, 27, 26….

შესაძლებელია, თქვნ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა.

და თუ გაეცით პასუხები, იქნებოდა შემდეგნაირი: ახალი სახლი, ახალი ბინა, ბევრი ფული…

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ იცით დანამდვილებით რა გინდათ (თუ იცით — გილოცავთ, ერთი ნაბიჯით წინ ხართ, სხვებთან შდარებით).

თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცით — რა არ გინდათ!

ტესტი:N2

თქვენ გაქვთ 30 წამი. პირდაპირ, ახლავე ჩამოწერეთ 3 რამ, რისგანაც გინდათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად განთვისუფლდეთ.

დავიწყეთ: 30. 29, 28, 27, 26….

იმის შემდეგ, რაც შეასრულებთ ზემოთ მოყვანილ ტესტს, დავუბრუნდეთ ჩვენს პრაქტიკულ სავარჯიშოს.

დავიწყოთ!

ყურადღება: ქვემოთმოყვანილი ოთხივე ნაბიჯი, არის პრაქტიკული გასაკეთებელი!

წასაკითხი კი არა… აიღეთ კალამი, რვეული და შეუდექით… რას უცდით… გელოდებით 🙂 …

წაკითხვის დროს, შეასრულეთ სავარჯიშო ქაღალდზე წერით (ნუ დაბეჭდავთ)

ნაბიჯი 1:

მე, რა არ მინდა?

გახსენით რვეული, აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ, რაც არ გინდათ ცხოვრებაში. დაახლოებით შემდეგნაირად:

არ მინდა სამსახურში სიარული

არ მინდა ყოველ დილით ადრე ადგომა

მე არ მინდა რომ ჩემი ბავშვები გაიზარდონ სიღარიბეში

მე არ მინდა ამ „დარნდულეტზე“ სიარული.

ახლა, ნუ იფიქრებთ დატალებზე. იზრუნეთ მხოლოდ იმაზე, რომ ჩამოწეროთ დაახლოებით 50-ზე მეტი პუნქტი. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ დეტალური და ზოგადიც.

ნაბიჯი N2:

რა მინდა?

ახლა, გავაკეთოთ საპირისპირო რამ. ამოირჩიეთ 1 პუნქტი, სიიდან „რა არ მინდა“ და მიუწერეთ, გადაიყვანეთ ის დადებით ფორმატში:

არ მინდა სამსახურში სიარული – მე მინდა ფულის გამომუშავება სახლიდან

არ მინდა ყოველ დილით ადრე ადგომა – მე მინდა ავდგე მაშინ, როცა გამეღვიძება

მე არ მინდა რომ ჩემი ბავშვები გაიზრდონ სიღარიბეში – მე მინდა ჩემი ბავშვების უზრუნველყოფა, ნათელი მომავლით

მე არ მინდა ამ „დარნდულეტზე“ სიარული – მე მინდა Mercedes-Benz შავი 2015 Braus AMG GT S C190

….

და შეავსეთ სია იმითი, რაც გინდათ.

ჯამში კარგი იქნება თუ გამოგივათ 100 პუნქტი.

ნაბიჯი N3:

თქვენი სურვილების კონკრეტიზირება

(აუცილებლად შეასრულეთ სავარჯიშო ქაღალდზე წერით).

დავალება ნელ-ნელა რთულდება და თქვენგან მითხოვს გარკვეულ ძალისხმევას.

ყოველი პუნქტი, სიიდან „მე რა მინდა“ მაქსიმალურად უნდა დააკონკრეტოთ და რაც, ზუსტად გაკეთებთ, მით უკეთესი.

მაგ: „მე მინდა ფულის გამომუშავება, სახლიდან გაუსვლელად“. უნდა დააკონკრეტოთ შემდეგნაირად:

„მე მინდა დავკავდე ისეთი საქმით, რომლის შედეგად ფული მოვიდეს ჩემთან სახლში ყოფნით. მიუხედავად იმისა, ვუთმობ თუ არ ვაუთმობ საქმეს დროს. მინდა შევქმნა ჩემი ბიზნესი ინტერნეტით. მაგალითად, ელექტრონული წიგნების გაყიდვა. მე ვგეგმავ, ჩემი საიტის მეშვეობით გავყიდო ელექტრონული წიგნები, ვაწარმოო კონსულტაციები ინტერნეტით და დავეხმარო სხვებს წარმატების მიღწევაში“

თუ ამას ვერ შეძლებთ დამოუკიდებლად, შეგიძლიათ მიმართოთ ქოუჩის მომსახურებას.

დაახლოებით, ასე იმუშავეთ თითოეულ პუნქტზე!

გეთანხმებით, ამას სჭირდება დრო და ძალისხმევა. ეს შრომაა, მაგრამ შედეგად, თქვენ გაერკვევით თქვენს სურვილებში და იმაში, რა გჭირდებათ დანამდვილებით.. არ არის აუცილებელი ეს აკეთოთ ყოველ დღე, მაგრამ კარგი იქნება თუ დაუთმობთ დაახლოებით, ერთ კვირას. გაიაზრეთ პასუხები. თუ თქვენ არ იცით, რა ავტომობილი გსურთ, მოიძიეთ ინტერნეტში, იკითხეთ ახლობლებში ან დაგუგლეთ. მთავარია, შერჩეული ავტომობილი, თქვენში იწვევდეს ემოციებს. ამ პუნქტის შესრულებით, თქვენ შეხვალთ ადამიანების იმ 5%- ში, რომლებმაც ზუსტად იციან  რა უნდათ.

ნაბიჯი 4:

თქვენი სურვილების ვიზუალიზაცია

არ დაიზაროთ ამ ნაბიჯის გადადგმა.

მისი არსი მდგომარეობს შემდგომში, რომ იპოვოთ ყველა სურვილის შესაბამისი სურათები, ნახატები. ახალა, როცა ინტერნეტი ასეთი ხელმისაწვდომია, სურათების მოძიება არ გაგიჭირდებათ. ტვინი აპერირებს სურათებით. ყველა ინფორმაცია, რასაც მას აწვდით გადაყავს სურათებში, მას სხვანაირად არ შეუძლია გაიგოს. ამიტომ მიაწოდეთ თქვენს გონებას, ისე, რომ მან შეძლოს იმის გაგება, თუ რა გინდათ.

როგორ გამოვსახოთ აბსტრაქტული ობიექტები?

მხოლოდ და მხოლოდ ასოციაციებით, შეგრძნებებით.

მაგ: ქორწილი, დასვენება…

მე არ მინდა სამსახურში სიარული: წარმოიდგინეთ, თქვენს ანგარიშზე დევს 500 000 $. გადმოტვირთეთ ინტერნეტიდან ვიღაცის ბალანსის სურათი და ფოტოშოპში დაამუშავეთ.

როცა მორჩებით სურათების შერჩევას, დაბეჭდეთ შერჩეული ყველა სურათი 10×15 და შექმენით ალბაომი. ეს იქნება თქვენი სურვილების ალბომი.  დღეში ერთხელ დაათვალიერეთ სურათები. მათ შორის ყველაზე კარგები დაბეჭდეთ 30×45 ან 30×40 და დაკიდეთ თქვენს ოთახში, კედელზე. ისინი შეგახსენებენ თქვენს სურვილებს. გეთანხმებით, ეს არის უჩვეულო რამ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დაგეხმარებათ დასახული მიზნისკენ სვლაში და ჯამში მიღწევაში.

დააყენეთ, სურვილის შესაბამისი სურათი, თქვენი კომპიუტერის, მონიტორის ეკრანზე. ერთ -ერთი სურათი მიამაგრეთ მაცივარს…

ამის შემდეგ, გადადით შესაბამის მოქმედებებზე. რაც მთავარია, ყური უგდეთ სამყაროს გზავნილებს შესაძლებლობების, იდეების სახით. მიიღეთ, აიღეთ და აღასრულეთ…

დარწმუნებული ვარ, მიხვდით იდეას.

არ მისცეთ არავის… ვიმეორებ, არავის  და არაფერს არ მისცეთ უფლება, ხელი აგაღებინოთ ოცნებაზე, დაგიმსხვრიონ მიზნები!

ამ ნაბიჯების შესრულებით იპოვით ოცნებას, გარდასახავთ მას მიზანში, შემდეგ მოქმედებებში და ის რაც ასე ძალიან, ძალიან გინდოდათ შესრულდება!

გისურვებთ წარმატებებს!

ნანახია:(127)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ყველაზე ძლიერი აფირმაციები, რომელიც დაკავშირებულია »ბა-გუას» ენერგეტიკასთან

აფირმაცია ეს არის ენერგია, რომელსაც ადამიანი ფიქრისა და სიტყვის საშუალებით იზიდავს. შესაძლოა, ვიღაც არ დაგვეთანხმოს და თქვას, რომ მისი ფიქრის


წარმატების 10 წესი FedEx-ის დამფუძნებლისგან

ფრედერიკ სმიტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საკურიერო ქსელის FedEx-ის დამფუძნებელი და მმართველია. 2014 წელს ის მსოფლიოს 50 უდიდეს ლიდერს შორის 26-ე


ბედნიერება არჩევანია!

ბედნიერება, როგორც წესი, ადამიანების მთავარი ცხოვრებისეული ამოცანაა. როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? — როდესაც სახლი მექნება, ბედნიერი ვიქნები. როდესაც ვალს გადავიხდი, ბედნიერი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*