როგორ უნდა შეარჩიოთ მზის სათვალე? | Jolo.ge


როგორ უნდა შეარჩიოთ მზის სათვალე?

დასაწყისისთვის უნდა გავერკვეთ მასალაში. მთავარი კრიტერიუმებია: ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება. დღესდღეობით მწარმოებლები ამას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ე.წ ჩარჩო-ნაწილის მასალა მსუბუქი, ჰიპოალერგიული უნდა იყოს, ხოლო ლინზები- ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი.

მზის სათვალე, რომელსაც პლასტიკის ლინზები აქვს, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე შუშის ლინზებიანი: ისეთ ნამცეცებად არ დაიმსხვრევა რომ დაგვაზიანოს. მაგრამ ნაკლიც აქვს: პლასტიკის «შუშა» ადვილად იკაწრება და ხშირად ამახინჯებს გამოსახულებას, ჩვეულებრივი შუშა კი საშუალებას იძლევა, სათვალე მათაც გამოიყენონ, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს- ოპტიკურ სალონებში ყოველთვის შეიძლება, რამდენიმე სახის მზისგან დამცავი შუშის არჩევა დიოპტრიებით.

შემდეგ, შუშის ფერი უნდა განვსაზღვროთ. თანამედროვე წარმოებისთვის ფერი პრობლემა არაა: წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი შუშა არავის გააკვირვებს. ზოგი ფერი გარემოს ფერსაც შეცვლის, თუმცა რა თქმა უნდა, ვარდისფერი სათვალით სამყაროს თვალიერება დიდი სიამოვნებაა! და მაინც, ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ნეიტრალური ფერის მზის სათვალე ავარჩიოთ, რომ თვალი არ გაღიზიანდეს.

ვირჩევთ მწარმოებელს და ვათვალიერებთ მარკას: ხარისხიან მზის სათვალეს აუცილებლად აქვს სერთიფიკატი საჭირო ინფორმაციით. პირველ რიგში, ულტრაიისფერი სხივების დახშობის უნარი. რაც უფრო მაღალია V მაჩვენებელი, მით უკეთესია სათვალე. ყველამ იცის, რომ ულტრაიისფერ სხივებს სრულად მხოლოდ შუშა ანეიტრალებს. პლასტიკისთვის კი კარგ მაჩვენებლად 80-90 % ითვლება.

საუკეთესოდ მიიჩნევა: ბრიტანული- S2742, გერმანული- 58217 და ამერიკული SI Z80 სტანდარტების შესაბამისი სათვალე. ამოიწერეთ ეს ნიშნები და ეძებეთ მოდელზე. თუ ასოების ან ციფრების ადგილი შეცვლილია, თქვენ უხარისხო სათვალეს ათვალიერებთ!

დასასრულს, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ხარისხიანი მზის სათვალის ბაზრობაზე, ან მეტროს გადასასვლელებთან ყიდვა, ფაქტობრივად შუძლებელია. მაღაზიებში კი თვალებისთვის საიმედო დაცვა მხოლოდ საგულდაგულო შესწავლის შემდეგ აარჩიეთ.

ნანახია:(294)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სათვალე

Related Articles

„ვინ წარმოიდგენდა, რომ წამალი, რომელიც ვერ გავიყავით …“

მეგობარი (თანაკურსელი) გაგვიხდა ავად. დეფიციტური მედიკამენტები სჭირდებოდა და «ჩაშკას» მივაკითხეთ… მოგვიბოდიშა, მე აღარ მაქვს, მაგრამ ვიცი კაცი, რომელსაც შეიძლება ჰქონდესო…


„ცხოვრებაში, რომლის სიგრძეც ნახევარი ამოსუნთქვაა, არაფერი დაგეგმო, სიყვარულის გარდა…”

“უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ


როგორ გავაგრილოთ სასმელი სწრაფად და მარტივად (ვიდეო)

ზაფხულში გრილი სასმელის დალევა ძალიან სასიამოვნოა, გასაგრილებლად კი ხშირად გვიწევს მასში ყინულის კუბიკების დამატება, რაც გემოს უკარგავს. ნახეთ საინტერესო მეთოდი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<