როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე | Jolo.ge


როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

იაპონიის ერთერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელსაც იმ მხარეში განსაკუთრებული უხეშობითა და სისასტიკით იცნობდნენ.

მისი საყვარელი მეთოდი მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში იყო, რითაც მწყობრიდან გამოჰყავდა ისინი. განრისხებული ადამიანები მას ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებულნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და მარცხდებოდნენ.

ამ ახალგაზრდამ მოხუცის დაცინვა და ლანძღვა-გინებაც დაიწყო. აფურთხებდა, უძლურს, მშიშარასა და ლაჩარს უწოდებდა. მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან მუშაობას. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და იქაურობა გაღიზიანებულმა დატოვა.

მოსწავლეები გააოცა მოხუცი სამურაის მოთმინებამ – მან ხომ ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ამიტომ ჰკითხეს:

-რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე მიუგო:

– თუ თქვენ საჩუქარს მოგიტანენ, მაგრამ მას არ აიღებთ, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?

– რა თქმა უნდა, იმას, ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა, – უპასუხეს მოსწავლეებმა.

– იგივე ხდება ლანძღვა-გინების, შურის, ბოღმისა და სიძულვილის შემთხვევაშიც. სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა.

 

ნანახია:(16875)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს და ყველაფერი ხდება იმ დროს როცა უნდა ხდებოდეს»

⚜️⚜️⚜️⚜️ ნებსით თუ უნებლიეთ… ალბათ, უფრო ნებით, დღეს აღმოჩნდით ისეთ გარემოებებში, რაც თავად შექმენით თქვენი აზრებით ემოციებით და ქმედებებით. ⚜️⚜️⚜️⚜️


„შეჩერდით! ეს ჩიხია“ — ოშო

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავს სიხარული მიანიჭოთ. ეძებეთ სიხარული თქვენში. თუ ფიქრობთ, რომ სიხარულს საყვარელი ადამიანი მოგანიჭებთ, ცდებით. როგორც კი


«თუ გაწუხებთ შფოთვა, ეჭვიანობა, დეპრესია“ — ანიტა მორჯანი

დღეს ვისმენდი ანიტა მორჯანის ინტერვიუს, რომელიც კლინიკური სიკვდილის შემდეგ ორ კვირაში განიკურნა სიმსივნის ბოლოს სტადიისგან და მინდა გაგიზიაროთ მისი რამდენიმე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*