როგორ უნდა მოიქცე, როცა მას აღარ უყვარხარ? — 5 რჩევა | Jolo.ge


როგორ უნდა მოიქცე, როცა მას აღარ უყვარხარ? — 5 რჩევა

როგორ უნდა მოიქცე, როცა მას აღარ უყვარხარ? — 5 რჩევა

გთავაზობთ ფსიქოლოგთა რჩევებს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცე, როდესაც საყვარელ ადამიანს აღარ უყვახარ და შენგან მიდის. 

 

რჩევა პირველი — 2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

 

მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა – კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ ღირსებას – განა ამას იმსახურებთ?!

 

თავიდან მოიცილეთ შავბნელი ფიქრები, დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულიც უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.

 

რჩევა მეორე — “პასტერის მეთოდი” — ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა, რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.

 

რჩევა მესამე — “დერომანტიზაცია” უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებთ, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.

 

რჩევა მეოთხე — “გონს მოდით”, ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ეფემერულ ხიბლზე გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.

 

რჩევა მეხუთე — მორჩით სიყვარულს! — შეწყვეტილი სიყვარული ჩვენი ცნობიერების ნაკადში «იჭედება» და აზრთა ნორმალურ დინებას უშლის ხელს. ადამიანი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ფიქრებში სატრფოს ესაუბრება, ეჩხუბება, პატიობს… სწორედ ეს გვიშლის ხელს მუშაობაში, სწავლასა და ძილში. გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერს, გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. «მოხსენების» მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამ წუთას და წერტილი დასვით. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე, ჭამეთ ბევრი შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ის ვეღარაფერს დაგიშავებთ წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.

 

 

წყარო:http://droni.ge/

ნანახია:(1210)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან»_ ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური გამონათქვამები

1)დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული. 2)გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის


ის, რაც კაცებზე უნდა იცოდეთ…

  თუ მამაკაცებისთვის ქალების ფსიქოლოგია ამოცანას წარმოადგენს, ასევე არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ძლიერ სქესთან დაკავშირებით. როგორები არიან და რა სურთ


ნატვრის ხე

წლების წინ ერთ მონასტერში ხე გავიცანი.ზოგადად ხეებზე კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ამ ხეს ერთი დიდი ნაკლი ქონდა — ღმერთს ეტოლებოდა…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<