როგორ უნდა გაზარდო სიყვარული საკუთარ თავში?

by admin | Январь 3, 2019 13:46

საკუთარი თავის სიყვარული რომ მნიშვნელოვანია ამაზე ბევრს ვწერთ და ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მდგომარეობას, როგორ უნდა გამოვიწვიოთ სიყვარული, რომელსაც ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ვგრძნობთ?

დღეს ძალიან მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ტექნიკა, რომელიც პრაქტიკულად დაგეხმარებათ ამაში და იგი ვისწავლე ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლისგან, ვიტალისგან და იმასთან ერთად რომ საკმაოდ მარტივია, ძალიან ეფექტურია.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევივსოთ სხვების დახმარებით. მუდამ მთხოვნელის პოზიციაში ვართ. ველოდებით როდის მივიღებთ სიყვარულს გარშემომყოფებისგან თუ ახლო და საყვარელი ადამიანებისგან და ბოლოს იმედგაცრუებული ვართ, რადგან თითქმის ყველა იგივე მოთხოვნილებებით მოქმედებს, რითაც ჩვენ. გარდა ამისა სიყვარული არაა მიღება, ან სასურველი ადამიანის პოვნა, რომლისგანაც ამ გრძნობის მიღება მოგვინდება. რეალურად სიყვარული გაცემას უკავშირდება, როდესაც სავსე ხარ გრძნობით და გინდა ეს სხვას გაუზიარო. ასხივებ ენერგიას და უბრალოდ არ შეგიძლია ეს ყველაფერი შენში შეინახო იმდენად სავსე ხარ.

მაშ ასე როგორ უნდა გაზარდო სიყვარული საკუთარ თავში?

ამისთვის უნდა აპრაქტიკო გაცემის ტექნიკა. დილით, როდესაც ადგები წაიღე სახლიდან რაიმე პატარა — ხილი, ტკბილეული ან ნებისმიერი რამ. მთელი დღის განმავლობაში შეგხვდებიან ადამიანები, რომლების მიმართაც იგრძნობ, რომ მათ სჭირდებათ სითბო. უსურვეთ ამ ადამიანს მშვიდობა. იგრძენით ეს მთელი გულით და მიეცით ის რაც გაქვთ. და ეს ეკონომიკური კანონების წინააღმდეგ მოქმედებს — რაც მეტს გასცემთ, მეტს იღებთ. ❤️ მეტ სიყვარულს გასცემთ და მეტად იქნება სავსე მისით თქვენი ცხოვრება.ა

ლილა

ნანახია:(2291)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-unda-gavzardot-siyvaruli-sakutar-tavshi/