როგორ უნდა დაინახო საკუთარი სული | Jolo.ge


როგორ უნდა დაინახო საკუთარი სული

როგორ უნდა დაინახო საკუთარი სული

„ანტიკვარების მაღაზიაში გამყიდველი მეუბნება — ეს სარკე ძალიან ძველია, 200 წლისაა, არ ღირს ძვირი, არ ინანებთ თუ შეიძენთ.
დავდექი სარკის წინ ვიფიქრე — ღმერთო, რამდენმა ადამიანმა ჩაიხედა ამ სარკეში და რამდენი გაქრა ამ ქვეყნიდან უკვალოდ.
ვიდექი სარკესთან და მივხვდი, სულს ვერასოდეს დაინახავ სარკეში.
სული რომ დაინახო, უნდა აიღო ფურცელი და საწრკალამი, კარგად უნდა დაფიქრდე და დაწერო, რამდენი და რა სიკეთე გააკეთე. მერე უნდა დაწერო, რამდენს ატკინე გული, არ აქვს მნიშვნელობა მართალი იყო თუ მტყუანი.
და მთავარი.
დაწერე, რა გაუკეთე საკუთარ თავს, როგორ და რა პატივი მიაგე. როგორ იცხოვრე და როგორ ცხოვრობ დღეს. როგორ დააფასე საკუთარი შრომა და რა შეგრჩა ხელში.
სულის სარკე ჩვენი გაკეთებული სიკეთეა,
მაგრამ თუ საკუთარ თავს და საქმეს არ გაუფრთხილდი, ამას უღმერთობა ჰქვია.
თავს ვიმშვიდებთ და ვამბობთ — ღმერთის ნებაა ჩვენი მომავალი.
ღმერთის ნება ვერ იქნება, რადგან უფალმა მოგვცა ნება, ჩვენ ვიყოთ ჩვენი თავის უფალი.
ჩვენ განვაგებთ ჩვენს მომავალს ჩვენი ქმედებით.
საკუთარი თავის სიყვარულისთვის გინი გვიბოძა ღმერთმა.
გაეცი კითხვას პასუხი — ვინ ხარ შენ, რა შეგიძლია, რა შექმენი, როგორ იცხოვრე, რას მასღწიე და რამდენი ერთგული ადამიანი გყავს გვერდით. პასუხის შრმდეგ შეგიძლია დაინახო, ვინ ხარ შენ სინამდვილეში.
თუ გულმართალი ხარ და არ იტყუებ თავს, ადვილად ჩაიხედავ და დაინახავ სულს.“

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(1582)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კონკიას ახალი „ლუქი“ ანუ, რამ მოუტანა ბედნიერება ცნობილი ზღაპრის გმირს

რა მნიშვნელობა აქვს, რა მაცვია, მთავარია, რა მაქვს თავში. თქვენც ასე ფიქრობთ? რასაკვირველია, შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ აზრი არ აქვს. მაინც


„პრობლემები ეს წყალობაა, რადგან სწორედ მათი წყალობით შეიმეცნებ ჭეშმარიტ „მე“-ს“

თუ კი გაქვთ პრობლემები, დავუშვათ — ვინმე გაბრაზებთ.  მაშასადამე, თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში… — რაღაცაში ძალიან ცდებით. — ვერ ან


როგორ მოვიქცეთ წარუმატებლობის დროს?

სიტყვა წარუმატებლობა ძალიან ბევრ ადამიანში არის ასოცირებული სისუსტესთან, დემოტივაციასთან, სტრესთან. ძალიან ბევრი ადამიანისთვის, განცდილი ერთი წარუმატებლობაც კი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*