როგორ შევქმნათ 2019 წლისგან შედევრი? | Jolo.ge


როგორ შევქმნათ 2019 წლისგან შედევრი?

როგორ შევქმნათ 2019 წლისგან შედევრი?

ამბობენ, რომ ახალ წელს, თუ სწორად დაისახავ მიზანს, ის აუცილებლად აგისრულდებაო.

— მზად ხარ 2019 წელი ნამდვილ შედევრად აქციო?

ალბათ შენი პასუხია «კი». ჰოდა, თუ ასეა, მაშინ გამოყავი რამდენიმე წუთი და ერთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები ასრულდა. მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა, მათი სწორად ჩაფიქრება.

იმისათვის, რომ დასახო B წერტილი, პირველ რიგში, საჭიროა მოახდინო საკუთარი A წერტილის იდენტიფიცირება, შემდეგ კი სამოქმედო გეგმის შექმნა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

მოდი ასე გიპასუხებ…

გეგმა — ეს არის სივრცე A წერტილსა და B წერტილს შორის და თუ უცნობია A წერტილი, ესეიგი არ არსებობს საყრდენი და შედეგიც არაეფექტური იქნება.

ამიტომ, შეხედეთ თქვენს სასურველ წარმოსახვით სურათს [B წერტილი] და შეადარეთ თქვენს ამჟამინდელ რეალობას [A წერტილი]. ეს თავმოყვარე ადამიანისთვის შეიძლება ძალიან მტკივნეული სურათი იყოს, მაგრამ ნუ გეშინიათ — ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

დაიმახსოვრეთ, რომ პრაქტიკულად ყველა მსოფლიო დონის წარმატების ისტორია იწყებოდა, იწყება და დაიწყება ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც მომავალ გენიოს/მილიონერს/მეცნიერს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა ედგა.

აქ კი ერთი ფორმულაც ამოტივტივდა: სწორედ ეს ”თავდაყირაა” ის ნაპერწკალი, რომელიც ცვლილებებისათვის აუცილებელ ნიადაგს ქმნის და ჩნდება იმპულსი მოქმედებისათვის.

თუ გსურთ შეიქმნათ კომფორტი, შეიქმენით დისკომფორტი!

ახლა თქვენი ამოცანაა — 100%-იანი პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე და შეგნებულად მიუჯდეთ შტურვალს, სახელწოდებით „ჩემი ცხოვრება“.

მაგრამ სანამ ღია ზღვაში გახვალთ, რაც შეიძლება მყარად დაიჭიროთ ხელში „თქვენი ცხოვრების“ შტურვალი. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა და თქვენი გემის ამჟამინდელი მდგომარეობის გულახდილი შეფასება.

ე.ი. თქვენ უნდა გასცეთ ამომწურავი პასუხი კითხვაზე: სად ვიმყოფები ამჟამად?

გირჩევთ, ეს სავარჯიშო გააკეთოთ ფურცელზე, იმიტომ რომ, ის რაც იწერება ხელით, ფლობს გაცილებით დიდ აზრს, ძალას და ენერგიას, ვიდრე ის, რაც ფიქსირდება მაგ. კომპიუტერში.

ახლა კი პრაქტიკული მოქმედების დრო მოვიდა და მოდით გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე.

 მიზნები:

ფურცლის მარცხენა მხარეს დაწერეთ: სად ვიმყოფები ამჟამად? მარჯვნივ: სად მინდა, აღმოვჩნდე ერთი წლის შემდეგ?

პირველ რიგში მინდა გამოვყო 4 საკვანძო სფერო, რომლებიც აუცილებლად უნდა დაბალანსდეს და განვითარდეს, თუ რა თქმა უნდა, ადამიანს უნდა, იყოს ბედნიერი. ეს სფეროებია:

პერსონალური განვითარება [შQ].

ფინანსები [IQ].

ჯანმრთელობა [PQ].

ურთიერთობები [EQ].

დავიწყოთ უმნიშვნელოვანესი კატეგორიით, რომლის მწყობრში მოყვანის გარეშეც, წარმატება შეიძლება სიზმარშიც კი არ დაესიზმროს ადამიანს:

პერსონალური განვითარება

პერსონალურ განვითარებაში ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ საკვანძო ფაქტორებს, როგორებიცაა ცნობიერება, ცოდნის მიმართ გახსნილობა, მიღება, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, მიღებული ცოდნის შესისხლხორცება, ცხოვრებაში დანერგვა და გამოყენება. ასევე, გულის საქმე და ფასეულობის გავრცელება.

თქვენ იცით, რომ რეგულარული ვარჯიში საუკეთესო შედეგებს იძლევა სპორტში, ის შესანიშნავად აისახება ჯანმრთელობაზე და არაჩვეულებრივ იერს აძლევს ადამიანის სხეულს.

ნებისმიერ საქმეშიც ანალოგიური პრინციპი მოქმედებს, მხოლოდ პროფესიონალურ მიდგომას [ე.ი. რეგულარულ ვარჯიშს] მიყავს ადამიანი გარდაუვალ წარმატებამდე.

თუ მუსიკოსი არ დაუკრავს თავის ინსტრუმენტზე მრავალი წლის განმავლობაში, ის ვერასოდეს გახდება ცნობილი და პოპულარული. თუ მწერალი არ დაწერს რეგულარულად, ის ვერასოდეს გამოსცემს წიგნს. თუ ბიზნესმენი ეფექტურად არ მართავს თავის ბიზნესს, ის ვერ მიიღებს მოგებას და გაკოტრდება.

ზუსტად ასეა პერსონალურ განვითარებაშიც — იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევიცნოთ სამყაროს კანონები, ჩვენ მუდმივად უნდა ვისწავლოთ და შემდეგ მიღებული ცოდნა, რეალურ ცხოვრებაში დავნერგოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ის „ცოდნა“, რომელსაც ვიღებთ პირადი გამოცდილებით, იქცევა „ჭეშმარიტებად“.

დადევით კონტრაქტი საკუთარ თავთან, რომ 2019 წელში ეს სფერო გახდება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

როდესაც წავალთ წუთისოფლიდან — და ეს აუცილებლად მოხდება — რას „წავიღებთ“ ამ ქვეყნიდან?  ჩვენ ვერ წავიღებთ, ვერც  სხეულს, ვერც დაგროვილ კაპიტალს და ვერც იმ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა ყველაზე საყვარელ ადამიანებთან. რის „წაღებასაც“ ჩვენ შევძლებთ — ეს მხოლოდ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებაა და რაც უფრო ნაკლები იქნება ამ გამოცდილებაში გაფერმკრთალებული ილუზიები, სტერეოტიპული შეხედულებები, ტოქსიკური რწმუნებულებები და უენერგიო ფანტაზიები, მით უფრო დიდი აზრი ექნება ჩვენს განვლილ ცხოვრებას.

ჩვენ გთავაზობთ, გამოყოთ და დაგეგმოთ ის დრო, რომელსაც თქვენს პერსონალურ განვითარებას მოახმართ.

უმნიშვნელოვანესი მითითება!!!

ქვემოთ მოცემულია პუნქტები სფეროდან: პერსონალური განვითარება. ეს პუნქტებია:

ცნობიერება [რამდენად ცნობიერად ვიცხოვრე. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცნობიერ არჩევანს ეფუძნებოდა, თუ ინსტინქტურ და იმპულსურ რეაქციებს?].

ცოდნის მიღება [ჩემი კომპეტენციის სფეროში მივიღე თუ არა კონკრეტული და სპეციფიური ცოდნა?]

მიღებული ცოდნის დანერგვა [მიღებული ცოდნა გამოვიყენე თუ არა პრაქტიკაში და დავნერგე თუ არა ცხოვრებაში?]

გულის საქმე [ვარ თუ არა დაკავებული საქმით, რომელიც გულით მიყვარს, სიამოვნებას მანიჭებს და დროის შეგრძნებას მაკარგვინებს?]

ფასეულობის გავრცელება [ვუზიარებ თუ არა ადამიანებს ჩემს მიერ გულის საქმეში წარმოებულ პროდუქტს/მომსახურებას?]

თითოეული პუნქტში დაწერეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და შეაფასეთ 10 ბალიანი სისტემის მიხედვით.

მაგალითად:

ცნობიერება — წლის განმავლობაში, უმეტეს წილად ვიყავი დაჭიმული და რეაქტიური. გადაწყვეტილებებს ვიღებდი იმპულსურად, რის გამოც ბევრჯერ ვინანე.

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს ცნობიერებას ვაფასებ 2 ბალზე.

ასე ვაფასებთ ყველა პუნქტს…

სად ვიმყოფები ამჟამად [A წერტილი]:

ცნობიერება _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს ცნობიერებას ვაფასებ … ბალზე;

ცოდნის მიღება __________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ცოდნის მიღებას ვაფასებ … ბალზე;

მიღებული ცოდნის დანერგვა _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს მოქმედებას ვაფასებ … ბალზე.

გულის საქმე __________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, 2018 წელს ჩემი გულის საქმის თანახმად      ცხოვრებას ვაფასებ … ბალზე.

ფასეულობის გავრცელება _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, 2018 წელში ჩემ მიერ სამყაროში გავრცელებულ      ფასეულობას ვაფასებ … ბალზე.

თქვენ უკვე ამ პუნქტის გულწრფელად შესრულებით შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი კითხვაზე: რატომ იყო 2018 წელი ისეთი, როგორიც იყო?

რაც შეეხება მიზნის დასახვას, აქ მნიშვნელოვანია დაწეროთ ის სასურველი მდგომარეობა, რომელიც გსურთ მიიღოთ და შეფასება ქულით.

მაგალითად:

ცნობიერება — პუნქტში ცნობიერება, ჩემი მიზანია: ვიყო მშვიდი და გაწონასწორებული. გადაწყვეტილების მიღების წინ სტრატეგიულად გავაანალიზო მოსალოდნელი შედეგი, შევათანხმო ის მიზანთან და ფასეულობებთან და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. მინდა სიამოვნება განვიცადო ყოველი ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯით.

პუნქტში ცნობიერება 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო 7 ბალზე;

ასე ვისახავთ მიზანს თითოეულ პუნქტში…

სად მინდა აღმოვჩნდე ერთი წლის შემდეგ [B წერტილი]:

ჩემი მიზანი პუნქტში ცნობიერება _________

პუნქტში ცნობიერება 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე;

ჩემი მიზანი პუნქტში ცოდნის მიღება      __________

პუნქტში ცოდნის მიღება 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე;

ჩემი მიზანი პუნქტში მიღებული ცოდნის დანერგვა _________

პუნქტში მიღებული      ცოდნის დანერგვა 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე;

ჩემი მიზანი პუნქტში გულის საქმე __________

პუნქტში გულის      საქმე 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე;

ჩემი მიზანი პუნქტში ფასეულობის გავრცელება _________

პუნქტში ფასეულობის      გავრცელება 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

ფინანსები:

ფინანსების სფეროში შემდეგი სამუშაოების ჩატარება შეიძლება.

სად ვიმყოფები ამჟამად [A წერტილი]:

რამდენი გამოვიმუშავე 2018 წელს? _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს წლიურ შემოსავალს ვაფასებ … ბალზე;

რამდენს გამოვიმუშავებ თვეში? _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს თვიურ შემოსავალს ვაფასებ … ბალზე;

მაქვს თუ არა კრედიტები და ვალები? _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს მდგომარეობას კრედიტებისა და ვალების კუთხით ვაფასებ … ბალზე;

რამდენია ჩემი უკრედიტო შემოსავალი თვეში? [თანხა, თვიური შემოსავლიდან, რომელიც გრჩებათ ყველა კრედიტზე გადასახდელი პროცენტის გადახდის შემდეგ] _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს უკრედიტო თვიურ შემოსავალს ვაფასებ … ბალზე;

რამდენია ჩემი უკრედიტო შემოსავალი წელიწადში? [თანხა, წლიური შემოსავლიდან, რომელიც გრჩებათ ყველა კრედიტზე გადასახდელი პროცენტის გადახდის შემდეგ] _________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს უკრედიტო წლიურ შემოსავალს ვაფასებ … ბალზე;

აბა, როგორ ხასიათზე ხართ? 🙂

სად მინდა აღმოვჩნდე ერთი წლის შემდეგ [B წერტილი]:

ჩემი მიზანი პუნქტში კრედიტები და ვალები _________

პუნქტში კრედიტები და ვალები 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე;

ჩემი მიზანი პუნქტში წლის ფინანსური მიზანი [უკრედიტო წლიური შემოსავალი] _________

პუნქტში წლის ფინანსური მიზანი 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე;

ჩემი მიზანი პუნქტში თვის ფინანსური მიზანი [უკრედიტო თვიური შემოსავალი]  __________

პუნქტში თვის ფინანსური მიზანი 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

გეგმა:

რისი გაკეთებაა აუცილებელი იმისათვის, რომ შემდეგ წლისათვის სასურველ შედეგს მივაღწიო?

ზოგადი მაგალითი:

1. ახალი წლების შემდეგ მივიდე ჩემს უფროსთან და ვკითხო: რა დავალება შეგიძლიათ მომცეთ და დამტვირთოთ უფრო მეტად, რათა მომავალი წლისათვის შევძლო [დაუსახელეთ კონკრეტული შედეგი] გაცილებით დიდი შედეგების მიღება;

2. ავიმაღლო კვალიფიკაცია [ავითვისო ახალი უნარი, გავიარო ტრენინგები და ა.შ.];

3. ვიმუშაო ბევრად უფრო ეფექტურად: გამოვრიცხო დაყოვნება, სოც.ქსელებში ბოდიალი და ა.შ;

4. დღის განმავლობაში დავისახო პროფესიონალური ამოცანები და მინიმალურ დროში შევეცადო მათ მაქსიმალურად ეფექტურ რეალიზებას;

5. ვეპაექრო საკუთარ თავს პროექტების ეფექტურად შესრულებაში. ყოველდღიურად მოვუმატო სისწრაფეს და გავზარდო ტაქტური სიხშირე;

6. ტაქტური სიხშირის გაზრდის ხარჯზე, შევამცირო დრო ძირითადი ამოცანების შესრულებაზე.

7. მივიღო ახალი პროექტები და გამოწვევები, შევისწავლო სიახლეები, რათა უკვე 6 თვეში გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წარმომადგენელი გავხდე;

ესეც ასე…

ჯანმრთელობა:

სად ვიმყოფები ამჟამად [A წერტილი]:

რამდენს ვიწონი ამჟამად? ___________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს წონას ვაფასებ … ბალზე;

როგორ ვიკვებები? __________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს კვებას ვაფასებ … ბალზე;

როგორია ჩემი ენერგიის მდგომარეობა?      ___________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს ენერგიას ვაფასებ … ბალზე;

ვიცავ თუ არა რეჟიმს [დროული დაძინება      — გაღვიძება] __________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს რეჟიმს ვაფასებ … ბალზე;

დაწერეთ თქვენი კონკრეტული სპეციფიური მდგომარეობა და შეაფასეთ…

სად მინდა აღმოვჩნდე ერთი წლის შემდეგ [B წერტილი]:

ჩემი მიზანი პუნქტში წონა __________

პუნქტში წონა 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

ჩემი მიზანი პუნქტში კვება __________

პუნქტში კვება 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

ჩემი მიზანი პუნქტში ენერგია      __________

პუნქტში ენერგია 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

ჩემი მიზანი პუნქტში რეჟიმი __________

პუნქტში რეჟიმი 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

გეგმა:

რისი გაკეთებაა აუცილებელი იმისათვის, რომ შემდეგ წლისათვის სასურველ შედეგს მივაღწიო?

ზოგადი მაგალითი:

1. 6 სთ-ის მერე აღარ შევჭამ;

2. კვირაში 6 დღის განმავლობაში დავკავდები ვარჯიშით, ამასთან 3 დღეს დავუთმობ კარდიო ვარჯიშებს, ხოლო 3 დღეს კი ძალისმიერ ვარჯიშებს;

3. დავწვები 23.00 და ავდგები 5.30 წთ-ზე;

4. კვირაში ერთი დღე ვივლი გოგირდის აბანოში და ა.შ.

ეს მხოლოდ ზოგადი მაგალითებია იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ და მიზნებთან როგორ ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ დღევანდელი A წერტილიდან, საწადელ B წერტილში აღმოვჩნდეთ.

თქვენთვის შეიძლება ჯანმრთელობისა და საკუთარი სხეულის სრულყოფისათვის აუცილებელი სიმფონია სულ სხვა ოპერიდან იყოს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გაძლევთ პრინციპს, ერთგვარ „შაბლონს“. ასე რომ მოახდინეთ ინდივიდუალური მიდგომა და მოდელირების მეშვეობით თქვენ ენით აუწერელ შედეგბს მიიღებთ.

ურთიერთობები:

სად ვიმყოფები ამჟამად [A წერტილი]:

ჩემი პირველი კონტური [ადამიანები, რომლებთანაც ყველაზე ხშირი და ახლო შეხება გაქვთ — მეორე ნახევარი, მეგობრები, პარტნიორები] ჩემი თანამოაზრეა? ________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს პირველ კონტურს ვაფასებ … ბალზე;

ჩემი გარემოცვა ხელს მიწყობს განვითარებაში? ________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს გარემოცვას ვაფასებ … ბალზე;

მყავს თანამოაზრეთა გუნდი?  ____________

10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემს თანამოაზრეთა გუნდს ვაფასებ … ბალზე;

სად მინდა აღმოვჩნდე ერთი წლის შემდეგ [B წერტილი]:

ჩემი მიზანი პუნქტში პირველი კონტური __________

პუნქტში პირველი კონტური  10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

ჩემი მიზანი პუნქტში გარემოცვა _________

პუნქტში გარემოცვა  10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

ჩემი მიზანი პუნქტში თანამოაზრეთა  გუნდი __________

პუნქტში თანამოაზრეთა გუნდი  10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ჩემი მაჩვენებელი მინდა ავიყვანო … ბალზე.

შემოქმედებითად მიუდექით მიზნების დასახვას თითოეულ კატეგორიაში. შეგახსენებთ იმ 4 სფეროს, რომლებიც ცხოვრების ბალანსის წრეში არიან განლაგებულები:

პერსონალური განვითარება [შQ];

ფინანსები [IQ];

ჯანმრთელობა [PQ];

ურთიერთობები [FQ].

რაც გაზომილია, ის მიღწეულია!ბრაიან ტრეისი

კარს მოგვადგა ახალი წელი — დრო, როდესაც მთელი საზოგადოება განწყობილია დროს ტარებაზე, განტვირთვაზე, სტუმარ-მასპინძლობასა და ტელევიზორის ყურებაზე.

იცით ასეთ დროს რას აკეთებენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები?

ისინი ახდენენ გასული წლის ანალიზს, იფიქრებენ ახალ პროექტებს და ისახავენ მომავალი წლის მიზნებს, შემდეგ კი ახალი მწვერვალების დასაპყრობად ასპარეზზე გამოდიან და დაუყოვნებლივ მოქმედებას იწყებენ.

დიახ, სანამ დანარჩენი კაცობრიობა „პახმელიაზე“ გამოდის — ისინი თავიანთი გეგმების რეალიზებას იწყებენ.

კვლევების მიხედვით, ასეთი ადამიანების რაოდენობა დაახლოები 3%-მდეა, ხოლო დანარჩენი 97% ამას არასოდეს აკეთებს.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამ 100%-იდან, რომელ კატეგორიაში აღმოჩნდებით თქვენ 1 იანვარს — 97%-ში, თუ 3%-ში და რა შედეგებს დადებთ 2019 წელს, თუ არ ჩაატარებთ იმ აუცილებელ „გენერალურ უბორკას“, რომლებზეც ამ პოსტში ვისაუბრეთ?

უბრალოდ წარმოიდგინეთ და შეეცადეთ ნათლად დაინახოთ რა სურათი იქნება თქვენს ცხოვრებაში ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, იმ შემთხვევაში, თუ ახლა არაფერს შეცვლით და ყველაფერს შემთხვევითობას მიანდობთ?

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ დღეს — აქ იგულისხმება ორიენტირის კრისტალიზების, ფოკუსის წერტილის შექმნა და თქვენი განვითარების ვექტორის აღება.

გააკეთეთ გასაკეთებელი ახლავე და შეხვდით ახალ წელს საკუთარ თავთან გასტუმრებული ვალის შეგრძნებით. ეს მოგცემთ უდიდეს ენერგიას, სიცხადესა და თავდაჯერებას და გზას გაგიკვალავთ თქვენი ოცნებებისაკენ მიმავალ უღრან ტყეში.

ძვირფასო და საყვარელო მკითხველო, გილოცავ დამდეგ წელს! გისურვებ ახალი, შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი ემოციებით აღსავსე ცხოვრების დაწყებას, დასახული მიზნების 100%-ით რეალიზებას, ჯანმრთელობას, უნიკალურ ურთიერთობებს თქვენს საყვარელ გარემოცვასთან, სულიერ და პიროვნულ ზრდას და  ექსპონენციალურად მზარდ შემოსავალს!

შეგვიძლია პატარა წავიწინასწარმეტყველოთ და გითხრათ, რომ თუ თავის დროზე წაიკითხავთ ამ სტატიას და დაიწყებთ მოქმედებას, 2019 წლის პირველივე თვეში, თქვენ შეძლებთ გააკეთოთ გაცილებით მეტი, ვიდრე გააკეთეთ მთელი 2018 წლის განმავლობაში.

P.S. არ დაგავიწყდეთ მოწონებები და პოსტის თქვენი საყვარელი მეგობრებისათვის გაზიარება!

წყარო: INTELEQTIKA

ნანახია:(350)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წყვილებს შორის ხშირი კონფლიქტის მიზეზი და გამოსავალი — ფსიქოლოგის რჩევა

მე ის არ ვარ, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი.  მე არც ის ვარ, ვინც სხვებს უნდოდათ ვყოფილიყავი.  მე ისიც არ ვარ, ვინც


„არსებობს ცხოვრების ნაკადში მოხვედრა — ანუ როცა ზედმიწევნით ხდება ყველაფერი თქვენდა სასიკეთოდ“…

„ყველა მოვლენა თქვენს ცხოვრებაში ექვემდებარება კანონზომიერებას… გარეშე ფაქტორები — ანუ ის ფაქტორები რომელთა ზეგავლენასაც საკუთარ ცხოვრებაზე თქვენ ვერ გააკონტროლებთ —


რა გიშლით ხელს წარმატების მოპოვებაში?

ადამიანები ზოგჯერ ვერც კი ხვდებიან, რომ მათი ხასიათის თვისებები პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან. წარმატებული მეწარმე სტეფანი სინკლერი თავის წიგნში „მოკეტე და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*