როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი სამუდამოდ… | Jolo.ge


როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი სამუდამოდ…

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი სამუდამოდ…

შევინარჩუნოთ ოჯახში სიყვარული და პატივისცემა — ესაა მთავარი რაზეც დაქორწინებული ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, თუმცა ხშირად არ გამოსდის. როდესაც ქორწინებას გადაწყვეტთ, ფიქრობთ, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება, არცერთი წყვილი არ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა დადგეს რთული პერიოდი, მოგვიანებით კი, როდესაც სიძნელეებს ეჩეხებიან უბრალოდ უარს ამბობენ ოჯახზე. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, როგორ შევინარჩუნოთ ოჯახში სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე:

 

შეარჩიე სწორი პარტნიორი — შესაძლოა აბსურდულ რჩევად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობა პარტნიორს ემოციურად ირჩევს და არ ფიქრობს იმაზე რეალურად სწორია თუ არა მისი გადაწყვეტილება. ნუ შეარჩევთ პარტნიორს სექსუალურობის, ექსტრემის თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე მთავარია მას უსიტყვოდ ესმოდეს თქვენი ნებისმიერ სიტუაციაში.

 

ნუ ჩარევთ თქვენს ურთიერთობაში შიშსა და ვნებას — ვნება არ არის ის, რის გამოც ადამიანთან უნდა იყო, თქვენ უნდა გიყვარდეთ პარტნიორი. თუ თქვენ შეგეშინდებათ, რომ პარტნიორის მიმართ ვნებას აღარ განიცდით ურთიერთობა დამთავრდება. ისწავლეთ ჯანსაღი ურთიერთობები.

 

ისწავლეთ სიყვარულის ეტაპები — შეყვარება მთავარი არ არის, მთავარი ეტაპები აქედან იწყება: შეიყვარეთ, გახდით წყვილი, მოიშორეთ ილუზიები, შექმენით ხანგრძლივი და მუდმივი სიყვარული, იყავით ყოველთვის წყვილი.

 

დაივიწყეთ შეუთავსებლობა — ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბევრს ეჩვენება, რომ პარტნიორს ვეღარ ეწყობა. ხშირდება ჩხუბები, წინააღმდეგობები. სინამდვილეში ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივია. შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იყოს, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ პარტნიორს ვერ ეთავსებით.

 

გიყვარდეთ პარტნიორი ისე, როგორც ბავშვი — ბავშვობის ხანა ხომ ყველაზე ლამაზია ჩვენს ცხოვრებაში. ყველა ბავშვი უდარდელია და უყვარს ასევე უდარდელად. გაიხალისეთ ცხოვრება, მოიქეცით ბავშვურად და გიყვარდეთ მეორე ნახევარი ასევე ბავშვურად.

 

ყოველდღე აუხსენით სიყვარული — სიყვარულის ახსნა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება. ყოველდღიურად აგრძნობინეთ პარტნიორს რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ის თქვენს ცხოვრებაში.

 

გონივრულად დაელოდეთ ქორწინების შუა პერიოდს — ყველა წყვილს ჰგონია, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. საქმე ისაა, რომ თუ თქვენ ამ წლებს არ გამოიყენებთ იმ პერიოდისთვის, როდესაც ბავშვები გაიზრდებიან ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები იქნებით.

 

ნანახია:(339)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„შენი ქვეყანა შენ ხარ, იქ სადაც წახვალ!“ — ნესი რობაქიძე

„ბერძნები გვეფერებოდნენ, გულში გვიკრავდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ, ამაყი ვარ იმით, რომ გუშინდელი ჩვენი ჩართულობით საქართველოს სახე დაინახეს ბერძნებმა!“ — წერს


მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)

მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)   ნანახია:(126)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


31 ივლისს ჯოან როულინგის მერვე წიგნი «ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი» გამოვა

«ჰარი პოტერის» ახალი წიგნის გამოსვლამდე 5 დღე დარჩა. ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის მიერ ჰარი პოტერზე შექმნილი რომანების მერვე ამბავს მკითხველი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<