როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა | Jolo.ge


როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

ყველა ჩვენგანს ეშინია სიბერის.  ყველას გვსურს, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად. ამისთვის კი აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. გავაკეთოთ არჩევანი და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. გამოცემა Ezinearticles  გვთავაზობს  რამდენიმე  რჩევას, რომელიც დაგვეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

 

1) მივიღოთ სითხე ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სასმელი წყლის მიღება. მისი საშუალებით ორგანიზმიდან ხდება ტოქსინებისა და მარილების გამოყოფა. სითხის  მიღების შემთხვევაში არ შრება სხეული და კანიც არის უფრო ჯანმრთელი. წყალი ებრძვის ნაოჭების მძვინვარებას. სითხე უნდა მივიღოთ სასმელი წყლის და არა ჩაის ან ყავის სახით.

 

2) დიეტა — გააკონტროლეთ თქვენი რაციონი. სასურველია, პერიოდულად დაიცვათ დიეტა, რომელიც არ იქნება საზიანო ორგანიზმისთვის. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული და ხილი. დიეტის დროს მეტად სასარგებლოა ვაშლი. ასევე, მოერიდეთ სწრაფ კვებას.

 

3) ძილი — ჯანსაღ და ძლიერ სხეულს სჭირდება კარგი ძილი. იგი დაგეხმარებათ აღიდგინოთ ენერგია. ღამეში სასურველია, იძინოთ 7-8 საათი.

 

4) ვარჯიში — ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ვარჯიშიც. იარეთ ფეხით, ველოსიპედით.  ითამაშეთ გოლფი, ფრენბურთი და ა.შ. დაკავდით რაც შეიძლება მეტი სპორტული აქტივობებით. როგორც მინიმუმ, დღეში უნდა ივარჯიშოთ 30 წუთი და კვირაში 5 დღე.

 

5) აქტიური გონება — აზროვნება ხელს უწყობს ორგანიზმის უკეთ მუშაობას. ენების შესწავლა, ჭადრაკი, მუსიკა და ა.შ. დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

 

6) სიცილი — გულიანი სიცილი აფართოებს ფილტვებს და ავარჯიშებს გულს. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ სიცილს შეუძლია ადამიანს გაუხანგრძლივოს ახალგაზრდობა.

 

7) მოერიდეთ მზეს —  მზეზე დიდხანს ყოფნა კანს ელასტიურობას უკარგავს და აშრობს. ასევე, მოერიდეთ  სოლარიუმს. ულტრაიისფერი სხივები უფრო ღრმად აღწევენ ადამიანის ორგანიზმში, ვიდრე მზის.

ნანახია:(668)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«თუ ბოლომდე დავიჯერებდი… ასეა, მთავარია რწმენა!»

ქაღალდის ნავი სასიამოვნო გრილი გაზაფხულის მიწურული იყო, როცა ქაღალდის ნავში ჩავჯექი, ნელი სიო მიასრიალებდა ჩემს ნავს დინების მიმართულებით, სიმოვნებისგან გაბუჟებულს


„აქ დაიწერა ეს საოცარი მუსიკაც“ — ნინო სურგულაძე

ამ საყვარელ ხის სახლში ცხოვრობდა ედვარდ გრიგი, საოცარი ნორვეგიელი კომპოზიტორი და მისი მეუღლე ნინა — წერს ნინო სურგულაძე. ნინო სურგულაძე:


გსურთ ნამდვილი მეგობარი? — დაუმეგობრდით ასაკით უფროსს…

ნამდვილი მეგობრის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა. უმეგობრდებით ადამიანს, უყვებით მას ყველაფერს, ატარებთ დიდ დროს ერთად და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<