როგორ შევარჩიოთ საბავშვო ტორტი? | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


როგორ შევარჩიოთ საბავშვო ტორტი?

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ტორტი?

ნამცხვრის სახლი „AZZATO” მომხმარებლებს სთავაზობს საბავშვო ტორტების დამზადებას მათთვის სასურველი დიზაინით. ტორტები მზადდება 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისაგან და დახვეწილ ვიზუალთან ერთად, განუმეორებელი გემოთიც გამოირჩევა.

 

რის მიხედვით უნდა შეირჩეს საბავშვო ტორტის დიზაინი?



1
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ,  რომ ეს თქვენ პატარას  განსაკუთრებული დღეა და ტორტის თემა მთლიანად მის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული.  მშობლების გარკვეულმა ნაწილმა უკვე ზუსტად იცის, რა  დიზაინის ტორტი გაახარებს მათ შვილს ყველაზე მეტად, თუმცა არცთუ იშვიათად ჩვენთან მოსული მომხმარებლები არ არიან ჩამოყალიბებული ტორტის დიზაინზე.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი შეკვეთების  მენეჯერი  მშობელს ათვალიერებინებს ჩვენი ნამუშევრების კატალოგს, ან სულაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენს კონდიტერ-დიზაინერებთან კონსულტაციის საფუძველზე ნულიდან ქმნის ექსკლუზიურ დიზაინს პატარა იუბილარის ტორტისათვის. ასევე კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად გვესტუმრებიან, რადგანაც თავად მათ ყველაზე კარგად იციან, რა სურთ. სხვათა შორის, პატარები საკმაოდ მონდომებით უდგებიან ტორტის დიზაინის შერჩევას და ძალიან კრეატიულ იდეებსაც გვთავაზობენ ორიგინალური ტორტისათვის.

ყველაზე პოპულარულია ტორტები მიკი მაუსის კლუბის გმირებისა და მინიონების ფიგურებით. გოგოებში პრინცესების თემატიკა ჭარბობს, ბოლო დროს  განსაკუთრებული მოთხოვნაა „გაყინულის“ გმირებზე, ჰელლო ქითიზე. ბიჭები უპირატესობას სუპერგმირებს: სპაიდერმენსა და  ბეტმენს და  მანქანებს ანიჭებენ.

რა არის ძირითადი კრიტერიუმი, რომელსაც მშობლები ითვალისწინებენ საბავშვო ტორტის მწარმოებლის შერჩევისას?

პირველ რიგში, რასაკვირველია, ყველა მშობლისათვის  უმნიშვნელოვანესია, რომ იუბილარმა და მისმა სტუმარმა  უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით დამზადებული ტორტი მიირთვან. აზზატოს ტორტები მზადდება მხოლოდ კარაქის გამოყენებით, უმაღლესი ხარისხის ევროპული ინგრედიენტებით.  საერთოდ არ ვიყენებთ  სხვადასხვა ხელოვნურ მინარევებს და  ფხვნილებს, რომლებიც ძალიან საზიანოა ბავშვების (და არა მხოლოდ მათი)  ჯანმრთელობისათვის  და სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენება საბავშვო ტორტებში საკონდიტროების დიდი ნაწილის მიერ.

რა შიგთავსზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო ტორტებისათვის?

9ჩვენი საფირმო ბელგიური შოკოლადის ტორტები „ორი შოკოლადი“ და „შოკოლატინი“ განსაკუთრებით მოსწონთ პატარებსა და მათ სტუმრებს –  შოკოლადი ხომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია  როგორც დიდების, ასევე პატარებისათვის.  ხშირია მოთხოვნა  ხილის შიგთავსზე. ნიგვზის ტორტიც ერთ-ერთი ბესტსელერია პატარების დაბადების დღის ტორტებში.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მარციპანით გაფორმებული ტორტი უფრო დეკორატიული სახისაა და ნაკლებად გემრიელი, თუმცა ჩვენი ტორტები ამ აზრს აბათილებს – ჩვენს მომხმარებლებს ხშირად აღუნიშნავთ, რომ აზზატოს ტორტმა შეუცვალათ შთაბეჭდილება მარციპანიანი ტორტების საგემოვნო თვისებებზე. ეს განპირობებულია იმით, რომ მარციპანი, რომელსაც ტორტის გასაფორმებლად ვიყენებთ, არის იტალიური წარმოების და გემოთი და ხარისხით რადიკალურად განსხვავდება ჩვენთან გავრცელებული თურქული წარმოების ანალოგისაგან, რომელსაც ხშირად არასასიამოვნო გემოს გამო მომხმარებელთა უმეტესობა საერთოდ არ მიირთმევს და თეფშზე ტოვებს.

 

რა გამოარჩევს აზზატოს საბავშვო ტორტებს სხვებისაგან?

პირველ რიგში, როგორც ჩვენი მომხმარებლები აღნიშნავენ, ეს არის მაღალი ხარისხი როგორც თავად ტორტის შიგთავსის, ასევე დიზაინის. ჩვენს კონდიტერ- დიზაინერებს აქვთ სამხატვრო განათლება, რამდენიმეწლიანი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის და რაც მთავარია, ძალიან დიდი სიყვარული იმ საქმისა, რასაც აკეთებენ.  ჩვენ არ ვიყენებთ მზა კომპონენტებს – თითოეულ ფიგურას თუ დიზაინის დეტალს ისინი  ნულიდან ქმნიან და ამაში მთელ სულსა და გულს დებენ.  ეს მიდგომა და მონდომება აისახება მათი შრომის საბოლოო შედეგზე  – ტორტზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მომხმარებლების ყველა მოლოდინს აჭარბებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მათ სტუმრებზე. ჩვენი მომხმარებლებისაგან ხშირად გაგვიგია, რომ  იმდენად მოსწონებია ტორტი იუბილარს, რომ ძლივს დაუთანხმებიათ მის გაჭრაზე. არცთუ იშვიათად, ტორტზე მოთავსებულ ფიგურებს შესაჭმელად ვერ იმეტებენ და  სამახსოვროდ ინახავენ.

რაც შეეხება გემოს – ძალიან ბევრ ჩვენს კლიენტს აღუნიშნავს, რომ ის პატარა სტუმრებიც კი, რომლებიც სხვა ტორტებს პირს არ აკარებდნენ, აზზატოს ტორტს სიამოვნებით მიირთმევენ ბოლო ლუკმამდე.  სწორედ ასეთი შეფასებებია ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: 3

 

7

ნანახია:(47)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

წარუდგინე თავი – კონკურსი ინტელექტიკასგან

ინტელექტიკა ბიზნესითა და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს კონკურსს გთავაზობთ: ვინც თვლით, რომ კრეატიული ხართ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს კონკურსში, სადაც საშუალება გეძლევათ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ექსტრემალი ბიზნესლედი

ცხოვრება, უამრავი თავგადასავალითა და  ბევრისთვის დაუძლეველი შიშის გადალახვით, რისკით, ადრენალინითა და  მაქსიმალური ექსტრემით,  პარარელურად კი დიდი ბიზნესი და შეუპოვრობით გაკვალული


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

”ინვესტიციები და ბიზნესი საქართველოსთან ერთად”

ქალაქ ფრანკფურტში ქართულ – გერმანულმა ეკონომიკურმა ასოციაციამ და ჰესენის მიწის ეკონომიკურმა საბჭომ ერთობლივი ძალებით ორგანიზება გაუკეთეს ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმსა და მაღალი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*