როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი | Jolo.ge


როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი

როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი

ქალის თვითშეფასება –  ძალიან პრობლემატური საკითხია და მრჩება შთაბეჭდილება,  რომ დაბალი თვითშეფასება ეპიდემიასავით არის  მოდებული.

თითქმის ყველას  ჰქონია სიტუაცია:

— თიკა დღეს, როგორი ლამაზი ხარ?

– მართლა?… კარგი რა, ლამაზი არა?… რავი, აბა?…“

და მიდის თავის გამართლებები, გაუთვიცნობიერებლად, შინაგანად…..
როგორ აფასებს ქალი საკუთარ თავს?

როგორ მუშაობს ქალის თვითშფასების მექანიზმი?

რითი განსხვავდება ქალის თვითშეფასება, მამაკაცის თვითშეფასებისგან?

რამდენჯერაც არ უნდა გასცე პასუხი ამ კითხვებს, ის მაინც დგას დღის წესრიგში.

ქალის თვითშეფასება დამოკიდებილია მის ხასიათზე. იმაზე, თუ როგორ ხედავს თავს მოცემულ გარემოცვაში, რეალობაში (იგულისხმება ოჯახი, ახლობლები, მეგობრები…)

მამაკაცში თვითშეფასება  – ის დააჯამებს თავის გამარჯვებებს, შეადრებს მიღწეულს სასურველთან, დარჩება კმაყოფილი, დასახავს ახალ მიზნებს და წინ!!!!  მორიგი წარმატებისკენ! ეს მათი ბუნებაა!

ქალებთან ეს არ მუშაობს. ქალმა შეიძლება დააგროვოს მიღწევების მთელივაგონი“, მაგრამ მაინც ცუდ დამოკიდებულებაში  იყოს და ნეგატიური დიალოგები ჰქონდეს საკუთარ თავთან.

ხშირად რაც მეტად ცუდ დამოკიდებულებაშია ქალი საკუთარ თავთან, მით მეტი მიღწევების დაგროვებას ცდილობს. გაიმარჯვოს აქაც და იქაც, გახდეს უკეთესი და უკეთესი. რატომ? იმიტომ, რომ მას ჰგონია, რომ გამარჯვებების სიმრავლით,  საკუთარ თავზე წარმოდგენა შეეცვლება.

არსებობს გამონაკლისიც –როცა (ამის საშუალება, უნარები და საკმარისი ენერგია აქვს) საყვრელ საქმეს აყენებს ოჯახისახლობლების, შემდგომ საზოგადოების  სამსახურშიდღევანდელობაში, არსებობენ ქალები, რომლებსაც შინ და გარეთ თითქმის ყველაფერი ჰარმონიაში აქვთ.

მაშ, რაზეა დამოკიდებული ქალის თვითშეფასება?

ამბობენ, რომ ქალი ისე ექცევა საკუთარ თავს, როგორც ექცევიან მას სხვები … მისი თვითშეფასება, დამოკიდებული არის გარემოცვაზე, მაგრამ რამდენადაც,  პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ამ გარემოცვას ირჩევს თავად ქალი.

რაღაც ჩაკეტილი წრე გამოდის, არა?

თუ ქალი თავად ირჩევს წრეს, მაშინ რატომ ირჩევს ისეთ გარემოს, სადაც დაბალი თვითშეფასება ექმნება და ცუდად გრძნობს თავს? რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება, ასე არ არის?

მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ქალის, ჩვულებრივი ცხოვრება … ქალის აზროვნება სტანდარტებში არ ზის და ახასიათებს არასტაბილურობა.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი სხვადასხვა  სიტუაციაში:

1. თქვენ ხართ მეგობრულ გარემოში, სადაც პატივს გცემენ, უყვარხართ, გაქებენ. ამ დროს, თავს გრძნობთ მშვიდად, თვითშეფასებაც გიმაღლდებათ  – შესაბამისად ექცევით თავს.

2. მოხვდით გარემოში, სადაც არ მოსწონხართ. ამ დროს, თავს გრძნობთ მეორე ხარისხოვნად, დამცირებულად, დათრგუნულად  – თქვენ ხომ არ შეცვლილხართ, ისეთი ხართ, როგორც პირველ შემთხვევაში, მაგრამ აქ უკვე თვითშეფასება გიქვეიდებათ.

იქიდან გამომდინარე, თუ რომელ გარემოში ატარებს ქალი მეტ დროს, უბრალო მატემატიკაა, წარმოადგენს მის საშუალო არითმეტიკულს.

კაცისგან განსხვავებით, რომელიც აჯამებს თავის მიღწევებს, გამარჯვებებს და მონაპოვარს და ამით აფასებს თავს, ქალი აგროვებსსიყვარულს, პატივისცემას და ზრუნვას, აჯამებს მათ და შესაბამისად აფასებეს თავს.

ქალის თვითშეფასებას განაპირობებს გარემოცვა და ურთიერთობები!!!

პატივცემულო მშობლებო, არ შეიკავოთ თავი, როცა თქვენი ქალიშვილი იმსახურებს შექებას. მიიღეთ მადლიერებით ქალიშვილის მიმართ, გამოთქმული უმნიშვნელო კომპლიმენტიც კი, წაახალისეთ და ელაპარაკეთ სიყვარულით. რადგან ბავშვობაში ეყრება ქალიშვილის თვითშეფასებას საფუძველი.

ძვრფასო მამაკაცებო, მოეფერეთ, გიყვარდეთ, დააფასეთ გარშემო ქალბატონები, შედეგად თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება უკეთესობისკენ.

გისურვებტ წარმატებას

თამარ კვარაცხელია

წყარო: zrda.wordpress.com

 

ნანახია:(3226)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

5 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სწორ მამაკაცს

ძალიან ცოტაა ისეთი ქალბატონი, რომელსაც ჰკითხავთ როგორი მამაკაცი ჰყავს გვერდით და გიპასუხებთ, რომ ზუსტად ისეთი, როგორიც სურდა. რა არის მიზეზი


როგორ გავიმარჯვოთ უომრად? რჩევები მხოლოდ ქალებს!

მამაკაცები ქალის მეტყველებას ტვინის იმ ნახევარსფეროთი და ზონით აღიქვამენ, რომელიც მუსიკის აღქმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მამაკაცის მამაკაცისადმი მიმართულ საუბარს — ინფორმაციის


8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგონაზე

თუ თქვენ გსურთ არასოდეს შეაჩეროთ პიროვნული ზრდა, უნდა დაქორწინდეთ გოგონაზე, რომელსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს.კაცების უმეტესობა, ბუნებრივია, არჩევანს გააკეთებს იმაზე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<