როგორ მოვუსმინოთ გულისყურით? | Jolo.ge


როგორ მოვუსმინოთ გულისყურით?

როგორ მოვუსმინოთ გულისყურით?

თქვენ თუ შეძლებთ დაეუფლოთ ამ უნარს, რაც ცალსახად სწავლადია, მაშინ მშობლებს  და მეგობრებს უფრო მეტად ეყვარებით,  მეუღლესაც და შვილებსაც,  მეზობლებს საერთოდ ჭკუიდან გადარევთ, კლიენტები კი გაგიჟდებიან თქვენზე. მოკლედ, ყველას  უფრო მეტად ეყვარებით, ვიდრე ეს დღემდე იყო.

რა არის ეს ? ჯადო?

ეს არის გულისყურით მოსმენა. გულით და ყურით. ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

ზუსტად 5 წუთში თქვენ გაიგებთ  პასუხს კითხვზე, თუ რატომ არის მოსმენა ასეთი მნიშვნელოვანი.

მოდით, მანამდე დავადგინოთ, საერთოდ როგორ უნდა ვუსმინოთ ადამიანებს.

პირობითად, მოსმენის პროცესი დავყოთ 2  ნაწილად. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საუბარი გვაქვს უშუალოდ მოსმენის პროცესზე, როდესაც ერთი საუბრობს, მეორე კი უსმენს.

პირველ ნაწილს დავარქვათ ,,როგორ მოვუსმინო მე“, ანუ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მტვერსასრუტივით შევისრუტო  თანამოსაუბრისაგან წარმოთქმული თითოეული ფრაზა.

მეორე ნაწილს დავარქვათ ,,როგორ ვაგრძნობინო თანამოსაუბრეს, რომ ვუსმენ“.

მოდით, ვისაუბროთ რა დანიშნულება აქვს ამ ორ ნაწილს მოსმენაში.

პირველი ნაწილი, ანუ „როგორ მოვუსმინო მე“  საჭიროა, იმისთვის, რომ არ გამომრჩეს არცერთი სიტყვა, რომელსაც თანამოსაუბრე წარმოთქვამს. ხოლო მეორე ნაწილი ,,როგორ ვაგრძნობინო თანამოსაუბრეს, რომ ვუსმენ“  ნიშნავს თუ როგორ მივახვედრო, რომ  გულისყურით ვუსმენ, რათა მას  მეტი ხალისი მიეცეს საუბრისას და უფრო გახსნილად ისაუბროს.

პირველი ნაწილი ,,როგორ მოვუსმინო მე“ შეიცავს სამ უმთავრეს ტექნიკას.

სუპერკონცენტრირებულად მოსმენა თანამოსაუბრესთვის მაშინ, როდესაც იგი გესაუბრება – წარმოიდგინეთ, რომ ფოტოკამერის ობიექტივი გაქვთ მიმართული მხოლოდ მისკენ და გარშემო ყველაფერი ბუნდოვანია

პარალელური ფიქრების შეზღუდვა – რაც პარალელური დასკვნებისაგან თავშეკავებას გულისხმობს.

მოთმენა საუბრის დასრულებამდე – მანამ, სანამ მოსაუბრე პირს არ დახურავს არ ვიწყებთ პასუხის გაცემას

მეორე ნაწილი ,,როგორ ვაგრძნობინო თანამოსაუბრეს, რომ ვუსმენ“აგრეთვე შეიცავს 3 ძირითად ასპექტს

დათანხმება ვერბალურად და არავერბალურად მოსმენის პროცესში(დიახ, არა, გასაგებია, თავის დაქნევის ჟესტი)

ჩაკითხვა მაშინ, როდესაც თანამოსაუბრე პაუზას იღებს

პერიფრაზი – მის მიერ ნათქვამი წინადადების ბოლო ნაწილის გამეორება

თუმცა, გულისყურით მოსმენის პროცესი ამით არ სრულდება.

სრულყოფილ მოსმენას ბოლოს ახლავს:

მიკროპაუზა

შეჯამება – სადაც ვაჯამებთ თანამოსაუბრისაგან მოსმენილ თემას

შემდგომი ნაბიჯების ახსნა – ეს ბოლო პუნქტი საჭიროა ბიზნეს სფეროში, რათა თანამოსაუბრემ იცოდეს თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებ მასთან მოსმენის შემდეგ.

21 დღე არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ტექნიკა ნაწილობრივ მაინც შეისწავლოთ,  ხოლო 62 დღე, რომ პროფესიონალურად დავეუფლოთ გულისყურით მოსმენას.

ალბათ ნამდვილად ღირს 62 და ბევრად უფრო მეტი დღის დახარჯვა იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის, რადგანაც ადამიანი სოციალური ცხოველია და მას ყოველთვის სურს, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს.

ახლა კი მოდი ავხსნათ თუ რატომ ახდენს ასეთ ძლიერ გავლენას ადამიანზე გულისყურით მოსმენა.

როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე ადამიანი სოც.ცხოველია, შესაბამისად მისთვის ძალიან მნშვნელოვანია თუ როგორ მიიღებს მას სოციუმი რაზეც პრაქტიკულად დამოკიდებულია მისი კეთილდღეობა.

როგორც ფსიქოლგებმა დაადგინეს ადამიანებს აერთიანებთ 3 ძირითადი ფასეულობა, რომელიც საერთო ღელვის ობიექტია

ვინ ვარ მე

რა ძალაუფლებას ვფლობ

როგორია ჩემი სექსუალური კმაყოფილება

მაგალითისთვის, თუ ჩათვალე, რომ არავინ ხარ და არავის სჭირდები დიდია შანსი სუიციდით დაასრულო ცხოვრება.

აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება თუ რამხელა ძალაუფლება გაქვს საზოგადოებაში. ამისთვის იბრძოდნენ, იბრძვიან და იბრძოლებენ ადამიანები

და სექსუალური კმაყოფილება – რამდენად აღგიქვავენ  ქალად და მამაკაცად.

რა კავშირში აქვს ამ ყველაფერს მოსმენასთან? ალბათ პირდაპირი, რადგან მსმენელი ხდება იმის მოწმე, რომ ხარ კარგი ადამიანი, ძალაუფლების მქონე, მნიშვნელოვანი და ლამაზი.

თუ დააკვირდებით, ადამიანების 90% თავის თავზე საუბრობს და შესაბამისად მას სჭირდება მოწმე, მსმენელი.

თუ დაკვირვებიხართ ხშირად იმიტომ ვყვებით, რომ უბრალოდ გვინდა გვისმინონ და გახდნენ მოწმეები იმისა, რომ ვართ მართლები, წარმატებულები ან უბრალოდ კარგი ადამიანები.

კიდევ ერთხელ ვუბრუნდები სოც.საწყისებს და შეგახსენებთ, რომ ადამიანის ყოფა ცალსახად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რას ფიქობს მასზე სოციუმი.

ამას ყოველთვის გრძნობს ადამიანი და შესაბამისად ცდილობს, რომ მის გარშემო მყოფ ადამიანებზე დადებითი გავლენა მოახდინოს.

ჩვენ მოწმეები გვჭირდება, კარგი მოწმეები.

მაშინ იბადება შეკითხვა ეს ყველაფერი რა კავშირშია გაყიდვებთან? პასუხი  მარტივია –   პირდაპირ კავშირში, რადგან ყველაზე მაგრად ყიდის ის, ვინც გულისყურით უსმენს ადამიანს, იგებს მის საჭიროებებს, იმახსოვრებს თუ რა სიტყვებით გადმოსცა ამ ადამიანმა მისი საჭიროებები და ეძებს შესაბამის პროდუქტს. პროდუქტზე პრეზენტაციის ჩატარების ნაცვლად, პოტენციურ კლიენტს მისივე საჭიროებებზე ესაუბრება, შეთავაზებულ პროდუქტს ფუთავს ზუსტად იმ სიტყვებით რა სიტყვებსაც პოტენციური კლიენტი იყენებდა მის საჭიროებებზე საუბრისას.

XXI საუკუნის გაყიდვების ფორმულა გამოიყურება შემდეგნაირად:

შეხვდი კეთილგანწყობით,  მოუსმინე გულისყურით, კლიენტს მისივე ნათქვამი სიტყვებით შესთავაზე ის, რაც ზუსტად პასუხობს მის მოთხოვნებს, უპასუხე შეკითხვებზე  ისტორიებით, გააფორმე ხელშეკრულება, მიჰყევი თითოეულ დეტალს ბოლომდე, დარწმუნდი, რომ გაყიდვების პროცესი წარმატებით დასრულდა და კლიენტი კმაყოფილია გადაწყვეტილებით.

სტატიის ავტორი:დავით ჩიკვაიძე

წყარო:www.chikvaidze.ge

ნანახია:(152)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

6 რჩევა — როგორ გავხდეთ Self Made Man?

«ადამიანების უმრავლესობა დიდი ენთუზიაზმით შეისწავლის მასალას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაოს ეფექტურად, ვიდრე სინამდვილეში დაიწყებს მუშაობას. ეს ადამიანები გადიან ტრენინგებს,


თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი, —  დაიბადეთ!

*** იღბალი უკანა კარიდან შემოდის, უიღბლობას — კარი არ სჭირდება, ყველა ნასვრეტიდან აღწევს, ამიტომ ამოქოლეთ ყველა ნასვრეტი იმის რწმენით, რომ


„ნამდვილი ადამიანები“ — დათო ტურაშვილი

«უუუხ როგორ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამიანები… უბრალოები და ნამდვილები ურთიერთობაში, უბრალოები და ნამდვილები ყველაფერში… ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სულელური


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*