როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს | Jolo.ge


როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს

დერმატოლოგები ფრჩხილებს ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევენ- მათი უჩვეულო ფორმა, ფერი, სისქე და სხვა მახასიათებლები ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე მიუთითებს.

ფრჩხილების ქსოვილი მეტისმეტად მგრძნობიარეა ფიზიკურ და ქიმიურ ფაქტორთა მიმართ. ძალიან ცხელ წყალში რეცხვა უარყოფითად მოქმედებს ზედაპირული შრის უჯრედებზე- ისინი ზიანდება და იფიტება.

ფრჩხილების დაზიანებას ხშირად სარეცხი საშუალებებისა და უხარისხო ლაქის გამოყენებაც იწვევს. თუკი ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ლაქის ხშირად წასმა არ არის რეკომენდებული. ფრჩხილებს სუნთქვის საშუალება უნდა მისცეთ და გამაღიზიანებელ ფაქტორებთან კონტაქტსაც მოერიდოთ.

ამ მიზნით კოსმეტოლოგები სპეციალური დამცავი ლაქის გამოყენებას გირჩევენ.

გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ

= ხელი გლიცერინის შემცველი საპნით დაიბანეთ. მიიღეთ ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველი კომპლექსი.

= დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) მარილიანი აბაზანები გაიკეთეთ: 1 ჩ/კ თბილ წყალს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდის ხსნარი და ამ ნარევში 15-20 წუთი გააჩერეთ თითები. ასეთი აბაზანა ამაგრებს ფრჩხილებს.

= ძილის წინ, თითები 10 წუთით ქაცვის ნაყენის აბაზანაში გააჩერეთ. აბაზანის შემდეგ, თითებზე შერჩენილი ზეთი ინტენსიური მასაჟით კანში შეიზილეთ.

ნანახია:(173)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ფრჩხილები

Related Articles

ლიმონიანი წყალი  — იდეალური სასმელი თქვენი ორგანიზმისთვის

ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი დიდი რაოდენობით სხვადასხვა სითხეს იღებს, ნატურალური თუ გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა და ბევრი სხვა ალტერნატივა. ზოგიერთ მათგანს


იავნანა

აგარაკზე, ძლიერი ქარების გამო, შუქი ხშირად მიდიოდა. ერთ-ერთ ასეთ ღამეს, საძინებელი ოთახი მხოლოდ კუთხეში მდგარი სანთლით იყო სუსტად განათებული. სახურავი


იღბალი არც თუ ისე ბრმაა, როგორც ეს უმრავლესობას წარმოუდგენია

რა არის იღბალი? ის გიპასუხებთ: „გამართლება, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ებრაელები სხვანაირად არიან აღზრდილები. ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ იღბალი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*