როგორ მოვიზიდოთ წარმატება ახალ წელს?! | Jolo.ge


როგორ მოვიზიდოთ წარმატება ახალ წელს?!

როგორ დავგეგმოთ მომავალი წელი, როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ავისრულოთ სურვილები?! ამ ყველაფერზესამასმეერთე მილიონერისავტორი, თამარ საგინაშვილი მოგითხრობთ, ადამიანი, რომლის რჩვებსაც ბევრისთვის მოაქვს წარმატება. 

მაშ ასე, პირველი რაც უნდა გააკეთოთ:

თამარ საგინაშვილი: დაბრძანდით და დაწერეთ, თუ როგორი წელი გინდათ, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ეს წელი თქვენთვის? ოღონდ ტრადიციული „გახარებული-გამრავლებული“ და ასეთი შაბლონებით ნუ დაახასიათებთ, ის დაწერეთ, რასაც ნამდვილად ფიქრობთ.

გულწრფელად კითხეთ საკუთარ თავს: რას ველი მე მომავალი წლისგან?

ლოგიკურად კი არ მოიგონოთ „ჭკვიანური“ პასუხები, მოუსმინეთ საკუთარ თავს. აზრები თავისით მოგივათ და რაც უნდა სულელურად და შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ, ჩაიწერეთ.

……………

ეს არის ის, რასაც თქვენ ნამდვილად მოელით ახალი წლისგან და სავარაუდოდ, მიიღებთ კიდეც.

გადახედეთ თქვენ პასუხებს. ყველა წინადადება და სიტყვა, რომელსაც ნეგატიური შინაარსი აქვს წაშალეთ და შეცვალეთ პოზიტიურით. ყველა მინდა, იქნებ, თუ, ვეცდები, ალბათ, მოსალოდნელია, შესაძლებელია, საჭიროა და ასე შემდეგ შეცვალეთ მტკიცე რწმენით, იმის შესახებ, რომ მომავალი წელი ნამდვილად საუკეთესოა თქვენს ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, გსმენიათ თუ არა რაიმე პოზიტიური აზროვნების სასწაულების შესახებ, გჯერათ თუ არ გჯერათ, რომ თქვენი ცხოვრების სცენარს თავად წერთ, ეს მაინც ასეა.

და თუ მაინც უნდა დაწეროთ, ბარემ რამე კარგი შექმენით თქვენი ცხოვრებისგან. სცადეთ, თქვენი რა მიდის?

უფრო ზუსტად რა უნდა გააკეთოთ?

 იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე, რაც გსურთ და არა იმაზე, რაც არ გინდათსულ ეს არის. ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისაც ყოფნის სიბრძნე სხვების შეცდომებზე ისწავლოს.

ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები მანამდე არ ვიჯერებთ არაფერს, სანამ თვითონ არ გამოვცდით.

ამიტომ გამოსცადეთ!

მე არ მინდა, რომ მომავალ წელსაც უმუშავარი ვიყო-ს ნაცვლად ჩაუთქვით: 2019 წელს მე მაქვს საუკეთესო სამსახური.

არ მინდა მომავალ წელსაც ვიავადმყოფო კი არა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე.

არ მიმართლებს კი არა, მე ვცვლი ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ!!!

და მაშინ ყველა საჭირო ამბავი, რესურსი, ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რათა დაგეხმაროთ იმის ახდენაში, რაც თქვენ ახალ წელს ჩაუთქვით.

სიყვარულით და ხალისით მოემზადეთ ახალი წლისთვის. რაც გაქვთ იმით ისიამოვნეთ და იყავით მადლიერი უფლის ყოველი წამისთვის, ყოველი დღისთვის და ყოველი წლისთვის. მაშინ კიდევ უფრო მეტი რამ მოვა თქვენთან, რისთვისაც შეიძლება იყოთ მადლიერი.

ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულის ნიჭს, პატიების უნარს და გულწრფელ სიხარულს გისურვებთ!

მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება და ბედნიერება აღარსად გადაუხვევს. ის პირდაპირ თქვენ მოგიკაკუნებთ კარზე!

 

ნანახია:(111)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!

ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს: ✔ ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში


„ცხოვრება ჩვენს წინ გადაშლილი წიგნია, უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ მისი სწორად წაკითხვა“

მინდა ჩემი ერთ-ერთი კლიენტის ისტორია მოგიყვეთ, მისგან თანხმობა მივიღე, რომ ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა… რა თქმა უნდა კონფიდენციალურობა დაცულია და სახელს


„მთავარია არ დ ა ნ ე ბ დ ე თ და არ ჩამოუშვათ ხელები“…

☝ 23 წლის ასაკში ოპრა უინფრი გამოუშვეს სამსახურიდან, სადაც რეპორტიორად მუშაობდა. ☝ 24 წლის ასაკში სტივენ კინგი ცხოვრობდა ტრაილერში. ☝ 28 წლის ასაკში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<