როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები… | Jolo.ge


როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები…

როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები…

 

ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. ენერგეტიკა, რომელიც ფიქრებისგან მოდის რეალურ გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე, ამიტომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები:

 

როდესაც გგონიათ რომ ნეგატიურ სიტუაციაში ხართ ეცადეთ მოძებნოთ რაიმე დადებითი — არ მისცეთ თავს უფლება ცუდმა ფიქრებმა ხასიათი გაგიფუჭონ, დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რა დაგეხმარებოდათ ახლა ყველაზე მეტად და ეცადეთ ის გააკეთოთ.

 

გახსოვდეთ, ხალხს არ აინტერესებს რას აკეთებთ და ამბობთ — თუ თქვენ გამუდმებით იმაზე ფიქრობთ რას იფიქრებენ თქვენს ამა თუ იმ საქციელზე ბედნიერი ვერ იქნებით. იცოდეთ, რომ ხალხს სრულებით არ აინტერესებს რას გააკეთებთ და იტყვით.

 

დაუსვით კითხვა თქვენს ფიქრებს — როდესაც უარყოფითი აზრები გაწუხებთ დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს ღირს კი ამის სერიოზულად მიღება? რასაკვირველია, მიხვდებით, რომ პასუხი უარყოფითი იქნება.

 

შეცვალეთ ნეგატიური გარემო თქვენს გარშემო — უბრალოდ დაფიქრდით რა გიფუჭებთ ხასიათს? შესაძლოა ეს იყოს გაზეთები, ჟურნალები, ადამიანები, მეგობრები, მუსიკა ან ნებისმიერი სხვა რამ. დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დროის გატარება მოგიხდეთ ნეგატივის წყაროსთან.

 

ნუ გადააქცევთ ჭიანჭველას სპილოდ — ხშირად ყველაფერი ნეგატიურად იმის გამო გვეჩვენება, რომ თავად ვამუქებთ. შეწყვიტეთ პრობლემების გამძაფრება და ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება.

 

გამოუშვით ნეგატიური ფიქრები — თუ საკუთარი თავის დამშვიდება გიჭირთ ხმამაღლა გამოთქვით თქვენი ნეგატიური აზრები. ის, რასაც გულში ინახავთ თავადვე განგრევთ.

 

წაივარჯიშეთ — როდესაც ხვდებით, რომ ძალიან დაძაბული ხართ ნეგატიური ფიქრებისგან დაუთმეთ რამდენიმე წუთი ვარჯიშს და მიხვდებით რომ ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

შეიტანეთ პოზიტივი ვინმეს ცხოვრებაში — როდესაც სხვას ეხმარებით, ამით ეხმარებით საკუთარ თავს. შეიტანეთ პოზიტივი სხვის ცხოვრებაში და ეს პოზიტივი აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

 

გაიხსნეთ მხოლოდ დადებითი — როდესაც ნეგატიური ფიქრები გაწუხებთ პოზიტიური არაფერი გახსენდებათ. ეცადეთ გაიხსენოთ ის მომენტები, როდესაც თქვენ ცხოვრებამ პოზიტივით დაგაჯილდოვათ.

 

დაიწყეთ ხვალინდელი დღე პოზიტიურად — უბრალოდ აიღეთ ფურცელი და დაწერეთ რაიმე პოზიტიური ფრაზა, დაიდეთ საწოლთან და დილით გაღვიძებისთანავე წაიკითხეთ. ასევე წაიკითხეთ რაიმე ისეთი რაც სიცილს მოგგვრით.

 

ნანახია:(15909)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
უარყოფითი ფიქრები

Related Articles

წაიკითხეთ ეს სტატია გასაუბრებაზე წასვლამდე…

ეძებთ ახალ სამსახურს და გასაუბრებაზე დაგიბარეს? ძალიან ნერვიულობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს? ალბათ არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.


„იმოქმედე ან მოკვდი”- შუალედური მდგომარეობა არ არსებობს

„ბრძოლა, — ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბუნება აიძულებს ადამიანს სრულყოს საკუთარი თავი, განვითარდეს და გახდეს უფრო ძლიერი. დაბადებიდან


„შენ ახლა ბედნიერი ხარ, შეირგე“ …

შენ ახლა ბედნიერი ხარ და შეირგე. გვიან მიხვდები, რომ ბედნიერი ყოფილხარ და ვერ ხვდებოდი. თითქმის ყველა ადამიანი ამბობს, მაშინ რა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<