როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს? | Jolo.ge


როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს?

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს?

ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ. ისინი არიან  მარცხს შეგუებული, წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა რაღაცით გაამართლონ და მერე თქვენც დაგაკარგვინინ მომავლის იმედი.

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ჩვენს ახლობელ ადამიანებს? დაივიწყეთ რას ფიქობენ ისინი და არასოდეს დანებდეთ!  არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. ან ამართლებთ სხვა ადამიანების რჩევებს, ან აგრძელებთ თქვენს გზას. მართალია, რთულია როცა არ სჯერა თქვენი  ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს,  მაგრამ ეს დანებების მიზეზს არ გაძლევთ. მთვარია თქვენ გჯეროდეთ საკუთარი თავის. ყველა წარმატებული ადამიანი აღიარებს, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია და წარმატებისკენ მიმავალი გზა, არავის უნახავს ვარდებით მოფენილი. ყოველთვის ხდება, რომ »პირველად უარგყოფენ, მერე დაგცინიან, გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ!»  ამიტომ გჯეროდეთ, რომ არსებობს ძნელი მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი, და თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მთელმა სამყარომ გაქციოთ ზურგი, იმედი არ დაკარგოთ და ამაყად განაგრძეთ დასახული მიზნისკენ შეუჩერებლად სვლა.

ვეთანხმები, იმ აზრს რომ რეალურად სხვების მხარდაჭერას ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა  აქვს, თუმცა ჩვენ ყველფრისთვსი მზად უნდა ვიყოთ და ყოველი ასეთი შემთხვევა   ერთ-ერთ გამოწვევად უნდა მივიღოთ. მასთან გამკლვება კი ჩვენი ვალდებულებაა.

და ბოლოს, ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა გაქციოთ ზურგი, ყოველთვის გაიხსენეთ ფილმიდან (The Pursuit of Happyness) სიტყვები:

«არასდროს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!’

იხილეთ ვიდეო: ( https://www.youtube.com/watch?v=DcOR3WJL1TA )

 

ავტორი: მარიამ შარიქაძე

ნანახია:(186)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ზემომზადებული არ ხარ, იცოდე რომ მოუმზადებელი ხარ!

იცოდე რა გინდა. სიცხადე ძალაუფლებაა. გაურკვეველი მიზნებს გაურკვეველ შედეგებამდე მიჰყავხარ. გახსოვდეს, რომ ყოველ პრობლემას აქვს თავისი მოგვარების გზა. შეიძლება შენ


მაშინ შენ მიიღებ ბედნიერებას და გექნება ჰარმონიული ცხოვრება…

იცი, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია და მაინც ეწევი. იცი, რომ უძილობა მავნებელია და არ ცდილონ დაიძინო. იცი, რომ აგრესია ანგრევს


სად ინახება თქვენი ოცნებების გასაღები

*** თავისუფლება — გასაოცარი და განუზომელი მცნებაა… ისევე როგორც «მინდა და ვაკეთებ»… და, ყოველთვის, როცა გვინდა და ვაკეთებთ, ხანდახან რასაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*