როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა — ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს | Jolo.ge


როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა — ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა — ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს

ბავშვის ცუდი ქცევა — არის მისი მეთოდი მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ სათქმელის სიტყვებით გამოხატვა, რა აწუხებთ, რით არიან უკმაყოფილოები. ამიტომ სიტყვით გამოუთქმელი პროტესტი და წყენა აისახება მათ ქცევაზე. თუ მშობელი არ ცდილობს გაერკვეს ბავშვის ქცევის მიზეზში, იგი რისკავს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდება და გაუმყარდება ცუდი ქცევა, რომელიც განმეორდება ისევ და ისევ. რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რატომ აღარ გისმენთ ბავშვი და ცუდად იქცევა? როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი?

დასჯას აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი და არ გვეხმარება ბავშვის ცუდი

საქციელის გამოსწორებაში. ერთადერთი, რაც მას ნამდვილად შეუძლია — დაუტოვოს ღრმა წყენა და იმის გააზრება, რომ არ მოუსმინეს და ვერ გაუგეს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის დროული და სწორი რეაქცია, რომელიც ან აღრმავებს ბავშვის ცუდ საქციელს, ან ეხმარება კონფლიქტის დადებითად მოგვარებაში.

არსებობს სამეცნიერო ახსნა იმისა, თუ რატომ გამოდიან ბავშვები დროდადრო „საზღვრებიდან“. ეს არის ბავშვის განვითარების ნორმალური ეტაპები. ბავშვის გადმოსახედიდან მას უნდა, რომ ეკუთვნოდეს მშობლის მთელი დრო და ყურადღება. ბავშვებს ხომ არ შეუძლიათ ამის „სწორად“ გამოხატვა. მათ ჰგონიათ, რომ საუკეთესო მეთოდი ამისთვის — ისტერიკის მოწყობაა.

2013 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, რომელშიც 3, 5 და 7

წლის 10 000 ბავშვი მონაწილეობდა, დამტკიცდა, რომ არსებობს ობიექტური და სტატიკური კავშირი მოუწესრიგებელ ძილის რეჟიმსა და ბავშვის ქცევის პრობლემებს შორის. პროფესორი ივონ კელი ლონდონის უნივერსიტეტიდან ყვება: „ფიქსირებული დღის რეჟიმის არქონა აისახება ბავშვის განვითარებასა და ქცევაზე, რომელიც მთელი ცხოვრების ეტაპებზე შეიძლება გაჰყვეს.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ნეგატიური ცვლილებები ბავშვის ქცევასა და განვითარებაში შექცევადია დღის რეჟიმის მკაცრად დადგენის შემდეგ. ბავშვის ქცევა იცვლება უკეთესობისკენ. თუ ბავში მუდმივად გამოუძინებელია, ვლინდება ჰიპერაქტიურობა, ემოციური ხასიათის პრობლემები.

 

მშობლები ხშირად ეუბნებიან უკვე მოზრდილ შვილებს: “დიახ, ხშირად გსჯიდით პატარაობაში, ეს ხომ შენს საკეთილდღეოდ კეთდებოდა!“, “მართალია, გეჩხუბებოდით, იმიტომ, რომ კარგი გვინდოდა შენთვის!“… სწორია თუ არა ეს სინამდვილეში? რეიჩელ კელემი, ბავშვთა და ოჯახური ფსიქოლოგიის პროფესორი მასაჩუსეთის უნივერსიტეტიდან ამბობს: “ხშირად მშობლები ბავშვის ყურადღებას ამახვილებენ ისეთ მომენტებზე, როდესაც ის ცუდად იქცეოდა. სინამდვილეში თუ მშობელი აქცენტირებას მოახდენს მომენტებზე, როდესაც ბავშვი კარგად იქცეოდა, ის ყოველთვის ეცდება მოიქცეს კარგად და დაიმსახუროს მშობლის შექება. ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვს მშობლის საქციელს.

ეცადეთ ბავშვს დაუთმოთ მეტი ყურადღება, როდესაც ის კარგად იქცევა. შეაქეთ, მოუწონეთ საქციელი და მოეფერეთ. თუ ბავშვმა დაალაგა თავისი სათამაშოები, არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ის კარგი გოგოა (ბიჭი). უკეთესია უთხრათ:“ მადლობა იმისთვის, რომ დაალაგე შენი სათამაშოები, ისე მეხმარები, როდესაც შენს ნივთებს ალაგებ…“ ან „ნახე, ოთახში როგორი წესრიგია, ეს იმიტომ, რომ შენ დაალაგე ყველაფერი თავის ადგილზე“. არ არის აუცილებელი ჩხუბით გააგებინოთ ბავშვს, თუ რა არის კარგი და რა ცუდი.

„ხშირად არ ვაცნობიერებთ თუ რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ბავშვზე მშობლის ხმამაღალი და გაღიზიანებული ტონი. დიახ, ეს მოითხოვს მშობლისგან დიდი მოთმინებას და საკუთარ თავზე მუშაობას. მშობელი უნდა იყოს ერთდროულად კეთილი და მომთხოვნი. კონკრეტულად უნდა უთხრათ ბავშვს, რა შეიძლება და რა — არა, ყოველგვარი ყვირილის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის გაუგებარი დარჩება ის, რისი თქმაც გინდოდათ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. მათი ტვინი მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. მათ დრო სჭირდებათ იმის გასაგებად, რა არის კარგი და რა — არა. 3 წლის ბავშვს შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ: “თუ ასე გააგრძელებ ცუდად მოქცევას, მომიწევს მეორე ოთახში შენი სკამზე დასმა მანამ, სანამ არ დამშვიდდები“. როდესაც ის გაიზრდება თქვენზე მაღალი, უფრო მეტად გაგიჭირდებათ მისთვის რაიმეს ახსნა.

ყველა მშობელს ჰქონია სიტუაცია, როდესაც ბავშვი ტირის, ტირის, რაღაცას გთხოვთ… მშობელი ჯერ არ უთმობს და მყარად დგას თავის „არა“-ზე, ხოლო შემდეგ იღლება, ბეზრდება და მაინც თანხმდება და ნებდება. მშობლის საქციელი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული: თუ გინდათ, რომ დაუთმოთ — დაუთმეთ მაშინვე, არ დაელოდოთ ისტერიკებსა და ტირილს. თუ გადაწყვეტთ ბოლომდე თქვენს პოზიციაზე ყოფნას, არ შეიცვალოთ აზრი იმის გამო, რომ ბავშვი ტირის და „ზუზუნებს“.

თითოეულ ბავშვს აქვს თავისი განვითარების ტემპი და არ არის სწორი მშობლის შენიშვნა: “გეყოფა პატარა ბავშვივით მოქცევა, შენს ასაკში სირცხვილია ასეთი საქციელი!“. ბავშვის კალენდარული ასაკი არ არის საიმედო კრიტერიუმი მისი ქცევის შეფასებისთვის. მშობლისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორია მისი შვილის „ფუნქციონალური ასაკი“. თუ თქვენ გამოიყენებთ ბავშვის შეფასების ცხრილს, არ დაგავიწყდეთ შეფასების „ოქროს ვარსკვლავი“, რომელიც წაახალისებს და სტიმულს მისცემს ბავშვს კარგ საქციელში. ასეთი ცხრილები კარგი საშუალებაა ბავშვთან მოლაპარაკების დროს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თუ ბავშვმა „ვარსკვლავი“ დაიმსახურა, ის საქციელი გადახედვას არ საჭიროებს, რაც არ უნდა დააშავოს მან შემდგომში. თუ ბავშვის საქციელი არ მოგეწონათ და დაგჭირდებათ დახმარება, არაფერი სასირცხვილო ამაში არ არის. მიმართეთ თერაპევტს, რომელიც გირჩევთ კარგ ბავშვთა ფსიქოლოგს. დაგეხმარებიან ასვე მეგობრები, ოჯახის წევრები.

იყო მშობელი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე — რთულია. ის, რომ ზოგჯერ რთულ სიტუაციაში ვარდებით და გამოსავალს ვერ პოულობთ — ესეც ნორმალურია. სცადეთ გაესაუბროთ სხვა მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვენი შვილის ასაკის ბავშვი ჰყავს, როგორ იქცევიან ამა თუ იმ სიტუაციაში და რა პრობლემები აქვთ მათ შვილებს. ნუ შეგეშინდებათ პრობლემებზე საუბარი სპეციალისტებთან, რადგან ასეთი პრობლემები აქვს ყველას.

წყარო:meganews.ge

ნანახია:(414)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება»

გინდა არ გინდა ასეა   რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება», დედის და შვილის «განცალკავება». არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა


წითელი და მწვანე კალამი — რჩევა მშობლებსა და პედაგოგებს

 აქცენტირება დადებითზე და არა უარყოფითზე  ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებელ — აკადემიკოს შალვა ამონაშვილის პედაგოგიური პრაქტიკიდან.. „გიყვარდეს ბავშვი და მხოლოდ სიყვარულის მიხედვით


3 პირობა თავდაჯერებული ბავშვის აღსაზრდელად

წარმატება ცხოვრებაში, კარიერაში, ოჯახში, სამეგობროში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავდაჯერებული ხართ. სწორედ ეს გახლავთ წარმატების მთავარი ფუნდამენტი. თავდაჯერებულობა კი ბევრ რამეზეა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<