როგორ მოვემზადოთ სადჰანასთვის? — შემოგვიერთდით შაბათს, 17 ოქტომბერს … | Jolo.ge


როგორ მოვემზადოთ სადჰანასთვის? — შემოგვიერთდით შაბათს, 17 ოქტომბერს …

როგორ მოვემზადოთ სადჰანასთვის? — შემოგვიერთდით შაბათს, 17 ოქტომბერს …

სადჰანა პირველ რიგში არის ფიზიკური და მენტალური ცოდნის შეძენა. მანტრების, კრიისა და ჯაბჯი ლოცვის კომპლექსი, რომელიც აუცილებლად დილით სრულდება.

სადჰანას მედიტაციურ მდგომარეობაში შენ ხდები ძალიან მგრძნობიარე ამიტომ გარემო სადაც იმყოფები ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს შენზე.

 მედიტაციის ოთახი უნდა იყოს ახალი განიავებული, ჰაერს უნდა მისცეთ ცირკულაციის საშუალება.

 ტემპერატურა ზომიერი, ზედმეტი სიცივისგან შეიძლება დაზიანდეს სხეული როდესაც ღრმა მედიტაციაში იმყოფები, ხოლო მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

 ადგილი სადაც ზიხართ ეგრედ წოდებული იოგის მატე უნდა იყოს დაფარული შალით ან ნებისმიერი ბუნებრივი მატერიით.

 რაც უფრო მეტად იზრუნებ იმ გარემოზე რომელშიც იმყოფები ეს იქნება შენი ინტენსიის სიმბოლო და ნიშანი. გარეგანი ასახავს შინაგანს. თუ მედიტაციის ადგილი მოუწესრიგებელია ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ არ აფასებთ ამ პროცესს.

მაქსიმალურად აირიდეთ თავიდან ძლიერი ხმები თქვენს ირგვლივ და ეცადეთ არავინ შეგიშალოთ ხელი. მედიტაციის რაღაც ეტაპზე შეიძლება კარიხ დახურვის ხმა აფეთქებადაც მოგეჩვენოთ.

 შექმენი შენი დილის მოსამზადებელი რუტინა, გაიღვიძე დილით ადრე და დალიე მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი. მიიღე ცივი შხაპი, რადგან მთლიანად ვერ გადახვალ მედიტაციურ მდგომარეობაში თუკი შენი ცირკულაცია ისევ ძილის მოდუსშია.

 ცივი შხაპის შემდეგ ჩაიცვი სუფთა და კომფორტული ტანსაცმელი. თეთრი საუკეთესო ფერია სადჰანას პრაქტიკისათვის. არ ივარჯიშო იმავე ტანსაცმლით რომლითაც გეძინა. შენს ქვეცნობიერს უნდა გააგებინო რომ სადჰანა არის განსაკუთრებული პროცესი და ტანსაცმელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობით არჩევ.

 სადჰანას დროს დაიფარეთ თავსაბურავი, სასურველია თეთრი, მაგრამ დარწმუნდით რომ მატერია არის ბუნებრივი და არა სინთეტიკა, მაგალითად კოტონი, თმა აიწიეთ ზემოთ. თმა არეგულირებს სხეულში მზის ენერგიის შემოსვლას.

 მენსტრუალური ციკლის დროს შეგიძლიათ სადჰანას პრაქტიკის შესრულება. გააკეთე ისე როგორც გამოგდის და პატივი ეცი შენი სხეულის საზღვრებს.

 მას შემდეგ რაც გაიარე ყველა ფიზიკური მომზადება შეგიძლია შენი ცნობიერება მოამზადო ჯგუფური პრაქტიკისთვის და ნათლად განსაზღვრო თუ რისი მიღება გსურს ამ პროცესისგან.

 სადჰანას შემდეგ არის დრო როდესაც შეგიძლიათ ნებისმიერი რამის გაკეთება, ნაყინის ჭამაც კი. რაც ღმერთისაა მიეცი ღმერთს სადჰანას პრაქტიკისას. მიიღე ყველაფერი იმ დღისგან რის მიღებაც შეგიძლია, ეს შენი დღეა.

მარინა კვატაია

https://bit.ly/316MrFy

💙💛🧡💚💙💛🧡💚💙💛🧡💚💙💛🧡💚💙💛🧡💚💙💛🧡💚💙💛🧡💚

მათთვის ვისთვისაც იოგა უფრო მეტი გახდა, ვიდრე ყოველდღიური ვარჯიში და უნდა რომ ჩაუღრმავდეს დილის იოგის პრაქტიკას და გამოცდილებაც მიიღოს. გეპატიჟებით სადჰანაზე.

თქვენ მიიღებთ: დაუვიწყარ შთაბეჭდილებას, ახალ სულიერ გამოცდილებასა და საშუალებას მთლიანად ჩაუღრმავდე საკუთარ თავს 🙏

შაბათს 17 ოქტომბერს თბილისის დროით, დილის 7:30 საათზე.

დილის იოგის პრაქტიკა, ლოცვით — ჯაბჯით, ერთსაათიანი მანტრებით და კრიით.

სადჰანას გავუძღვები მე არჯან ბაქტი კაურ (მარინა კვატაია) და ამრიტა სარასვატი კაურ (მაარტე ვერბეკე)

სადჰანა გაგრძელდება 2 საათი და 30 წთ.

დასწრება უფასოა.

შეგიძლიათ დაემატოთ ფბ დახურულ ჯგუფს, იმ პირობით, რომ ივარჯიშებთ ჩვენთან ერთად 🧘‍♀️🧘

https://www.facebook.com/groups/638580823518077

⭐️⭐️ კუნდალინი იოგა ⭐️⭐️

 

ნანახია:(55)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადექი, შეეგებე, გადადგი ნაბიჯი — შენი დრო იწყება დღეს!

…ეს შენი სცენაა…. ცარიელია იმიტომ რომ შენია და განათებულიც იმიტომ არაა, რომ შენ ჯერ მასზე არ ასულხარ…. აუცილებელი არაა იყო


ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა — სრულიად ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში

ფსიქოლოგიური სავარჯიშოები, უამრავი საინტერესო ტექნიკა და ქეისები მათთვის ვისაც სურვილი აქვს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას დაუფლოს და არა მარტო საკუთარი, არამედ


„გაათავისუფლე ბავშვი, გაათავისუფლე მსოფლიო!»- ლევან რამიშვილი

 როგორია ადამიანის ბუნება?  რა არის ბუნებრივი ინტერესი და რას ნიშნავს ადამიანისთვის შემოქმედება?  როგორ ზემოქმედებს სტანდარტული სკოლა და ზოგადად თანამედროვე «აღზრდა»


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<