როგორ მივხვდეთ მოეწონათ თუ არა ჩვენი საჩუქარი | Jolo.ge


როგორ მივხვდეთ მოეწონათ თუ არა ჩვენი საჩუქარი

როგორ მივხვდეთ მოეწონათ თუ არა ჩვენი საჩუქარი

მოდის ახალი წლისა და შობის დღეები და ტრადიციულად ოჯახები საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ძებნის პროცესში ერთვებიან. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, წინასწარ იცოდეთ რა სურს თქვენს ოჯახის წევრს, თუმცა თუ არ გიკითხავთ და საჩუქრის შერჩევას თავად აპირებთ ალბათ დაგაინტერესებთ მოეწონება თუ არა ის ადრესატს.

 

მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ, მოეწონათ თუ არა ჩვენს მიერ შერჩეული საჩუქარი?

 

არმოწონების ნიშნები:

 

გაყინული სახე — თუ საჩუქრის გახსნისას მოულოდნელად ადამიანს სახე გაეყინა, მას იგი არ მოეწონა.

 

აჟიტირება — გგონიათ ზედმეტად გამოხატული ემოცია ნიშნავს, რომ ადამიანს რაღაც მოსწონს? სულაც არა, სინამდვილეში სწორედ აჟიტირებით ცდილობს იგი ნამდვილი ემოციის დაფარვას.

 

ხელის სახესთან მიტანა და თავის გაქნევა — ასე ადამიანები იქცევიან იმის გამო, რომ უკმაყოფილების ნიშნები შეძლებისდაგვარად დაფარონ.

 

საჩუქრისგან თავის შორს დაჭერა — როდესაც ადამიანს რაღაც მოსწონს ის ავტომატურად მისკენ იხრება, არმოწონების შემთხვევაში კი ფეხის წვერებზე დგება.

 

ყალბი ღიმილი — თუ ადამიანის სახეზე ბუნებრივი ღიმილი ვერ შეამჩნიეთ მას თქვენი საჩუქარი არ მოეწონა.

 

ხმამაღალი შეძახილი — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ზედმეტად გამოხატული ემოცია იმის მანიშნებელია, რომ სინამდვილეში ის ყალბია.

 

მოწონების ნიშნები:

 

გაცილებით მარტივია მიხვდეთ, რომ ადამიანს თქვენი საჩუქარი მართლაც მოეწონა. ამ შემთხვევაში ის მოგეხვევათ, გაკოცებთ და მადლობას გეტყვით. გაუბრწყინდება სახე და არ გამოხატავს ზედმეტ ემოციას, შესაძლოა მხოლოდ გითხრათ: „ძალიან მომწონს, მადლობა“. ეს სიმართლეა, რადგან ნამდვილი ემოცია ძალიან სწრაფი და ბუნებრივია.

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ნიშნებისაჩუქარი

Related Articles

„ცა რომ სარკე იყოს…“

„რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი


ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება — დაოსური სავარჯიშო

ხანგრძლივი ჯანმრთელი ცხოვრებისათვის  მეტად საჭირო და ერთ-ერთი ცენტრალური დაოსური სავარჯიშოა    ადამიანის იმუნური სისტემის გააქტიურების პრაქტიკა, რაც მდგომარეობს შემდეგში:  სისხლის წითელი  


როგორ გახდა ყოფილი ნარკომანი და მეძავი მილიონერი

ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელსაც წარმატებისთვის არ მიუღწევია პროფესიის დამსახურებით, ის არც დიასახლისი ყოფილა და არც ოჯახის წევრი ედგა გვერდით.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*