როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში | Jolo.ge


როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან გაკეთება ბევრად ძნელია. ყველა მიზნის მიღწევის ერთი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმის მისაღწევად, რაც თქვენ გსურთ.

ნუ მოგერიდებათ თხოვნა

ეს რჩევა შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრს ძალიან უჭირს რამის თხოვნა. ხელფასის მომატება გინდათ? გაინტერესებთ თქვენი პარტნიორი მზად არის თუ არა სერიოზული ურთიერთობისათვის? უბრალოდ ჰკითხეთ. ეს არის საუკეთესო გზა იმისა, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

ნუ დაელოდებით შესაბამის მომენტს

ხდება ისე, რომ ზოგჯერ ადამიანი არ ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას, იგი მხოლოდ ზის და ელოდება შესაფერის მომენტს. ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ დაიწყოთ საქმის კეთება. ასე რომ, თუ თქვენ არ გაქვთ დამაჯერებელი მიზეზი იმისა, რომ უნდა დაელოდოთ, უმჯობესია საქმის კეთება დაიწყოთ ახლავე.

შეადგინეთ გეგმა

სასურველი შედეგის მიღწევის ერთ — ერთი საუკეთესო საშუალებაა გეგმის შედგენა. განსაზღვრეთ რამოდენიმე მიზანი და ჩაიწერეთ. მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი გადაიტანოთ ფურცელზე. შემდეგ ყოველი მიზნისათვის შეადგინეთ ძირითადი ნაბიჯერბი, რომელთა შესრულებაც მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.

ფოკუსირება

ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე რაც გსურთ. დაიყვანეთ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი მინიმუმამდე, შეწყვიტეთ დროის ფუჭად ფლანგვა, მიმართულება მიეცით თქვენს ენერგიას იმ ნაბიჯების შესრულებისაკენ, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველი შედეგის მიღწევაში. ნუ შეადარებთ სხვას საკუთარ თავს — ეს არის ზედმეტი განცდა.

გჯეროდეთ

ბოლო დეტალამდე გაიაზრეთ ის თუ რა გინდათ. წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიაღწიეთ შედეგს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდება. რა თქმა უნდა არ არის საკმარისი მხოლოდ გჯეროდეთ და არაფერი არ აკეთოთ მიზნის მისაღწევად.

წარმოიდგინეთ

ყოველდღე წარმოიდგინეთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როდესაც თქვენი ოცნება ახდება. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თვენ გინდათ. ასე უფრო ადვილი გახდება თქვენი ოცნების რეალურად შესრულება. გარდა ამისა, ეს უფრო დარწმუნებულს გაგხდით საკუთარ თავში და უფრო დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

დაამყარეთ ურთიერთობა

გაიცანით წარმატებული და პოზიტიური ადამიანები. თანამშრომლობა იმასთან, ვინც უკვე მიაღწია სასურველ შედეგს თქვენთვის ძალიან სასარგებლოა. ურთიერთობები და მეგობრობა ყოველთვის მნიშვნელოვანია მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით სამსახურში.

იმოქმედეთ ახლავე

დიახ, მომავალი ხშირად გვაშინებს. რა მოხდება, თუ თქვენ ვერ მიაღწევთ სასურველ მიზანს? რა მოხდება, თუ განიცდით წარუმატებლობას? არ მისცეთ შიშს თქვენთვის ხელის შეშლის უფლება. იქნებ მიაღწიოთ სასურველ შედეგს? იქნებ ყველაფერი გამოგივათ?

დათანხმდით კომპრომისებს

ზოგჯერ საჭიროა კომპრომისზე წასვლა, კმაყოფილი იყავით იმით რაც გაქვთ. თუ თქვენ შრომობდით, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, ამას უბრალოდ უნდა შეეგუოთ. განაგრძეთ გზა, დაისახეთ ახალი მიზნები და არასოდეს არ დანებდეთ.

წყარო:http://lifeskills.ge/

ნანახია:(1253)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ ეს შეგიძლია, მაშინ, ძლიერი ხარ, ჭკვიანი და გონიერი“…

იფიქრე: რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას. გაიაზრე: რა შედეგი შეიძლება მოყვეს შენს ნათქვამს. ჯობია დამშვიდდე, მოითმინო და დაელოდო. თუ


როგორ გავხდეთ წარმატებულები?

”ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას” რა არის წარმატება და როგორ გავხდეთ წარმატებულები? წარმატება ყველა ადამიანისთვის


გზა არ მთავრდება … სანამ ცოცხალი ხართ და სანამ გზას ხედავთ, იარეთ წინ!…

არასოდეს თქვა უარი შენს მიზანზე…. არასოდეს დაიფარო საბანი ისე, როგორც გაგწვდება … ან რატომ უნდა მოუნდეს ზრდასრულ ადამიანს, „პატარა“ საბნიდან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*