როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას | Jolo.ge


როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას

ბედნიერება ფინანსებში არ არის, თუმცა ფინანსები ხშირად არის ბედნიერების ერთ-ერთი განმსაზღვრელი. სწორედ ამიტომ ფინანსური კეთილდღეობა ისაა, რის მიღწევასაც ადამიანთა უმრავლესობა გამუდმებით ცდილობს, თუმცა სხვა საკითხია ვის როგორ გამოსდის ეს.

 

„როდესაც ჩვენ ვეძებთ მომენტალურ სიამოვნებას და იგნორს ვუკეთებთ სხვა დანარჩენს ეს ჩვენს ფინანსებში ხვრელს წარმოშობს“, — ამბობს ტრენტ  ჰამი, ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი და მიგვითითებს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფინანსურ კეთილდღეობას მივაღწიოთ.

 

უპირველესი ამოცანა საკუთარ თავზე მუშაობაა. დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ შეგიძლია იყო მდიდარი ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.

 

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანსების მართვაა. ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია გამომუშავებული თანხა მალევე დახარჯოს — სამოსში, მოგზაურობაში, გართობაში, სახლებში, მანქანებში, ძვირფასეულობაში და ა. შ. და ნაკლებად ფიქრობს იმაზე რა იქნება მომავალში. ჰამის თქმით, შემოსავლის 10% ყველა ადამიანმა ისე უნდა გადადოს თითქოს არ აქვს, რადგან ეს აუცილებელია იმ დროისთვის, როდესაც აღარ მოგინდებათ მუშაობა ან უბრალოდ ამისთვის შესაფერისი ასაკი აღარ გექნებათ.

 

ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს მათ იმაზე მეტი შემოსავალი აქვთ ვიდრე სინამდვილეში. მათ სურთ თავი მდიდრებად იგრძნონ და ამისთვის მზად არიან იყიდონ ყველა ფუფუნების საგანი. დაივიწყეთ სხვისი აზრები, გადადეთ საკუთარი შემოსავლის 10% ყოველთვიურად, დანარჩენი კი დახარჯეთ საკუთარი შეხედულებისამებრ.

ნანახია:(1924)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანი რაზეც ფიქრობს, რასაც ლაპარაკობს და რასაც აკეთებს – მუდმივობაა!

„იფიქრე თოთქოს ყოველი შენი აზრი, უზარმაზარი ალმოდებული ასოებით გაწერილა ცაზე და ყველა ხედავს მას – და ეს ასეა!“ მიჰაილ ნაიმის წიგნიდან


ისწავლეთ ცხოვრება გააზრებულად …

თუ ჩვენ რაღაც არ ვიცით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის. ჩვენ შევეჩვიეთ სიძნელეებთან ბრძოლას და არა მათი მიზეზების გაგებას.


შინაგანი  თვითკრიტიკა და მისი გარდაქმნა  პოზიტიურ  თვითმოტივირებად

საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მაღალი მოთხოვნები წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნების სრულიად აუცილებელი თვისებაა.  თვითკრიტიკა საკუთარ თავთან და ნამოქმედართან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*